მარიამ ელიაშვილი 27.03.2017
დედამიწა მზისგან განუზომელ ენერგიას, სითბოსა და სინათლეს იღებს, თუმცა მისი დიდი ნაწილი უკვალოდ იკარგება. ჩვენ ამ ენერგიის "შენახვისა" და გამოყენების საშუალება ჯერ კიდევ გვაქვს. ამ მიზნით მეცნიერებმა "ხელოვნური მზე" შექმნეს, რომელიც მზიდან კოლოსალურ ენერგიას "იჭერს".
|
მამუკა ნაცვალაძე 27.03.2017
მეთხუთმეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან ურთულესი პერიოდი იწყება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ხანა, რომელმაც უდიდესი განსაცდელი მოუვლინა საქართველოს, რომელიც უკვე ერთიანი პოლიტიკური სივრცე აღარ გახლდათ და სამეფო-სამთავროებად იყო დანაწილებული.
|
ია აბულაშვილი 27.03.2017
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან ასი წელი შესრულდა. 1917 წლის 25 მარტს საქართველოს სამღვდელოებამ სვეტიცხოველის ტაძარში საგანგებო კრებაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო - "ამიერიდან აღდგენილად ჩაითვალოს შინა ავტოკეფალიური საეკლესიო მმართველობა..."
|
მარიამ ელიაშვილი 25.03.2017
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასული წლის მონაცემებით7 საქართველოში მარტოხელა დედის სტატუსი 4 379 მშობელს აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები შევიდა და განისაზღვრა მარტოხელა მშობლის სტატუსი, ისინი, როგორც ცალკე აღებული ჯგუფი, სოციალური დახმარებით ან რაიმე ტიპის შეღავათით დღემდე არ სარგებლობენ. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" კოორდინატორმა ელისო ამირეჯიბმა აღნიშნა, მათ ფინანსურ სიდუხჭირეს საზოგადოების აგრესიაც ემატება.
|
გვანცა წულაია 25.03.2017
დღეს "დინამო არენასა" და ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არეულობა და შეხლა-შემოხლაა მოსალოდნელი. აკრძალვის მიუხედავად, გარემოვაჭრეები კვლავ აპირებენ ამ ადგილებში ვაჭრობას და პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას.
|
თამარ მუკბანიანი 25.03.2017
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, მხოლოდ 16% მარხულობს მუდმივად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი უმრავლესობა უარს არ ამბობს სამარხვო საკვების ალტერნატივაზე - სოიოს სოსისი, კარაქი, ნამცხვრები, შოკოლადი და სხვა.
|
მარი ჩიტაია 25.03.2017
სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები თბილისში ახალი მეტროსადგურების მშენებლობის შესაძლებლობას ვერ ხედავენ. როგორც მათ მიაჩნიათ, შესაბამისი რესურსი დედაქალაქს ამ ეტაპზე არ მოეპოვება. ქალაქის მერია კი ამ საკითხს ბოლო დროის ერთ-ერთ გამოწვევად, ამბიციად მიიჩნევს და მეტროპოლიტენის გაფართოების ახალ მოდელს განიხილავს.
|
მარი ჩიტაია 25.03.2017
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა შიმშილობს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საკვების უქონლობის გარდა, ხალხის ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემას უქმნის არასრულფასოვანი კვება. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ 2016 წლის "გლობალური შიმშილის ინდექსში" საქართველო მსოფლიოს 118 ქვეყნას შორის მე-16 ადგილზეა. ექსპერტთა მოსაზრებით, თუკი ამ საკითხს სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ მიაქცევს, დაახლოებით 15 წელიწადში დეგრადირებული თაობა გვეყოლება.
|
მამუკა ნაცვალაძე 25.03.2017
აქემენიდური ირანი ძველი მსოფლიოს გამორჩეული ცივილიზაციაა. ქრისტეშობამდე მეექვსე საუკუნიდან იწყება მისი ზეობის ხანა, ლეგენდარული კიროს მეორე ის ხელისუფალია, რომლის მოღვაწეობაც დღესაც ამ უდიდესი კულტურის სავიზიტო ბარათად რჩება.
|
ია აბულაშვილი 25.03.2017
სულ მალე თბილისში, მახათას მთაზე ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონი გაიხსნება. მერიის ამ გადაწყვეტილების საფუძველი ისაა, რომ ოფიციალურად დაიხურა დიდუბის პანთეონი, რადგან დასაკრძალავად ადგილი ფიზიკურად აღარ იყო. ახალი პანთეონი კი გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ახალმა პანთეონმა ქალაქი არ დაამძიმოს, პირიქით, შეიქმნას დამატებითი კულტურული ადგილი და შემოგარენში მცხოვრები მოსახლეობისთვის დისკომფორტის შემქმნელი არ იყოს.
|
მარიამ ელიაშვილი 24.03.2017
ცნობილი მხატვრის ელენე ახვლედიანის შთამომავალს, ირაკლი ახვლედიანს მევახშეთა მაქინაციების გამო ასახლებენ. ოჯახმა რამდენიმე წლის წინ საკუთარი სახლი იპოთეკით ახლობლის სიცოცხლის გადასარჩენად დატვირთა.
|
ია აბულაშვილი 24.03.2017
ქართული ჟურნალისტისკის ორ საუკუნოვან ისტორიაზე ახალს ვერაფერს ვიტყვით, ეს სფერო კარგად არის შესწავლილი ჩვენი ისტორიკოსების მიერ და მასზე ბევრიც დაწერილა, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მხოლოდ ფაქტების კონსტატაციას მოვახდენთ, რათა მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ თუ რა გზა განვლო ქართულმა ჟურნალისტიკამ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|