თეო გუდავაძე 13.09.2018
დედაქალაქში სატრანსპორტო მოძრაობა, აგვისტოდან მოყოლებული, შეფერხებულია. თბილისელებს აწუხებთ გადაჭედილი გზები. მოსახლეობის უმეტესობა შიშობს, რომ სკოლებისა და უნივერსიტეტების დაწყების პერიოდში პრობლემა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება. დედაქალაქში გადაადგილება ტრანსპორტით შეუძლებელი ხდება არა მხოლოდ პიკის საათებში, არამედ - დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ქალაქის ცენტრის მსგავსად, საცობებია გარეუბნებშიც.
|
თამარ მუკბანიანი 12.09.2018
პაციენტისათვის გამოწერილი 5 მედიკამენტიდან 2 ან 3 საკვებდანამატია. არის შემთხვევები, როცა ექიმები ერთსა და იმავე დანიშნულების წამალს ნიშნავენ, რათა რეცეპტის მოცულობა გაზარდონ. ხალხს უკვე მკურნალობის ეშინია და თუ ახლობელი ექიმი არ არის, მასთან ვიზიტს თავს არიდებს.
|
მარიკა გოგოხია 11.09.2018
უცხოელები საქართველოში დამკვიდრების ან ცხოვრების ვადის გასახანგრძლივებლად უამრავ მაქინაციას მიმართავენ. ხშირ შემთხვევაში ეს პროცესი იურიდიულად გამართლებული და უხარვეზოა, მაგრამ ბევრი კანონგარეშე გზაც არსებობს. ხელისუფლებამ საფრთხე იგრძნო და პრობლემის მოგვარებას კანონმდებლობის გამკაცრებით ცდილობს, თუმცა, შეიძლება ითქვას, ეს ნაბიჯი ცოტა დაგვიანებულიცაა.
|
თამარ მუკბანიანი 11.09.2018
ახალგარემონტებულ ბაღებსა თუ სკოლებში ჭერი და კედლები ინგრევა. ბოლო ორი შემთხვევა სასწავლო წლის დაწყებამდე სულ რაღაც 2 კვრიით ადრე მოხდა. როგორ და რატომ იგებენ ისეთი კომპანიები ტენდერს, რომლებიც უხარისხოდ ასრულებენ სამუშაოებს და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს? მიზეზი ერთადერთია - სახელმწიფო პოლიტიკა როგორც სატენდერო პირობების მხრივ, ასევე სამუშაოების ზედამხედველობის დროს.
|
ია აბულაშვილი 10.09.2018
1987 წელს ცნობილმა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ "ტყის ძმებზე" ფილმის გადაღება გადაწყვიტა და მთავარ როლებში ტიტულოვანი სპორტსმენები მიიწვია: ოლიმპიური თამაშების ოთხგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ხუთგზისა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ცნობილი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი; 1972 წელს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი ველომრბოლი ომარ ფხაკაძე; მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, მოჭიდავე მიშა სალაძე და სხვა ტიტულოვანი სპორტსმენები.
|
თეო გუდავაძე 07.09.2018
სასკოლო ციებ-ცხელება უკვე შეინიშნება დედაქალაქში, მშობლები აქედანვე იწყებენ შვილების სასწავლო წლისთვის მომზადებას, თუმცა ეს ყველაფერი უფრო სურვილია, ვიდრე ქმედება. დღევანდელი სოციალური ფონის გათვალისწინებით ადამიანებს ძალიან უჭირთ სასკოლო ხარჯთან გამკლავება. ფინანსური პრობლემები მტკივნეულია სტუდენტებისა და მათი მშობლებისთვისაც. უნივერსიტეტის გადასახადი, ბინის ქირა და სხვა ხარჯი, რომელიც განათლების მიღების პროცესს თან სდევს, ზოგიერთი ოჯახისთვის გაუსაძლისი გახდა.
| |
ია აბულაშვილი 05.09.2018
"ცა რომ ქაღალდად გადაიქცეს, ღამის ჰაერი - მელნად, ვარსკვლვები გადამწერებად მყავდეს და იმაზე მეტი ასოები დავასხა ქაღალდზე, რაც ზღვაში ქვიშა და თევზია, მაინც ვერ გამოვხატავ ჩემს სიყვარულს ჩემი ერისადმი", - უთქვამს გიორგი ლეონიძეს 1959 წელს თავის 60 წლის იუბილეზე, როდესაც მას სახალხო პოეტის საპატიო წოდება მიენიჭა.
|
ია აბულაშვილი 03.09.2018
არმაზისხევის ძვირფას ლითონთა მხატვრული ნაკეთობების შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა, გავიხსენოთ არმაზისხევის სამარხებში აღმოჩენილი ოქროსა და ვერცხლის ის ნაკეთობები, რომლებიც, ისტორიკოსთა აზრით, მსოფლიო ხელოვნების საუკეთესო ქმნილებებს შორის ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს.
|
ია აბულაშვილი 31.08.2018
ქართულ ფეხბურთზე გადაღებული ფილმებით ჩვენი მაყურებელი განებივრებული არ არის, თუმცა მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ბურთი და მოედანი", რომელიც ეკრანზე გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა, დღესაც ყველა თაობის საყვარელი ფილმია. დღევანდელ სტატიაში ფილმის გადაღების პროცესში მომხდარი რამდენიმე კურიოზი გვინდა, გავიხსენოთ, ამაში კი რეჟისორ გუგული მგელაძის მოგონებები დაგვეხმარება.
|
თამარ მუკბანიანი 30.08.2018
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთიდან ღორის აფრიკული ჭირისა და ქათმის გრიპის გავრცელების საფრთხე არსებობს. მართლია, ამ მხრივ მშვიდად ყოფნის საფუძველი არც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზეა, მაგრამ სპეციალისტები განსაკუთრებული რისკის ზონად აფხაზეთსა და ცხინვალს მიიჩნევენ.
|
თეო გუდავაძე 29.08.2018
მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული სოციალური ქსელები, რაც უკვე კომუნიკაციის დამყარების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. მათი საშუალებით მსოფლიოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში სულ მარტივად ხდება დაკავშირება. სოციალურმა ქსელებმა საზოგადოების ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ადამიანები ერთმანეთს "მესენჯერით", "ინსტაგრამითა" და "ვაიბერით" ეკონტაქტებიან, რამაც საქართველოშიც ეპიდემიის სახე მიიღო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|