თამარ შუკვანი
14.11.2019

 ჩეჩნეთ-საქართველოს შორის პირდაპირი გზის გაყვანა, ეს არის გზა კრემლისკენ. ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებას, რომელიც ჩეჩნეთიდან საქართველოში პირდაპირი გზის მშენებლობაზე კიდევ ერთხელ ალაპარაკდა, ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე საქართველოში არსებული ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად მიიჩნევს, ხოლო თავად კადიროვს - რუსეთის ინტერესების გამტარებლს უწოდებს.

თამთა ჩაჩანიძე
13.11.2019

 რუსეთში სომხეთის საელჩომ აღშფოთებულია ქალაქ არმავირი ადგილობრივი სათათბიროს ერთ-ერთი დეპუტატის საქციელით, რომელმაც ქალაქის ცენტრში განთავსებული სომხეთის ეროვნული გმირის გარეგინ ნჟდეს მემორიალური დაფა შავად გადაღება. საელჩოში აცხადებენ, რომ ამან შესაძლოა ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობა გამოიწვიოს.

რეზონანსი
12.11.2019

 რუსეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოკავშირეს კარგავს ბოლივიის სახით, სადაც ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად ხელისუფლება იცვლება - ევო მორალესი, რომელიც 14 წლის განმავლობაში იყო ბოლივიის პრეზიდენტი, იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა და მექსიკის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ თავშესაფარს დათანხმებოდა.

რეზონანსი
10.11.2019

 სირიაში თურქეთისა და სირიის სამხედრო ნაწილებს შორის პირველი დაპირისპირება მოხდა. საინფორმაციო წყაროების ცნობით, ბრძოლა სისხლისმღვრელი იყო, მხარეებმა გამოიყენეს მძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია, ასევე სამხედრო დრონები. ბრძოლის შედეგები კი ჯერჯერობით გაურკვეველია.

ტატა შოშიაშვილი
09.11.2019

 გაერო-ს საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის და უკრაინის სასამართლო დავასთან დაკავშირებით რუსეთის არცერთი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და საბოლოოდ დაადგინა, რომ დავის განხილვის უფლება მის იურისდიქციაშია. ეს გადაწყვეტილება გაეროს საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარე აბდულკავი აჰმედ იუსუფმა 8 ნოემბერს გამოაცხადა.

თამთა ჩაჩანიძე
07.11.2019

 „ახლახანს აშშ-ში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა, ექვს შტატში,სადაც ტრამპმა ჰილარი კლინტონს მოუგო, კითხვა ასე იყო დასმული, ხვალ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს ვინ მოიგებს ტრამპი თუ ბაიდენი, შედეგების მიხედვით, ბაიდენს საშუალოდ 4%-ით უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე 2016 წელს ჰილარი კლინტონს ჰქონდა."- ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, აშშ-ს შტატებში წინასაარჩევნო კვლევის შედეგებს.

თამარ შუკვანი
06.11.2019

 სირიიდან ამერიკული ჯარების გასვლის გადაწყვეტილების მიუხედავად, რეგიონში აშშ-ს 800 სამხედრო მოსამსახურე დარჩება და ისინი სირიაში ნავთობის საბადოებს დაიცავენ, რაც თურქეთისა და რუსეთისთვის მისაღები ნამდვილად არ იქნება. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ეჭვს გამოთქვამს, რომ კრემლი სირიის სამთავრობო ძალებს ფარულად წააქეზებს იმისათვის, რომ მათ ამერიკის სამხედრო ნაწილებზე შეტევა მიიტანონ.

თამარ შუკვანი
05.11.2019

 ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ნატო-ში მიღებაზე საუბრობს; მისი თქმით, უკრაინისთვის ნატო-ს კარი ღიაა და ის აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მისაღებთა რიგებში უკრაინასთან ერთად საქართველოც მოიაზრება, თუმცა, ალიანსში გაწევრიანება საბოლოოდ როდის მოხდება, გაუგებარია. თანაც უცნობია, ნატო-ს წევრი ქვეყნები ამ ორი ქვეყნის ალიანსში მიღებაზე რამდენად იქნებიან თანახმა.

თამთა ჩაჩანიძე
05.11.2019

 „რუსეთი უკრაინას პრაქტიკულად გაზის გარეშე ტოვებს", „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გავლა, უკრაინის ეკონომიკისთვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება"- ასე აფასებენ „რეზონანსთან" ექსპერტები, დანიის ხელისუფლების თანხმობას „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ნავთობსადენის ქვეყნის ტერიტორიაზე გაყვანაზე.

თამარ შუკვანი
04.11.2019

 აშშ-ის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვალა შესაძლოა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეცდომის გამოსწორების მცდელობად ჩაითვალოს; თურქეთისგან მხარდაჭერილი სამხედროების მხრიდან ამერიკულ სამხედრო კოლონაზე თავდასხმა, რომელიც სირიის ქალაქ ქამიშლიში 4 ნოემბერს შევიდა, ნეგატიური ფაქტია ორ ქვეყანას შორის, ისედაც დაძაბული ურთიერთობის ფონზე.

თამთა ჩაჩანიძე
04.11.2019

 უკრაინის ხელსუფლებამ დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხედრო ძალების დაშორიშორების პროცესი დაასრულა, შესაძლოა ითქვას, რომ აღნიშნული რეგიონი დღეს უკვე ფაქტიურად დემილიტირიზებული ზონაა, თუმცა, რუსეთის ვალდებულებების ჩვეული შეუსრულებლობის პირობებში, შესაძლოა უკრაინამ სხვა ქვეყნების მსგავსად, მოსკოვის ხაფანგში ამოყოს თავი.

თამთა ჩაჩანიძე
03.11.2019

 თურქეთი ევროკავშირის მოქალაქე ISIS-ის წევრების ევროპაში დაბრუნებას აპირებს, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულმა გამოცემამ გაავრცელა, ანალიტიკოსები ამ ფაქტს უსაფრთხოდ მიიჩნევენ, იმ შემთხვევაში, თუ დეპორტაციის საკითხი სამთავრებათაშორისო დონეზე გადაწყდება და დაჯგუფების წევრებს კონკრეტული ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×