თამთა ჩაჩანიძე
13.10.2019

 იმ შემთხვევაში, თუ  ევროპაში ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი დაიწყება, რუსების მთავარი სამიზნე,  სავარაუდოდ,  გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ მდებარე საპორტო ქალაქი ბრემერჰაფენი იქნება, რომელზეც ეუსები „იასენ“-ის ტიპის ბირთვული წყალქვეშა ნავით განახორციელებენ სარაკეტო იერიშს. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ინსტიტუტისთვის მომზადებულ ნაშრომში, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ყოფილი თანამშრომელი ენდრიუ მეტრიკი წერს.

თამთა ჩაჩანიძე
11.10.2019

 წითელ ზღვაში ირანულ ნავთობმზიდზე 20 წუთიანი ინტერვალით ზედიზედ ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ირანული მედია იუწყება. აფეთქბა სავარაუდოდ სარაკეტო იერიშმა გამოიწვია - გემს ორი რაკეტა აქვს მოხვედრილი.

თამარ შუკვანი
10.10.2019

 უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მზად არის გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ დონბასში ომი დასრულდეს; ის საჭიროდ მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ შეხვდეს. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ზელენსკის აშშ-ს აქტიური მხარდაჭერის იმედი აქვს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ დონბასთან დაკავშირებით, რუსეთსა და უკრაინას შორის გარკვეული გარიგება შედგეს.

თამარ შუკვანი
10.10.2019

 ეჭვს იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიელი ქურთები, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირა, აღრმავებს ის ფაქტი, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში თურქებმა სამხედრო ოპერაცია არ დაიწყეს მანამ, სანამ ეს რეგიონი უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა არ დატოვა.

თამარ შუკვანი
08.10.2019

 „თურქეთი მომხრეა იმისა, რომ ასადის რეჟიმი სირიაში დასრულდეს, რაც შეეხება ირანს და რუსეთს, ისინი ასადს მხარს უჭერენ. ამიტომაც თეირანისა და მოსკოვისთვის სირიაში ანკარის გააქტიურება ნაკლებად მისაღებია," - აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე სირიიდან აშშ-ის სამხედრო დანაყოფების გასვლის დაწყებისა და თურქეთის სამხედრო ოპერაციის შესაძლო წარმოების შესახებ საუბრისას.

თამარ შუკვანი
07.10.2019

 ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან აშშ-ის სამხედრო დანაყოფებმა გასვლა დაიწყეს, რაც დიდი პოლიტიკური მოთამაშის, რუსეთის გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 2015 წლიდან სირიის კონფლიქტშია ჩართული.

თამთა ჩაჩანიძე
07.10.2019

 „რუსეთი ბელარუსიასთან ინტეგრაციით, ყოველთვის განიხილავდა საბჭოთა კავშირის ანალოგის აღორძინების პირველ და ცენტრალურ ნაბიჯს და როგორც ჩანს, ახლა პუტინს სურს, რომ ეს განზრახვა სისრულეში მოიყვანოს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის" - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ბელარუსის დედაქალაქში გამართულ აქციას, სადაც საზოგადოება რუსეთთან სავარაუდო ინტეგრაციას აპროტესტებს.

თამთა ჩაჩანიძე
06.10.2019

 „აშშ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესება პირდაპირ კავშირში იქნება კავკასიაში არსებულ სიტუაციის განვითარებასთან და რა თქმა უნდა ეს საქართველოზე პირდაპირ აისახება", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, თურქეთის ჯარების მობილიზებას სირიის საზღვართან.

თამთა ჩაჩანიძე
04.10.2019

 იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის აღმოსავლეთში კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საკითხზე მოლაპარაკებები უედეგოდ დასრულდება, უკრაინის ხელისუფლება თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრული ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავს.

თამთა ჩაჩანიძე
03.10.2019

 ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" 35 მდე მებრძოლი ავიადარტყმას ემსხვერპლა, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ ხალიფა ხაფტარის მხარეს იბრძოდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა „მედუზამ" გაავრცელა. მათი ცნობით, სპეციალური ავიარეისებით დაღუპულთა სამშობლოში გადმოსვენება ოთხშაბათს დაიწყო.

თამთა ჩაჩანიძე
03.10.2019

 2018 წელს რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები უკრაინის იმიერკარპატეთში ეთნიკური კონფლიქტის პროვოცირებას შეეცადნენ, რათა რეგიონი უკრაინისგან ჩამოეშორებინათ. ამის შესახებ უკრაინულ ტელეარხ „ობოზის" ეთერში იმიერკარპატეთის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა გენადი მოსკალმა განაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
02.10.2019

  კადიროვის შეირაღებული რაზმები ნატო-ს წევრი ქვეყნის, ნორვეგიის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ - თანაც სრული შეარაღებითა და ტყვია-წამლით. ამის შესახებ რუსეთის ოპოზიციური გამოცემა „ნოვაია გაზეტა" წერს, რომელმაც ამ თემას ჟურნალისტური გამოძიება მიძღვნა. როგორც გამოცემა აღნიშნავს მათ სოციალურ ქსელში ჩეჩნური სპეცრაზმის, ე.წ. „კადიროვის მფრინავი რაზმების" კადრები და ფოტოები ნახეს, მათი თქმით, კადრებში აღბეჭდილ ტერიტორიებიდან ჩანს, რომ სპეცრაზმელების ეს დანაყოფი დავალებებს არქტიკაში, კუნძულ შპიცბერგენზე ახორციელებდა, რომელიც ნორვეგიის ეკუთვნის, თუმცა რუსეთს იქ წიაღისეულის მოპოვების ნებართვა გააჩნია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×