ია აბულაშვილი
13.01.2020

 ამდენი სიწმინდე ერთად, რაც გელათის მონასტერს დავით აღმაშენებელმა შესწირა, იშვიათობაა; 900 წლის წინ საქართველოს გამაერთიანებელმა მეფემ გელათის დიდმოწამე მამებს - იოანე პეტრიწს და არსენ იყალთოელს ათონის მთიდან ჩამოაბრძანებინა წმინდა ნაწილები. თვით მოგვების ოქროც, რომელიც იესოს მიართვეს, გელათში ინახებოდა.

რეზონანსი
12.01.2020

 

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემიური სიტუაცია მართვადია და გასულ წელთან შედარებით უფრო ნაკლები მიმართვიანობაა კლინიკებში. სკოლებსა და ბაღებში კი სწავლის გადადების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს.

ელზა პაპოშვილი
11.01.2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 26 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახლში ჩამომხვრჩვალი იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მათთვის სრულიად უცნობია რა შეიძლება გამხდარიყო ახალგაზრდა მამკაცის თვითმკვლელობის მიზეზი. მათივე ინფორმაციით,  გარდაცვლილი ამავე სოფლის რწმუნებულის, გიორგი მახათაძის ძმისშვილია.

ია აბულაშვილი
09.01.2020

მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე უამრავი წინასწარმეტყველება არსებობს და ამ მოვლენაზე იწინასწარმეტყველეს ისეთმა ცნობილმა ნათელმხილველებმა, როგორებიც იყვნენ ნოსტრადამუსი და ვანგა.

ია აბულაშვილი
08.01.2020

ქართულ საეკლესიო ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საბას ლავრას, უძველეს და უმნიშვნელოვანეს მონასტერს, რომელიც მდებარეობს პალესტინაში, იერუსალიმის სამხრეთ აღმოსავლეთით. სავანე დაარსა ცნობილმა საეკლესიო მოღვაწემ საბა განწმენდილმა, მეხუთე საუკუნის 80-იან წლებში. სწორედ ამ ლავრაში, რომელსაც ჩვენი წინაპრები საბაწმინდის ლავრად მოიხსენიებენ, შეიქმნა ქრისტიანული მწერლობის მრავალი ქართული ძეგლი.

ელზა პაპოშვილი
08.01.2020

სასტიკი მკვლელობა საშობაო სუფრაზე - მარტვილის რაიონი სოფელ ტალერში 39 წლის ჰაჯი ბერულავა მეზობელმა შელაპარაკების ნიადაგზე დანით დაჭრა. მამაკაცი ადგილზევე  გარდაიცვალა. ბერულავას  გულმკერდის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მკვლელობის შემდეგ  ბრალდებული 58 წლის ჯამბურ ნაჭყებია პოლიციას თავად ჩაბარდა. 

ელზა პაპოშვილი
07.01.2020

სასტიკი მკვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში -გამოძიების ინფორმაციით, მარტოხელა 82 წლის იზოლდა ხელაძე ჯერ გააუპატიურეს და შემდეეგ ბალიშით გაგუდეს.

ელზა პაპოშვილი
30.12.2019

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია "სპარში" ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ერთმანეთს გამყიდველი და მომხმარებელი დაუპირისპირდენ, რა დროსაც მომხმარებელმა მაღაზიის გამყიდველს მყარი საგანი ჩაარტყა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო გამყიდველმა. ის მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს . სამართალდამცველებმა მომხმარებელი პირი ადგილზევე დააკავა. 

ელზა პაპოშვილი
30.12.2019

“ხელთან ხორცი კბილითაა ამოჭმული, ზურგი ცემისგან  დალურჯებული აქვს, თავში რაღაც აქვს ჩარტყმული და გახეთქილი აქვს,” – რას ყვებიან გარდაცვლილი ეკა მიქავას ახლობლები „რეზონანსთან“ 

ია აბულაშვილი
30.12.2019

ბიბლიის წიგნთა ისტორიაში ქართულ ხელნაწერ წიგნებს უმნიშვნელოვანესი როლი უკავია. პირველი ასეთი წიგნი გადაიწერა ტაო-კლარჯეთში, ოშკის ტაძარში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ათონის ივერთა მონასტრის ქართულ ბიბლიოთეკას.

თამარ შუკვანი
29.12.2019

 

 რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონის ქალაქ ბალახნაში ერთ-ერთ სამრეწველო შენობაზე სსრკ-ს ყოფილი ლიდერის, იოსებ სტალინის უზარმაზარიპლაკატი გამოფინეს. მისი ფართობი 350 კვადრატული მეტრია და იგი ერთდროულად ორ ისტორიულ თარიღს ეძღვნება - სტალინის დაბადების 140-ე წლისთავს, რომელიც 21 დეკემბერს შესრულდა და მეორე მსოფლიო ომში სსრკ-ს გამარჯვების 75-ე წლისთავს, რომლის აღნიშვნასაც რუსეთში მომავალი წლის 9 მაისს განსაკუთრებულად აპირებენ.

ელზა პაპოშვილი
29.12.2019

 

ბოლო დღეების განმავლობაში ქართული ბანკები ჰაკერების თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ბოლო ერთ კვირაში კერძო პირების ანგარიშებიდან თანხების მოპარვამ მასობრივი სახე მიიღო და „რეზონანსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ შეტევის მთავარი ობიექტი „თიბისი“ და „ვითიბი“ ბანკები არიან. კლიენტთა ანგარიშებიდან თანხა მოულოდნელად ქრება. თაღლითური ჯგუფები საბანკო ბარათებზე წვდომას სხვადასხვა მეთოდით ახერხებენ. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×