ლიკა ამირაშვილი 07.03.2015
ახალციხეში ე.წ. თვალის წყაროში კოლიფორმული ბაქტერიები აღმოაჩინეს. სურსათის ეროვნული სააგენტო ახალციხის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აღნიშნული წყაროს წყალი გადადუღების გარეშე არ გამოიყენოს. პრობლების გამოსასწორებლად რეკომენდაციები უკვე გაცემულია. სპეციალისტების თქმით, შეცვლილი გემოს, ფერის და არასასიამოვნო სუნის შემთხვევაში წყალში დაბინძურების რისკები იზრდება.
|
ელზა პაპოშვილი 06.03.2015
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის დნმ-ის კვალია აღმოაჩენილი. ამ ინფორმაციას დაზარალებულის ოჯახის ადვოკატები ავრცელებენ. მათი თქმით, საგამოძიებო უწყება ამ ეტაპზე დნმ-ს საშუალებით ცდილობს პირის ვინაობის დადგენას.
|
თიკო ოსმანოვა 06.03.2015
"რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯებს დგამს", - ასე აფასებენ პოლიტოლოგ-ექსპერტები მოსკოვის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მორიგი წვრთნების ჩატარებას. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია ამას აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებულ ე.წ ხელშეკრულებას უკავშირებს, რომელიც ძალაში გუშინ შევიდა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 06.03.2015
დავით საგანელიძისა და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირების შემდეგ ფრაქცია "ქართული ოცნების" შიგნით კიდევ ერთი დაპირისპირებაა. დეპუტატი ელისო ჩაფიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ დაპირისპირება ირაკლი ტრიპოლსკისთან აქვს.
|
თაკო მათეშვილი 06.03.2015
პანიკა არ უნდა ავტეხოთ და ჩვეულებრივ გავაგრძელოთ იმის შესრულება, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითაა გათვალისწინებული, ან თუნდაც ნატოსთან დასაახლოებლადაა საჭირო - ასე ეხმაურებიან საქართველოში ბოლო დღეებში გაკეთებულ ორ საკმაოდ არასასიამოვნო განცხადებას იმის შესახებ, რომ ნატო გასაფართოებლად არაა მზად, ევროკავშირი კი სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად.
|
ელზა პაპოშვილი 06.03.2015
"ჩემზე თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც აქციის მონაწილეებს მანქანებით მსვლელობა უნდა დაეწყოთ. მე კამერით ვიღებდი მათ გადაადგილებას. მოულოდნელად ერთ-ერთი მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა და ჩანაწერის წაშლა მომთხოვა. მე, რა თქმა უნდა, ავუხსენი, რომ ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებდი და მას ამ მოთხოვნის არანაირი უფლება არ ჰქონდა.
|
სალომე სარიშვილი 06.03.2015
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა "ვარდების მოედანზე" ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ რეაგირება პარტიამ მაქსიმალურად ოპერატიულად მოახდინა.
|
ია აბულაშვილი 06.03.2015
დღევანდელ ჩვენს სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რადენიმე საინტერესო ამბავი, რომელიც ეხება ძმებ ზუბალაშვილებს, მათ მიერ გაკეთებულ შეუფასებელ საქმეებსა და სამაგალითოდ გამორჩეულ ქველმოქმედებას.
|
თეა ბეჟიტაშვილი 06.03.2015
სულ მალე, შესაძლოა, პარლამენტში სტუდენტებს თავიანთი უფლებების დამცველი ჰყავდეთ. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ" პროექტის - "სტუდენტური ხმა საქართველოს პარლამენტში" განხორციელება დაიწყო.
|
იაგო ნაცვლიშვილი 05.03.2015
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "რეზონანსთან" საუბრისას "პატრიოტთა ალიანსთან" გაერთიანებას გამორიცხავს. ბურჯანაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ ინაშვილთან ამ თემაზე საერთოდ არ უსაუბრია.
|
ელზა პაპოშვილი 05.03.2015
"ინტერპრესნიუსის" ფოტოჟურნალისტი ვარდების მოედანზე მიმდინარე აქციას აშუქებდა, რა დროსაც მას უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა სცემა და კამერა დაუმტვრია. ამის შემდეგ თავდამსხმელი საპროტესტო აქციაში მონაწილე ერთ-ერთ მანქანაში ჩაჯდა, რომელზეც კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველოს" დროშა იყო დამაგრებული. აქციის კიდევ ერთი მონაწილე კი ფოტოჟურნალისტ ირაკლი გედენიძეს საქმეს ურჩევდა და სიტყვიერად ემუქრებოდა.
|
ეკატერინე ბასილაია 05.03.2015
"ოცნების" ამ საარჩევნო ციკლის დარსულებისას ერთი წარმთმეული ქონების დაბრუნებაც კი არ მოხდება. ამის შესახებ "რეზონანსთან" საუბრისას კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსანი, იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს.
|