ვახტანგ შამუგია
09.03.2015

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს ათობით მოქალაქე მონაწილეობს. თუმცა, მოხალისეთა რიცხვი, რომლებსაც იქ წასვლა სურთ, ბევრად მეტია. შაბათს ვერის პარკში მათ დონბასში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი შეხვდა.

ვახტანგ შამუგია
09.03.2015

 7 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუჯერსიში მომხდარ ავტოკატასტროფას საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. ბესო გორჯოლაძე და სოსო მაკარიძე სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ და ამერიკაში სწავლობდნენ.

თაია არდოტელი
09.03.2015

 "ლაფანყურის სპეცოპერაცია, როგორც ეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" მონათლა, დანაშაულებათა უზარმაზარი რაოდენობა იყო. ყველაფერი, რაც ვრცელდებოდა, პოლიტიკური სიცრუე გახლდათ", - ასე აფასებს ლაფანყურის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს წევრი სოსო ცისკარიშვილი 3 წლის წინანდელ მოვლენებს.

ელზა პაპოშვილი
09.03.2015

"საერთოდ, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის საოკუპაციო ბაზა დგას, ეს ყოველთვის საფრთხის შემცველია. არა აქვს მნიშვნელობა, წრთვნას დაიწყებენ თუ არა. მათი საჰაერო თავდაცვა, როგორც სამხრეთ ოსეთიდან, ასევე აფხაზეთისა და სომხეთის გიუმრის სამხედრო ბაზიდან საკმაოდ კარგად აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიას. მათ ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცე ფაქტობრივად ალყაში აქვთ მოქცეული", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.

თაკო მათეშვილი
09.03.2015

დისკრიმინაციული განცხადებისათვის თეა წულუკიანს მალე, შესაძლოა, 100 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწიოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი 10 არასამთავრობოსა და ზოგიერთი იურისტის მგსავსად, სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ მისი განცხადება ქსენოფობიურ და რასისტულ ხასიათს ატარებდა.

ია აბულაშვილი
09.03.2015

უახლოეს დღეებში დედაქალაქის მერიაში მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საბჭოს წევრები მერის წინაშე ყველა იმ პრობლემურ საკითხს დააყენებენ, რომლის გადაწყვეტაც უახლოესი მომავალის საქმეა - განაცხადა მერიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მწერალმა რევაზ მიშველაძემ, რომელსაც "მთელი კვირა" საბჭოს საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

ვახტანგ შამუგია
07.03.2015

 უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებულია. მხარეები მეტ-ნაკლებად იცავენ სამშვიდობო შეთანხმებას და უკრაინის სამთავრობო ჯარების მხარდამხარ მებრძოლ ქართველთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა, ომის განახლების შემთხვევაში, ისინი კვლავ გეგმავენ უკრაინაში ჩასვლას.

ეკატერინე ბასილაია
07.03.2015

 სამი დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანების მსურველებს ამ ეტაპზე უარი უნდა ეთქვათ, გუშინ კი საქართველოსათვის ასევე საეჭვო გახდა მაისში, რიგის სამიტზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე შეთავაზების მიღებაც.

თაკო მათეშვილი
07.03.2015

 დედაქალაქის მერს შესაძლოა მალე საკრებულოში მისვლა და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიოს. უმცირესობა ამისათვის ხელმოწერებს აგროვებს. დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ინიციატივას "გაერთიანებული დემოკრატები" და "ნაციონალური მოძრაობა" უკვე შეუერთდნენ. გადამწყვეტი სიტყვა "თავისუფალ დემოკრატებს" ეკუთვნით და თუ არსებულ 10 ხელმოწერას მათი ოთხიც შეემატება, ნარმანია იძულებული გახდება საკრებულოში რიგგარეშე სხდომაზე მივიდეს.

თეა ბეჟიტაშვილი
07.03.2015

მარტოხელა დედები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული ქალების მცირე რაოდენობა, განათლების დაბალი დონე ქალებში - ეს ის პრობლემებია, რაზეც ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ.

იაგო ნაცვლიშვილი
07.03.2015

 "გოგორიშვილს არ ესმის საკითხი, ან შეგნებულად იტყუება. ვის ბალანსზეც უნდა იყოს პარლამენტის შენობა, ის ქვეყანას მძიმე ტვირთად აწევს. მაინტერესებს, ბიუჯეტისთვის და ქვეყნისთვის არ არის ტვირთი საწვავავის ამხელა ხარჯი, ბინის ქირა. აღარაფერს ვამბობ სიარულზე და დახარჯულ დროზე, ან თუნდაც ორმაგი ინვენტარი და ა.შ. ბიუჯეტისთვის ზედმეტი ხარჯი არ არის?!" - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

იაგო ნაცვლიშვილი
07.03.2015

"რაიმე გაუგებრობა რომ არ ყოფილიყო, ბესელიას იქვე ვუთხარი, რომ თუ პარლამენტი რომელიმე შენობასთან დაკავშირებით რაიმე ეკონომიური შეღავათის გაკეთებას აპირებს, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის თბილისის შენობა. ხელისუფლებამ ორი წლის განმავლობაში ქუთაისის პარლამენტის შენობის პარლამენტის ბიუჯეტის ბალანსზე გადატანა ვერ მოახერხა, შესაბამისად, მასზე რაიმე შეღავათის კეთება აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×