გვანცა ღვედაშვილი
09.03.2017

 8 მარტს ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებთან, "ქალთა მზერასა" და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან ერთად, სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით აქცია-მსვლელობა მოაწყო. მსვლელობამ სათავე ფილარმონიის შენობასთან აიღო და პარლამენტის ყოფილ შენობასთან გადაინაცვლა. დემონსტრანტების ძირითადი მოთხოვნები ქალთა სექსუალურ უფლებებსა და სამუშაო ადგილზე ხელისშემშლელი ბარიერების გაქრობას შეეხებოდა.

ია აბულაშვილი
09.03.2017

 "1956 წელი. მარტი. სანაპიროზე სტალინის ძეგლთან პატარა სკვერში ტევა არ იყო. მღეროდნენ, ლექსებს კითხულობდნენ. გორიდან ჩამოსული მანქანა "ჯავშნოსანი", რომელზედაც ბელადები "ლენინი" და "სტალინი" იდგნენ, ქალაქის ქუჩებში დაგრიალებდა. ბელადის ძეგლის საკმაოდ მაღალი კვარცხლბეკი გვირგვინებით იყო შემოსილი. აქა-იქ ვოროშილოვის, კაგანოვიჩის, მოლოტოვისა და მაო ძედუნის სურათებიც ეკიდა. ეკიდა ხრუშჩოვის სურათიც, ოღონდ თავდაყირა. ყველასთვის ნაცნობ, თბილისელ კიკას ჩინური ლაბადა ჩააცვეს, თავზე ფეტრის "შლაპა" დაახურეს, ორად ორი ფრაზა დააზეპირებინეს და ისიც მხიარულად დააბოტებდა დემონსტრანტთა შორის და ცდილობდა გარკვევით ეყვირა: "მე ხრუშჩოვი ვარ".

გვანცა ღვედაშვილი
08.03.2017

 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული ნადირობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეროვნულ დონეზე შესრულებას ითვალისწინებს, ადგილობრივი მონადირეებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კანონპროექტით გათვალისწინებული სამონადირეო მეურნეობების შექმნა და მათი თვითმმართველობებისთვის დაქვემდებარება გააპროტესტეს.

თეო გუდავაძე
08.03.2017

 ხვალიდან საჯარო სასწავლო დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება. ეს გადაწყვეტილება განათლების მინისტრმა მიიღო და 8 მარტიდან 15 მარტამდე მოსწავლეებისთვის შესვენების პერიოდი იქნება. სამინისტრო საგაზაფხულო არდადეგებზე სპორტული ბანაკების დაფინანსებასაც გეგმას, რომელიც პირველ ეტაპზე საპილოტე რეჟიმში იმუშავებს. ჯეჯელავას ინიციატივასთან დაკავშირებით მოსწავლეებისა და პედაგოგების აზრი ორად იყოფა. ფსიქოლოგების შეფასებით კი, მოზარდებისთვის ეს პერიოდი აუცილებელიც არის დასასვენებლად.

მარი ჩიტაია
07.03.2017

 დაახლოებით 2-3 თვეში თბილისში სამშენებლო ობიექტებს სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე შეამოწმებენ. ამით საბოლოოდ დადასტურდება, თუ როგორია ბოლო წლებში აშენებულ კორპუსების სეისმომედეგობა და რადიაციის დონე, რის მიმართაც სპეციალისტებს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ. კვლევებს ორგანიზაცია "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" განახორციელებს. შედეგი, დაახლოებით, ნახევარ წელიწადში გახდება ცნობილი.

ნათია ლომიძე
07.03.2017

 ევროპასთან უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლისთანავე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ქვეყნის დატოვებასა და საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას აპირებს. ამის მთავარ მიზეზად კი სოციალურად მძიმე პირობებს ასახელებენ. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ხალხს ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ქვეყნის დატოვება სურს, რაც მათი აზრით ფუჭი მცდელობაა. უკანონოდ სხვა ქვეყანაში წასვლა დროისა და ფინანსების ამაოდ ხარჯვაა.

თამარ მუკბანიანი
07.03.2017

 საწვავზე აქციზის ზრდის გამო წლის დასაწყისიდან ბენზინის ფასმა 30-35 თეთრით მოიმატა. ავტომფლობელების ნაწილს გაძვირებული ფასის გადახდა უჭირს ან საერთოდ ვერ ახერხებს, რის შედეგადაც დედაქალაქში საცობები საგრძნობლად განიმუხტა.

მარიამ ელიაშვილი
06.03.2017

 გრავიტაციული ფლეთა - ასე იმ ვარსკვლავების განადგურებას ეწოდება, რომლებიც შავი ხვრელის სიახლოვეს "დაეხეტებოდნენ". სუპერმასიურ შავ ხვრელებს ძალიან დიდი გრავიტაცია, ანუ მიზიდულობის უნარი აქვთ, რის გამოც ყველა ახლოს მყოფ სხეულს შთანთქავენ (მათ ვერც მზის სხივები უსხლტებათ).

მარიამ ელიაშვილი
06.03.2017

 ასტრონომებმა დედამიწიდან 10 მლრდ სინათლის წელიწადით დაშორებული დიდი, კაშკაშა ობიექტი (მამონტ 1) ადრეული გალაქტიკების "პროტოგროვის" ცენტრში აღმოაჩინეს. გარდა იმისა, რომ იგი აქამდე აღმოჩენილ მსგავსი ტიპის სისტემებს შორის ყველაზე დიდი და გაურკვეველი წარმომავლობის ნათების ენერგიით გამოირჩევა, მკვლევრები იმასაც ვარაუდობენ, რომ იგი "ტყვიის ნისლეულზე" დიდია. ეს უკანასკნელი კი 2 მლნ სინათლის წელიწადზეა გადაჭიმული.

მარიამ ელიაშვილი
06.03.2017

 იაპონიაში მკვლევართა ჯგუფმა მოლეკულური რობოტი შექმნა, რომელიც პროტეინსა და დნმ-ს შეცავს. იგი ინფორმაციას დნმ-დან სიგნალის სახით იღებს და შესაბამისად იცვლის ფორმას. მას ისეთ რთულ სისტემებშიც შეუძლია ფუნქციონირება, როგორიც ადამიანის სხეულია.

მამუკა ნაცვალაძე
06.03.2017

 ხშირად კითხულობენ - რამ გადაგვარჩინა?, რა იმპულსებმა მოიყვანა ჩვენამდე საქართველო, ქვეყანა, რომელმაც ცივილიზაციათა მარათონში ექვსნახევარი ათასწლეულის მანძილზე შეინარჩუნა თვიმყოფადობა?

მამუკა ნაცვალაძე
04.03.2017

 ქრისტეშობამდე 44 წელი, 15 მარტი... იულიუს კეისრის მკვლელობა. ეს მოვლენა სამუდამოდ შევიდა ყველა დროისა და ფორმატის მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოში, როგორც ყველა დროის ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური აქტი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×