გვანცა ღვედაშვილი
24.03.2017

 2002 წლიდან დღემდე საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 15%-ით არის შემცირებული. გაეროს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, თუ ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვალა, 2050 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 2 985 000-მდე ჩამოვა.

გვანცა ღვედაშვილი
24.03.2017

 საბაგიროთი მგზავრობა შესაძლოა, 2 ლარამდე გაიზარდოს, დაწესებული შეღავათები კი გაუქმდეს. აღნიშნული ინიციატივა მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ეკუთვნის, რომელმაც წინადადების განსახილველად თბილისის საკრებულოს უკვე მიმართა.

სოფო ჩხიკვაძე
24.03.2017

 თანამედროვე საქართველოში, არასწორი სამუშაო გრაფიკის გამო, ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს არეული აქვთ ცხოვრების რიტმი. ჩვენ ქვეყანაში მოქმედი წესი და რიტმი განსხვავებულია. სამუშაო დღე ძალიან გვიან იწყება და სწორედ ამიტომ გვიანაც მთავრდება. წესით, სამსახური, გამონაკლისის გარდა, 9 საათზე უნდა იწყებოდეს და 6 საათზე სრულდებოდეს.

თეო გუდავაძე
23.03.2017

 გაზაფხული სწორედ ის სეზონია, როდესაც იხსნება გზა საქართველოს ყველა კუთხისკენ. ბოლო წლებში სულ უფრო პოპულარული ხდება ლაშქრობა, რომელშიც, ძირითადად, ახალგაზრდები არიან ჩართული. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განთავსებულია საკემპინგო ზონები, სადაც ახალგაზრდები მიდიან და ისვენებენ ლამაზ ბუნებაში. ქალაქიდან 2-3-დღიანი ინდივიდუალური გასვლისთვის შესაფერისი დრო ახლა დგება.

ია აბულაშვილი
23.03.2017

 ქართული ჟურნალისტიკის 200-წლიანი ისტორია იმდენად საინტერესო დეტალებითაა სავსე, რომ ერთ სტატიაში მათი თავმოყრა ნამდვილად გაგვიჭირდება, ამიტომ დღევანდელ სტატიაში მკითხველს შევთავაზებთ რამდენიმე ეპიზოდს ქართული საგაზეთო რეკლამის ისტორიიდან.

ია აბულაშვილი
22.03.2017

 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 78 წელი შეუსრულდება. რა გზა განვლო ზვიად გამსახურდიამ ეროვნული მოძრაობიდან პრეზიდენტობამდე, ამის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა მკითხველს შევთავაზოთ რამდენიმე ეპიზოდი მისი პოლიტიკური ცხოვრების სურათის აღსადგენად.

რეზონანსი
22.03.2017

 უკვე მესამე წელია, რაც სოციალურ პროექტ ERTAD.GE-ს ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს თავიანთი იდეების რეალიზაციის საშუალება ეძლევათ.

მარი ჩიტაია
21.03.2017

 სპეციალისტებს მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვი აქვთ. ფაქტები, რომ ბაზარზე ფალსიფიცირებული წამლები იყიდება, ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უამრავი ადამიანი ჩივის, რომ მკურნალობას ხშირად არ მოაქვს შედეგი. ჯანდაცვის რეფორმაში ქვეყანა მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგრამ ფარმაცევტული ბაზრის მიმართულებით ბევრი რამ მოუგვარებელია.

მარი ჩიტაია
21.03.2017

 მოსახლეობის მიერ აღებული სესხების მოცულობა 5-6 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა. მარტო საპროცენტო განაკვეთებში მოსახლეობის ერთ სულზე გადახდილი თანხა, 2016 წლის მონაცემით, 130 დოლარს აღემატება. 2010 წელს ეს მაჩვენებელი 60-65 დოლარის ფარგლებში იყო. ეს ნიშნავს, რომ მარტო სესხის პროცენტებში ხალხი ყოველწლიურად ნახევარ მილიარდ დოლარს იხდის.

თამარ მუკბანიანი
21.03.2017

 პრემიერ-მინისტრის ინციატივა უბრალო ნათქვამს არ გასცილებია. აზარტული ონლაინ თამაშების ბიზნესი კვლავ უშფოთველად განაგრძობს მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩათრევას, არადა, გიოგი კვირიკაშვილი 1 წლისა და 4 თვის წინ პირობას იძლეოდა, რომ ამ განუკითხაობას წერტილს დაუსვამდა. მას შემდეგ ერთი ნაბიჯიც კი წინ არ გადადგმულა. ამასობაში პრობლემა უფრო და უფრო მწვავდება. არასრულწლოვანთა 14-16% ინტერნეტ კაზინოების მუდმივი მომხმარებელია.

მარიამ გელაშვილი
20.03.2017

 თანამედროვე ფიზიკოსების მიზანი იმ ერთი საერთო თეორიის მიგნებაა, რომელიც ფარდობითობისა და კვანტური თეორიების გაერთიანებას შეძლებს. თეორიის პოვნა, რომელსაც "ყველაფრის თეორია" უკვე უწოდეს, სამყაროს ყველა საიდუმლოს ფარდას ახდის. ახლა მეცნიერები ამ გასაღებს "სიმების თეორიაში" ეძებენ და სწამთ, რომ ბუნების ყველა კანონზომიერების ფორმულირებას შეძლებენ.

მარიამ ელიაშვილი
20.03.2017

 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია საქართველოს კონსტიტუციონალიზმის თავფურცელია და მანამდე ჩვენს ქვეყანას კონსტიტუცია, როგორც ერთიანი საკანონმდებლო აქტი, არ ჰქონია. ისტორიკოსთა შეფასებით, ეს კონსტიტუცია იმ დროისათვის განვითარებული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი იყო, რომელსაც, სამწუხაროდ, დიდი ხანი არ უმოქმედია და საბჭოთა პერიოდში ტაბუ იყო დადებული მის შესწავლასა და კვლევაზე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×