თეო გუდავაძე 20.10.2017
დედაქალაქში, უკვე დიდი ხანია, უპატრონო ძაღლების საკითხი ძალიან აქტუალურია. ბოლო დროს მოსახლეობა შეშფოთებას გამოთქვამს ქუჩებში მომრავლებული ცხოველების გამო, თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკოსებს ეს ნაკლებად აღელვებთ. მერობის არც ერთ კანდიდატს საარჩევნო პროგრამაში ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია. მთავრობის ბიუჯეტიდან ცხოველებზე ზრუნვისთვის 4 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილი იხარჯება მათთვის, რაც აშკარად არასაკმარისია.
|
მარი ჩიტაია 19.10.2017
საქართველოში საწვავის ხარისხის მხრივ პრობლემა ისევ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხის სტანდარტი არსებობს და ეკოლოგიური უსაფრთხოების მიმართულებითაც აქტიურობა შესამჩნევია, ვითარება არასახარბიელოა. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ფალსიფიკაციის საფრთხე რეალურად არსებობს. არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივ ტერმინალებსა და ბენზინგასამართ სადგურებში განთავსების შემდეგ მიზანმიმართულად ხდებოდეს საწვავის ხარისხის შეცვლა.
|
თეო გუდავაძე 19.10.2017
21-ე საუკუნეში ოჯახის შექმნა გარიგების ფორმით აქტუალობას არ კარგავს, ის კი არა, ბოლო დროს კიდევ უფრო გააქტიურდა. არსებობს უამრავი სააგენტო, რომლებიც კონკრეტულად ამ განხრით მუშაობს და ადამიანებს ეხმარება ოჯახის შექმნაში. მსგავსი სააგენტოების მთავარი მოტივი, როგორც ამბობენ, საქართველოს დემოგრაფიული განვითარებაა.
|
ია აბულაშვილი 19.10.2017
"ორპირიდან ცხენებით ქუთაისში გავემგზავრეთ - ამ ძველ კოლხეთში. ქუთაისი განლაგებულია ლამაზ ადგილას, რიონის ველზე. ქუთაისს ზემოდან გადმოსცქერის ძველთაგან ცნობილი გელათის მონასტერი, რომელიც ერთ-ერთ უძველეს მონასტრად ითვლება.
|
მარი ჩიტაია 18.10.2017
სავაჭრო ობიექტებში საკვებ და საყოფაცხოვრებო პროდუქტებზე ვადის შეცვლის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. არაკეთილსინდისიერ მეწარმეთა "ფაქტზე გამოჭერა" არც ისე იოლია, ამიტომ მომხმარებელთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო, ასეთ შემთხვევებზე რეაგირება ყოველთვის ვერ ხერხდება, ამიტომ აუცილებელია, რომ საქმეში შესაბამისი სტრუქტურა ჩაერთოს.
|
ია აბულაშვილი 18.10.2017
"საქართველო ჯადოსნური კუთხეა, და იმწამს, როცა თქვენ მას ტოვებთ, ყველაფერი სიზმარს ემსგავსება. აქ ხალხიც ჯადოსნურია. სინამდვილეში, ეს ერთ-ერთი ყველაზე უხვი და ულამაზესი ადგილია დედამიწაზე და მისი ხალხი ამის ღირსია", - ეს სიტყვები ეკუთვნის მე-20 საუკუნის კლასიკოსს, ნობელის პრემიის ლაურეატ ჯონ სტეინბეკს, რომელმაც 1947 წელს საბჭოთა კავშირში იმოგზაურა, მოსკოვში, კიევში, სტალინგრადში, მოგზაურობის ბოლო მარშრუტი კი იყო საქართველო, სადაც მან ათი დღე დაჰყო.
|
მარი ჩიტაია 17.10.2017
საქართველოში სამშენებლო ეკოლოგიის კუთხით არც ერთი ბინა და შენობა არ არის შემოწმებული. უცნობია, რა მასალით შენდება კორპუსები ან რამდენად უსაფრთხოა საშუალებები, რომლებიც ბინების რემონტის დროს გამოიყენება. შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს ძალიან კარგ, გარემონტებულ სახლში, თავს გრძნობდეს კომფორტულად, მაგრამ ნელ-ნელა იწამლებოდეს აზბესტის შემცველი, კანცეროგენური მასალებით ან რადიოაქტიური საღებავებით ან თუნდაც ლამინირებული ავეჯით.
|
ნათია ლომიძე 17.10.2017
თბილისში უძრავ ქონებას ძირითადად დედაქალაქის ადგილობრივი მოსახლეობა, ემიგრანტები და უცხოელები ყიდულობენ. დიდი წილი კი მაინც ადგილობრივებზე მოდის, რომლებიც საკუთარ საცხოვრებელს გაფართოების ან ახლის შეცვლის პერსპექტივით ყიდიან. მყიდველებიც უბნების მიხედვით არიან დაყოფილი. ვინც ფინანსურად ძლიერია, ის უძრავ ქონებას ცენტრში იძენს, ხოლო ნაკლებად შემოსავლიანები ქალაქგარეთ სახლდებიან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ბოლო დროს ქონების შემძენთა კატეგორიას ემიგრანტები და უცხოელებიც შეუერთდნენ, რომლებიც ბინებს აქტიურად იძენენ.
|
ეკატერინე ბასილაია 16.10.2017
საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა საგანგაშოა, მოსახლეობა სწრაფად ბერდება. 2016 წელს დაბადებულთა რიცხვი წინა წელთან შედარებით 4,5%-ით, დაახლოებით 2 700-ით შემცირებულია, სიკვდილიანობა კი - მომატებულია.
|
ია აბულაშვილი 16.10.2017
მე-19 საუკუნის რუსი მხატვრის - ივან კრამსკოის ნახატი "უცნობი ქალი", რომელსაც ხშირად "რუსულ ჯოკონდასაც" უწოდებენ, მხატვარმა 1883 წელს შექმნა. მხატვრის ოსტატობასთან ერთად ამ შედევრისადმი ინტერესს მასზე გამოსახული ქალბატონის ვინაობაც იწვევს. მკვლევართა აზრით, ივან კრამსკოიმ სურათი ლევ ტოლსტოის "ანა კარენინასა" და დოსტოევსკის "იდიოტის" პერსონაჟ ნასტასია ფილიპოვნას გავლენით შექმნა; რომ მხატვარს მისი ქალიშვილი სოფია კრამსკაია პოზირებდა და სხვა.
|
მამუკა ნაცვალაძე 16.10.2017
1453 წლის 29 მაისი, კონსტანტინოპოლის დაცემის დღე, ფაქტობრივად, წყალგამყოფი გახდა მსოფლიო ისტორიისთვის. იწყება თვისებრივად განსხვავებული პროცესები, რაც ხელს უწყობს მანამდე უპრეცედენტო მსოფლიო წესრიგის დამყარებას. მთავარ როლს ოსმალეთის იმპერია ირგებს, რომელიც მთელ ევროპას ემუქრება წალეკვით. ოსმალეთია ამ პროცესების კატალიზატორი.
|
გვანცა წულაია 14.10.2017
სპეციალისტთა შეფასებით, გარემოს დაბინძურებისთვის დაწესებული ჯარიმების მიუხედავად, თბილისის ქუჩები მაინც დანაგვიანებულია. "რეზონანსის" მიერ "თბილსერვის ჯგუფიდან" მიღებული მონაცემების მიხედვით, 20 აპრილიდან გარემოს დაბინძურებისთვის 2 730 საჯარიმო ოქმი გამოიწერა. მათგან 2 657 - ფიზიკურ, 73 კი იურიდიულ პირზე. ჯარიმების საერთო თანხა 271 130 ლარს შეადგენს.
|
|