ია აბულაშვილი
11.03.2015

 "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს, რასაც საზოგადოებაში უკვე მოჰყვა გამოხმაურება და ვარაუდი, რომ შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს და პროცესების ესკალაცია მოხდეს. აქვს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი ლოზუნგის სისრულეში მოყვანის შანსი, ამის თაობაზე "რეზონანსი" გია ხუხაშვილს ესაუბრა.

თაია არდოტელი
11.03.2015

 "პატიმრობა ჩემი თვითმიზანი არ არის. ჩემი მიზანია, რომ ანაზღაურდეს მატერიალური ზარალი, ანაზღაურდეს ის აპარატურა რომელიც დამტვრეულია. დღეს მე ფაქტობრივად უმუშევარი ვარ,"- აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე, რომელსაც წინა ოთხშაბათს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას კახა კუკავას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და მისი შვილი დაესხნენ თავს. პირველი გედენიძეს აკავებდა, მეორე კი სცემდა. მიუხედადავად ამისა, სს საქმე მხოლოდ შვილზე აღიძრა, რომელიც სასამართლომ 3-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ელზა პაპოშვილი
11.03.2015

როგორც თელავში ჩაცხრილული ძმები ბოჭორიშვილების მეზობლები ამბობენ, მკვლელობის მოტივი ის იყო, რომ ძმებმა, რომლებიც საავტომობილო ზეთით ვაჭრობდნენ, ნისიაზე უარი უთხრეს პოლიციის თანამშრომელს, რომელსაც მათი ვალი უკვე ჰქონდა. ეჭვმიტანილის დასაკავებლად გუშინ მთელ კახეთში რეიდები იყო. საბოლოოდ 24 წლის პოლიციელი, გიორგი ირემაშვილი დაიჭირეს და მას წინასწარგანზრახული მკვლელობა ედება ბრალად.

თეა ბეჟიტაშვილი
11.03.2015

მომზადებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელია საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის ფაქტების კრიმინალიზება მოხდეს. მისი ავტორია ა/ო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".

ლიკა ამირაშვილი
11.03.2015

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა პარლამენტს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. ორგანიზაცია ითხოვს, რომ სტაჟირება სტატუსით მუშაობას გაუტოლდეს და შრომით გამოცდილებად ჩაითვალოს. ამ წინადადებაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში იმსჯელეს.

იაგო ნაცვლიშვილი
11.03.2015

გასულ კვირას ხელისუფლებამ წართმეული ქონების დაბრუნების დაწყება დააანონსა, თუმცა ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს იმ ბიზნესმენების ნაწილი, რომლებიც უშუალოდ გახდნენ ამის მსხვერპლნი. ამბობენ, რომ მათი საქმეების გამყალბებლები დღეს არათუ თანამდებობებს ინარჩუნებენ, არამედ ზოგიერთი მათგანი დაწინაურებულიც კია.

თეა ბეჟიტაშვილი
10.03.2015

 "ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. მისივე თქმით, ევროპამ უკრაინის მაგალითზე საფრთხეებთან გამკლავება უნდა ისწავლოს.

თიკო ოსმანოვა
10.03.2015

 გახდება თუ არა უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ამ საკითხზე პარლამენტი კენჭისყრას მომავალ კვირას აპირებს. პრეზიდენტის ფავორიტ კანდიდატს მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" იწუნებს, "ქართულმა ოცნებამ" კი მხარდაჭერა გუშინ ოფიციალურად გამოუცხადა.

იაგო ნაცვლიშვილი
10.03.2015

 "ფრაქციაში არავითარი დაპირისპირება არ არის. ვადასტურებ, რომ რიგ საკითხებზე არის აზრთა სხვადასხვაობა და მცირე გაუგებრობაც იყო, თუმცა ამას ნუ დავარქმევთ დაპირისპირებას. ამას დაპირისპირებასთან საერთო არაფერი არ აქვს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი.

თაკო მათეშვილი
10.03.2015

საქართველოში, შესაძლოა, ეუთოს მისია დაბრუნდეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ფორმით მოხდება ეს, დაუშვებს მას საკუთარ ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, თუ მისია ისევ მხოლოდ ე.წ საზღვრამდე იმოქმედებს.

თიკო ოსმანოვა
09.03.2015

 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი და სამართლის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი კომპანია "სიტი პარკსა" და დედაქალაქის მერიის ყოფილ ხელმძღვანელობას შორის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და პროკურატურას საქმის შესწავლისკენ მოუწოდებს. მან ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, რომლის განხილვა 11 მარტსაა ჩანიშნული.

ეკატერინე ბასილაია
09.03.2015

პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის არსებულ დაპირისპირებას შესაძლოა კიდევ ერთი ახალი თემა შეემატოს. ამჯერად, საუბარია იმაზე, რომ ლარის კურსის არასტაბილურობისა და ამავდროულად, მთავრობის მხრიდან კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის არარსებობის გამო ქვეყნის პირველი პირი რიგგარეშე სხდომის დანიშვნისათვის ემზადება, ეს კი საპარლამენტო უმრავლესობას უკვე გაცხადებული აქვს, რომ არ მოსწონს და არც სხდომაზე აპირებენ მისვლას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×