ია აბულაშვილი
13.11.2017

 "ჩვენ გვინდა, დავაქციოთ მუზეუმები, ბიბლიოთეკები. ვიბრძოლოთ მორალის, ფეტიშის და ყოველგვარი ოპორტუნისტული და უტილიტარული სისაძაგლის წინააღმდეგ. ჩვენ გვინდა, ვადიდოთ აგრესიული მოძრაობა, ჩქარი სიარული, საშიში ნახტომი, სილა და მუშტი" - იტალიელი ფილიპო მარინეტის ამ ფუტურისტულ ქუხილს თბილისში გვიანი ექო ჰქონდა. პარიზულ ჟურნალ "ფიგაროს" ფურცლებზე 1909 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნებულ "სასიკვდილო ნახტომს" ქართველები 1922 წლის 25 აპრილს გამოეხმაურნენ და კონსერვატორიის შენობაში პირველი ფუტურისტული საღამოც გაიმართა, გამოსცეს მანიფესტი "საქართველო - ფენიქსი".

მამუკა ნაცვალაძე
13.11.2017

 მოსკოვი-მესამე რომის თეორია დღემდე რჩება რუსული იმპერიული მისწრაფების მთავარ საყრდენად. ერთიანი ქრისტიანული, რელიგიური არეალის ერთ პოლიტიკურ სივრცეში მოქცევა განმათავისუფლებლისა და მართლმადიდებლობის დაცვის ნიღბით, დიდი ხანია, ჩვენი ჩრდილიელი მეზობლის სავიზიტო ბარათია.

გურანდა ძამელაშვილი
11.11.2017

 რამდენიმე ათეული წლის წინ ქართველი სპორტსმენები მოყვარულებად მიიჩნეოდნენ და საკუთარი შრომის სანაცვლოდ საბჭოთა მშრომელების ტიპურ ანაზღაურებას იღებდნენ. მართალია, ჰქონდათ გარკვეული შეღავათები, მაგრამ მათი იმდროინდელი საზღვარგარეთელი კოლეგებისგან განსხვავებით, ეს მაინც ზღვაში წვეთი იყო.

მამუკა ნაცვალაძე
11.11.2017

 მეთხუთმეტე საუკუნის 40-იანი წლებიდან მსოფლიო პოლიტიკური პროცესები ერთგვარი დინამიკურობით გამოირჩა. აშკარად გამოჩნდა, რომ ბიზანტიის იმპერიის დაცემა შეუქცევადი პროცესია, ოსმალთა აგრესია, რომელიც ოთხიოდე ათეული წლის წინ თემურ ლენგმა შეაჩერა, შეაზანზარებს სამყაროს. სულ მალე კონსტანტინოპოლის მარცხს მსოფლიო პოლიტიკური პროცესების განსხვავებული მიმართულებით გადატანა მოჰყვება შედეგად.

ია აბულაშვილი
11.11.2017

 უცხოეთში მოღვაწე ქართველებზე და მათ წარმატებულ საქმიანობაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ მოსკოვში მოღვაწე ქართველი გამომგონებელი იგორ ჭელიძე, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის 1812 წელს ნაპოლეონის მიერ გადამწვარი მოსკოვის აღდგენა-რეკონსტრუქციაში. სწორედ მის მიერ შექმნილი საუკეთესო სამშენებლო მასალით მოხდა ფერფლად ქცეული მოსკოვის ძველი და ახალი შენობების, არხების, ხიდების აგება.

ია აბულაშვილი
10.11.2017

 თბილისის ისტორიასა და მის ტრადიციებზე უამრავი მასალა შემოგვინახა ქართულმა ისტორიოგრაფიამ, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს, გვინდა, გავაცნოთ მე-18 საუკუნის თბილისური ამბები. როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ევროპისაკენ მაცქერალმა ერეკლე მეორემ კარგად იცოდა, რომ თუკი მის ქვეყანას მართლაც ეწერა გაევროპელება, ეს პროცესი თბილისიდან უნდა დაწყებულიყო, ამიტომ პირველ რიგში აღუდგენია "საკუთრების ქალაქური წესი". ვაჭართა ზედაფენისთვის დაუწესებია შეღავათები, მკაფიოდ განუსაზღვრავს თბილისელთა უფლება-მოვალეობანი. როგორც ჩანს, ამ ღონისძიებებს შედეგი გამოუღია, რადგან თბილისი ძალიან მალე გამხდარა ძლიერი სავაჭრო ქალაქი და მნიშვნელოვანი სახელოსნო ცენტრი.

თეო გუდავაძე
10.11.2017

 ზამთრის მოახლოებასთან ერთად საქართველოს რეგიონები და სოფლები ცარიელდება. მოსახლეობა გამოზამთრების შიშით სოფლებს ტოვებს და დიდი ქალაქებისკენ მიისწრაფვის. სულ უფრო და უფრო მატულობს სოფლებში სამუდამოდ ან დროებით დაცარიელებული სახლების რაოდენობა, რისი გამომწვევი მიზეზი, პირველ რიგში, ეკონომიური პრობლემაა. სოფელში მცხოვრები ადამიანების შემოსავალი იმაზეა დამოკიდებული, რას მოიყვანენ მიწაზე, თუმცა ბოლო წლებში საქართველოში მოსავლის მოყვანაც გაჭირდა.

გვანცა ღვედაშვილი
09.11.2017

 "ფაროსანას პრიორიტეტი ადვილად მოსაპოვებელი საკვებია, თუმცა, თუ მასშტაბი გაიზარდა, მაშინ, ბუნებრივია, ისინი გადაინაცვლებენ ველურ ბუნებაში", - აღნიშნულ განცხადებას ეკოლოგი და დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აკეთებს.

თამარ მუკბანიანი
09.11.2017

 საქართველოში მოსახლეობის საკრედიტო დამოკიდებულება დღითი დღე იზრდება. ბოლო 10 წელიწადში სამომხმარებლო მოკლევადიანი სესხები ფიზიკური პირებისათვის 6-ჯერ, ხოლო გრძელვადიანი 34-ჯერ გაიზარდა. სპეციალისტები ამგვარ სტატისტიკას სავალალოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მოსახლეობას არ ჰყოფნის ფული თვითან თვემდე ელემენტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაც. შესაბამისად, სესხების ასეთი მკვეთრი ზრდა ამ ფაქტორებითაა განპირობებული.

გვანცა ღვედაშვილი
09.11.2017

 აზიურმა ფაროსანამ, მავნებელმა, რომელიც ქვეყანაში პირველად 2015 წელს გამოჩნდა, წელს დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქშიც ჩამოაღწია. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დროულად არ გადადგამს ეფექტურ ნაბიჯებს აზიური მავნებლის წინააღმდეგ, მწერი უკვე აღმოსავლეთ საქართველოშიც გავრცელდება და მომავალი წლის დანაკარგი გაცილებით მძიმე იქნება.

მარი ჩიტაია
09.11.2017

 გალში ყველა სახეობის მოსავალი განადგურდა. მართალია, სულ ახლახან დასრულდა სიმინდის სეზონი, მაგრამ ბეღელი ყველა ოჯახში გამოცარიელებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, არც ციტრუსმა და არც ტროპიკულმა ხილმა არ გაამართლა, ფაროსანამ ეს მოსავალიც მოსპო. ასეთ პირობებში გალელებს ზამთრის გადატანა უკიდურესად გაუჭირდებათ. ზუგდიდიდან პროდუქტები იქ ბოლო დროს ისედაც ნაკლებად შედის და მოსახლეობას რუსული საქონლის შეძენა გაორმაგებულ ფასში უწევს. უმოსავლო წელიწადი ხალხის მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ია აბულაშვილი
09.11.2017

 ქართველი მოგზაურების შესახებ არაერთი საინტერესო მასალა არსებობს ქართულ ისტორიოგრაფიაში და დღევანდელ სტატიაში ჩვენც გვინდა გავიხსენოთ ერთ-ერთი მათგანი, მე-18-მე-19 საუკუნეების ცნობილი ქართველი მოგზაური და დიპლომატი რაფიელ დანიბეგაშვილი, რომელმაც 28 წელი გაატარა მოგზაურობაში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×