ია აბულაშვილი 02.11.2017
ევროპაში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციის საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის მრავალ უცხოელ გამოჩენილ მეცნიერსა და მოგზაურს, რომლებიც წლების მანძილზე ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში.
|
თამარ ადუაშვილი 01.11.2017
ქართულ ტელემაუწყებლობაში ბორბალი უკუღმა დატრიალდა - ადრე (2012-მდე) ტელეკომპანიები ითხოვდნენ, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს მათი არხები უფასოდ ჩაერთოთ, ახლა გავრცელების უფლებას გარკვეული საფაურის სანაცვლოდ აძლევენ. შედეგად, 1-ლი დეკემბრიდან 500 000-ზე მეტ მომხმარებელს ქართული არხების მისაღებად დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს.
|
ნათია ლომიძე 01.11.2017
კატალონიაში განვითარებული მოვლენები, როგორც ბევრი ადგილობრივისთვის, ასევე იქ მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვისაც მოულოდნელი იყო. ბარსელონაში უამრავი საქართველოს მოქალაქე მუშაობს. ისინი ჯერჯერობით ძველებურად აგრძელებენ ცხოვრებას, თუმცა რა იქნება მომავალში, ამის თქმა უჭირთ.
|
ია აბულაშვილი 01.11.2017
ამერიკაში მოღვაწე ქართველებსა და მათ წარმატებულ საქმიანობაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს და ამის შეხსენებით თავს აღარ შევაწყენთ, მაგრამ სად იყო სამშობლოდან გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების თავშეყრის ადგილი და როგორ ატარებდნენ დროს, ამის შესახებ ერთ საინტერესო ისტორიას გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.
|
მარი ჩიტაია 31.10.2017
საქართველოში ექიმები ცდილობენ, პაციენტებს სპეციალურად ძვირი მედიკამენტები გამოუწერონ და ეს პრობლემა ვერაფრით გვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხმამაღალი განცხადებით ჯანდაცვის მინისტრიც გამოვიდა, პაციენტები ისევ ჩივიან, რომ ექიმები ძვირი წამლის გამოწერას კვლავ არ ერიდებიან. ფაქტია, რომ არცთუ იშვიათად ქართველი ექიმები ორიენტირებულნი არიან არა პაციენტზე, არამედ საკუთარ კომერციულ ინტერესზე.
|
ია აბულაშვილი 30.10.2017
"ექვთიმე თაყაიშვილი საოცარი მოვლენაა საქართველოს ახლო წარსულში. მისი მოღვაწეობა - მრავალმხრივი, უანგარო და შედეგების მიხედვით მეტად ნაყოფიერი და ფასდაუდებელი, მოკიაფე ვარსკვლავივით იქნება საქართველოს ისტორიაში", - წერდა დიდი ქართველი ენათმეცნიერი აკაკი შანიძე თავის ერთ-ერთ წერილში.
|
მამუკა ნაცვალაძე 30.10.2017
ქრისტეშობამდე პირველი საუკუნე ერთგვარად საკრალური გამოდგა საქართველოსთვის. ამ პერიოდში ხდება ის მოვლენები, რისი ახსნაც ჩვეულებრივი ლოგიკით რთულია. ეს ქართლზე პომპეუსის შემოსვლისა და ტრიუმფალური გამარჯვების ეპოქაა, ეს არის პირველი, უპრეცედენტო მასშტაბის დაპირისპირება, რასაც ქართველთაგან ასევე უპრეცედენტო რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა - 9 ათასი მოკლული და 10 ათასზე მეტი ტყვედ ჩაგდებული ქართველი არ არის სახუმარო საქმე.
|
თეო გუდავაძე 28.10.2017
თბილისში ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად მოდური და მოთხოვნადი გახდა ძველი ნივთები და მათთვის ახალი ფუნქციის მინიჭება. საზოგადოების უმეტესობას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, მოსწონთ ვინტაჟური და რეტრო სტილისთვის დამახასიათებელი როგორც ნივთები, ასევე გარემოც. თბილისის ქუჩებში კი ხშირად შენიშნავთ მსგავსი ტიპის კაფე-ბარს, სადაც ინტერიერი ძველებურ სტილშია გადაწყვეტილი.
|
მამუკა ნაცვალაძე 28.10.2017
დიდი არმენია, ქრისტეშობამდე პირველი საუკუნიდან მოყოლებული, მანიპულირების საშუალება იყო ყველა დროისა და ფორმაციის იმპერიისთვის, მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესი კავკასიას სწვდება. მორჩილი კავკასია მათთვის წარმატების მთავარი გარანტიაა. სწორედ ამიტომაც მუშავდება საუკუნეების განმავლობაში მართვის მოქნილი და თვისებრივად მრავალმხრივი არაერთი მოდელი.
|
ია აბულაშვილი 28.10.2017
"ის ერთ-ერთი იმ ლიდერთაგანი იყო, რომელიც ერთდროულად ეფექტური მმართველიც გახლდათ და ძალზე პოპულარული წინამძღოლიც, ღირსეული ადამიანი, უმწიკვლო რეპუტაციით, უნაკლო ლოგიკით. სწორედ კონი ერისთავის დამსახურებაა ის, რომ დღეს ნიუ-იორკს სუფთა წყალი მიეწოდება და მის შემოგარენში არამარტო წყლები, არამედ მიწა და მთელი გარემო დაცულია", - წერდა "ნიუ-იორკ თაიმსში" აშშ-ის გარემოს დაცვის ფედერალური სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე უილიამ რაილი ნიუ-იორკის ვიცე-მერზე, კონსტანტინე სიდამონ-ერისთავზე, რომელსაც ეს თანამდებობა 1967-1973 წლებში ეჭირა.
|
ნათია ლომიძე 27.10.2017
საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებული ბრძოლა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კერძო კომპანიებში დაზღვეული მოქალაქეების საყოველთაო ჯანდაცვის სისტემიდან ამოღება. "იმედი მაქვს, ამ ადამიანებს სრულად აღუდგებათ საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურება", - აცხადებს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი.
|
ია აბულაშვილი 27.10.2017
"სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ არ გვექნებოდა ზუსტი დათარიღება, ყოველმხრივი აღწერა, დეტალური მასალა ისეთი ბრწყინვალე ქართული ძეგლებისა, როგორიც არის ოშკი, იშხანი, ხახული, ბანა და სხვა, რომლებიც თურქეთის მიწა-წყალზე მდებარეობს... და მათი ნიმუშები, ფრესკების ასლები, აღწერანი და დეტალები, ექვთიმე თაყაიშვილის თქმით, "ერთ მუზეუმს ეყოფოდა", - წერდა ლადო გუდიაშვილი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|