თამარ მუკბანიანი
07.08.2018

 გაზზე მომუშავე მანქანების სავალდებულო ტექდათვალიერება 1-ლი იანვრიდან სავალდებულო გახდა. მანქანების საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვე შემოწმებულია. დათვალიერების ცენტრებში ამბობენ, რომ 98% სტანდარტებთან აბსოლუტურად შეუსაბამოა და დარჩენილი 2%, რომელიც შედარებით მწყობრშია, სავალდებულო ინსპექტირების კანონის შემოღების შემდეგ არის გადაკეთებული. განსხვავებულია ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური ინფორმაცია.

ტატა შოშიაშვილი
06.08.2018

 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს დასრულდა და სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე მიღებული შედეგების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

თეო გუდავაძე
03.08.2018

 ზაფხულის ცხელ დღეებშიც ადამინები დედაქალაქის დატოვებას ვერ ბედავენ. მიზეზი ბევრნაირია, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მაინც ფინანსური პრობლემაა. აგვისტო დაიწყო და თბილისის მცხოვრებთა 90% ჯერაც ვერ ახერხებს ქალაქიდან გასვლას. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ზაფხულობით თბილისი მთლიანად იცლებოდა მოსახლეობისგან. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხალხის დიდი ნაწილი თბილისში ატარებს შვებულებას.

თამარ მუკბანიანი
02.08.2018

 ბოლო პერიოდში სოფლის მოსახლეობა გარეულმა ცხოველებმა, ფრინველებმა და ქვეწარმავლებმა ძალიან შეაწუხეს. წლების წინ, თუ მხოლოდ საბალახოდ გადენილი პირუტყვისთვის იყო მტაცებელი საშიში, ახლა უკვე საფრთხე კიდევ გაიზარდა და ნადირი სოფელში სიარულსაც აღარ ერიდება. პრობლემა პერიოდულად შუქდება მედიასაშუალებებში. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან შველასა და დახმარებას ელის. ისინი მოითხოვენ, მიეცეთ მტაცებლის ლიკვიდაციის უფლება, რაც დღეს კანონით დაუშვებლად მიიჩნევა.

თეო გუდავაძე
02.08.2018

 დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად ძვირდება, თუმცა ამ მხრივ ტენდენცია სხვადასხვაგვარია. წელს მომატებულია ქირის ფასი და ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანები ბინების არათუ შეძენას, არამედ გირაობასაც ვეღარ ახერხებენ. შესაბამისად, მოთხოვნა გაიზარდა ქირაზე, რამაც ფასზე გავლენა მოახდინა.

მარი ჩიტაია
31.07.2018

 ავტომობილის შენახვის ხარჯი იზრდება. ამ სიმძიმეს განსაკუთრებით ტაქსის მძღოლები იგრძნობენ, რომელთაც, რეგულაციების გამო, ვალდებულებები გაეზრდებათ როგორც ტექდათვალიერების, ასევე ნებართვასა და ლიცენზირებასთან დაკავშირებით. მთლიანობაში, საზოგადოების დიდ ნაწილს ავტომობილის მოვლა-შენახვა გაუძვირდება. საწვავის მაღალი ფასი, პარკირების ახალ სისტემაზე გადასვლა და ტექდათვალიერების გავლა მძღოლების მხრიდან გარკვეულ ხარჯს მოითხოვს, შესაბამისად, ტრანსპორტის დარგი უბრუნდება იმ დროს, როცა მანქანა ფუფუნების საგანი იყო.

ტატა შოშიაშვილი
31.07.2018

 ბოლო წლებთან შედარებით წელს საქართველოში მასობრივად გავრცელდა ეშერიხია კოლის ნაწლავური ჩხირი - უკანასკნელად ქვეყანაში ნაწლავური ჩხირის ეპიდემია 2009-2011 წლებში იყო. სპეციალისტების განცხადებით, ეს მწვავე დაავადებაა, რომელიც გასტროენტერიტის ან გასტროენტეროკოლიტის სინდრომით მიმდინარეობს.

თამარ შუკვანი
30.07.2018

 "სამედიცინო ცენტრში მზის დამწვრობით დაახლოებით 430-მდე ადამიანი მოხვდა", - ეს მიმდინარე სეზონის სტატისტიკაა, რომლის შესახებაც "რეზონანსთან" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე საუბრობს.

ტატა შოშიაშვილი
30.07.2018

 უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში გავრცელდა სხვადასხვა ინფორმაცია შავიზღვისპირეთში აგვისტოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში ეს მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია, რაც ზღვის კურორტებზე აგვისტოში წასვლის მსურველებს დასვენებისათვის ოპტიმალური დროის შერჩევას ურთულებს.

ტატა შოშიაშვილი
29.07.2018

 27 ივლისს თბილისის თავზე დაფიქსირებულმა ნისლმა რამდენიმე საათით ქალაქში ხილვადობა გააუარესა და მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია.

ელზა პაპოშვილი
28.07.2018

 ვინ ანადგურებს ტყეს და ვის მიჰყავს ქვეყანა ეკოლოგიურ კატასტროფამდე? ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საქართველოს ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პირველი ბრძოლა სვანეთის სოფელ ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობას გამოუცხადა.

თეო გუდავაძე
27.07.2018

 12 მაისის მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის შემდეგ, თბილისის კლუბებში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა, რაც ღამის კლუბებისთვის ცუდი აღმოჩნდა. საზოგადოების ერთი ნაწილი ამ ფაქტს დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ ამ გზით შესაძლოა, ნარკოტიკებისკენ მიდრეკილი თაობის გადარჩენა მოხერხდეს. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ 12 მაისს ჩატარებული რეიდით ვერ აღმოიფხვრება ნარკოტიკების პრობლემა ქვეყანაში, თუმცა ზოგიერთ ფენაში ამ ყველაფერმა შიში გამოიწვია. ახალგაზრდები ახლა ცდილობენ, კლუბის ტერიტორიაზე არ მიიღონ არანაირი ნარკოტიკი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×