მარიკა გოგოხია
14.03.2017

 დედაქალაქის უამრავ უბანში წყლის მიწოდების პრობლემაა. მოსახლეობა წუხს, რომ წყალი შეზღუდვით მიეწოდება და ამას დასასრული არ უჩანს. ამის გამო თვეში რამდენიმე დღე უწყლოდ უწევთ ყოფნა. უმეტეს შემთხვევაში ხარვეზი წყლის მილების დაზიანებაა.

მარი ჩიტაია
14.03.2017

 ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში მცხოვრები ოჯახის ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 40 ლარით, ხოლო წელიწადში 450-500 ლარით არის გაზრდილი. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამ მხრივ გაცილებით მძიმე წელი გველოდება, რაც პროდუქტების გაძვირებას და გადასახადის ზრდას უკავშირდება. თუკი კომუნალური გადასახადების გაძვირებასაც გავითვალისწინებთ, რაც უკვე დაანონსდა, მოსახლეობას სამომავლოდ ხარჯის მნიშვნელოვანი ზრდა ელოდება.

ია აბულაშვილი
13.03.2017

 "ბევრს დღესაც ჰგონია, რომ კომუნისტური ეპოქა რელიგიისა და სამღვდელოების არსებობას არ ცნობდა, არადა, ცენტრალურ კომიტეტში, მინისტრთა საბჭოსთან სპეციალური სამსახური არსებობდა, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთოაბს არეგულირებდა," - ამბობს ჯუმბერ პატიაშვილი.

მარიამ ელიაშვილი
13.03.2017

 ბოლო რამდენიმე წელია, ასტრონომების ყურადღება აუხსნელი ფეთქებადი რადიოსიგნალებისკენაა მიმართული. ამ სწრაფი რადიოიმპულსების მიერ გამოსხივებული ენერგია დაახლ. 500 მლნ მზის ენერგიის ტოლია. მკვლევარები რამდენიმე წელია, მათი ბუნებრივი წარმოშობის ადგილებისა და მიზეზების დადგენას ცდილობენ.

მარიამ ელიაშვილი
13.03.2017

 იაპონიის კიოტოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა შიმპანზეებში დაუნის სინდრომის მეორე შემთხვევა აღმოაჩინეს. აღნიშნული დაავადება მაიმუნშიც ისეთივე გარეგნულ ანომალიებს იწვევს, როგორსაც ადამიანში, თუმცა მკვლევართა თქმით, შიმპანზის გონებრივი ჩამორჩენილობა საგანგაშო არაა.

მამუკა ნაცვალაძე
11.03.2017

 ღირსება ყველა დროისა და ფორმაციის საქართველოს ისტორიის მთავარი ქვაკუთხედი გახლავთ. ქვეყნის ღირსებისთვის იბრძვის მეფე, ფეოდალი, თავად-აზნაურობა, ღირსებას იცავს გლეხი, ღირსება ეროვნულ ცნობიერებაში უპირველესი პოსტულატია, რომელსაც გამორჩეულად უფრთხილდებიან და რომლის შებღალვასაც არავის პატიობენ.

ია აბულაშვილი
11.03.2017

 საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები, თუ ვის საკუთრებაში უნდა დარჩეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გარკვეული ტერიტორია, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან მიმდინარეობს. გასულ წელს აზერბაიჯანის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დელიმიტაციის დასრულებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს და როგორც ცნობილია, 2017 წელს სავარაუდოდ უნდა დასრულდეს საქართველო-აზარბაიჯანის საზღვრის დემილიტაციის საკითხი.

თამარ მუკბანიანი
11.03.2017

 ბაზარზე სამარხვო საკვების დიდი არჩევანია და მათი უმეტესობა სოიოსგანაა დამზადებული, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არც ისე უვნებელია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ის, რომ მცენარეა, სულაც არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელობისათვის დიდი ზიანის მოტანა არ შეუძლია.

მარიკა გოგოხია
11.03.2017

 "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად "გაღებული მოწყალებით" კმაყოფილი მხოლოდ საბანკო სექტორია. რისი მოლოდინიც მოვაჭრეებს ჰქონდათ, არ გამართლდა და საპროცენტო განაკვეთის შემცირების ნაცვლად, მათ ხარჯი კიდევ უფრო გაეზარდათ. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ თანხას ისინი სესხის "დაპაუზების" შემდეგ გადაიხდიან. ეს ვადა, არც მეტი, არც ნაკლები - 6 თვეა.

ია აბულაშვილი
10.03.2017

 ქართული ეკლესიისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე საინტერესო მასალა საქართველოს ეკლესიის ისტორიიდან.

გვანცა ღვედაშვილი
10.03.2017

 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში დავით ყიფიანის სახელობის სპორტის ბიბლიოთეკა გაიხსნა.

თეო გუდავაძე
09.03.2017

 საქართველოში მგზავრობა ძვირდება და ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება. შიდა საქალაქო ტრასნპორტისა და ტაქსების შემდეგ, შესაძლოა, ტარიფები საქალაქთაშორისო გადამზიდავებმაც გაზარდონ. თუკი ლარი არ გამყარდა და საწვავი ცოტათი მაინც არ გაიაფდა, მგზავრობის გაძვირება მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაგრძელდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×