თაია არდოტელი
23.03.2015

 დაზიანებული გზის საფარი - პრობლემა, რომელიც მუდმივად აქტუალურია დედაქალაქში და არა მარტო. ეს, გარდა იმისა, რომ მოახლეობას პრობლემებს უქმნის, მათთვის გამაღიზიანებელიცაა, რადგან წლების განმავლობაში, მუდმივად აქცენტი სწორედ გზების შეკეთებასა და ამაში დახარჯულ თანხებზე კეთდება.

თეა ბეჟიტაშვილი
21.03.2015

 ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ნებისმიერი ექიმი, დიეტოლოგი თუ ფიტნეს ინსტრუქტორი დიეტის დაცვის გარდა ფორმაში ჩასადგომად და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად, ყოველთვის ვარჯიშს გვირჩევენ.

მარიამ აფციაური
20.03.2015

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა პარლამენტს "შრომის კოდექსში" ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ სტაჟირება სტაჟიორებს სამუშაო გამოცდილებად უნდა ჩაეთვალოთ. რესპონდენტების ნაწილი თვლის, რომ ამ ინიციატივის ამოქმედება ვითარებას მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე დაალაგებს, რეალურად კი არაფერს შეცვლის.

თეა ბეჟიტაშვილი
20.03.2015

 ახალი ავტობუსების შეძენა, საცობები, მოსაწესრიგებელი შუქნიშანი, ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელების გაკეთება, პარკირების სისტემის მოწესრიგება - ეს იმ პრობლემების ნაწილია, რაც "დემოკრატიული მოძრაობიდან" დედაქალაქის საკრებულოს წევრის, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, შალვა ოგბაიძის თქმით, მერიის სატრანსპორტო სამსახურმა უახლოეს პერიოდში უნდა მოაგვაროს.

მარიამ აფციაური
19.03.2015

 ლარის გაუფასურება, საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე ფასის ზრდა, საბანკო კრედიტები, გაზრდილი გადასახადები, დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა მოსწავლეებსაც შეეხო. როგორც "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, ძალიან ბევრი მშობელი კერძო სკოლაში ათასობით ლარის გადახდას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ ნაწილი იძულებულია ბავშვი საჯარო სკოლაში გადაიყვანოს.

მარი ჩიტაია
18.03.2015

 ტექნიკის მაღაზიებში განვადებაზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა. მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებს პრობლემის აღიარება უჭირთ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ სავალუტო კრიზისის გამო რეალიზაცია შემცირდა და ეს განვადებაზეც აისახა.

თაკო მათეშვილი
16.03.2015

 გარე ვაჭრობა - პრობლემა, რომლის არსებობასაც ყველა აღიარებს, თუმცა მის მოგვარებაზე პრაქტიკულად არავინ ზრუნავს. დედაქალაქში თითქმის ყველა მეტროს სადგურის მიმდებარე ტერიტორია სოფლის პროდუქტის, ტანსაცმლის, ხილის, ჰიგიენური საშუალებების, სამკაულებისა თუ პარფიუმერიის მოვაჭრეებს აქვთ დაკავებული.

თეა ბეჟიტაშვილი
14.03.2015

უძილობა, იგივე ინსომნია თითქმის ყველა ადამიანს აწუხებს. უძილობა თავს ყველა ასაკში იჩენს, თუმცა, მისი გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. ზრდასრულ ადამიანს ღამით ჩვეულებრივ 7-8 საათი უნდა ეძინოს. დღის ძილი კი ღამისას არ ცვლის.

მარიამ აფციაური
14.03.2015

 მართვის მოწმობის აღება არ ნიშნავს იმას, რომ მანქანის ტარება იცი. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, რომ უმეტესობა მძღოლობას "პრავის" აღების შემდეგ სწავლობს. ამ ფაქტს ადასტურებენ ავტოსკოლებშიც. მათი აზრით, პროგრამა და კანონი სრულიად შესაცვლელია.

მარიამ აფციაური
13.03.2015

თბილისის სახედლმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატისადმი სტუდენტების მიერ გაწეულმა წინააღმდეგობამ შედეგი გამოიღო. ისინი "რეზონანსთან" ბიოფიზიკის სამაგისტრო პროგრამის გაუქმებას ჩიოდნენ. გარეთ დატოვებულ მაგისტრებს დოქტორანტებიც შეურთდნენ, თუმცა აქ პრობლემა სულ სხვაგვარად იდგა. დეკანატმა მათ სწავლის საფასური 2550 ლარით გაუძვირა, რაც სტუდენტებს დიდ ზარალს აყენებდა. გაწეული ძალისხმევის შედეგად გაუქმებული ბიოფიზიკის სამაგისტრო პროგრამა აღდგა, ხოლო დოქტორანტებისთვის თანხის შენარჩუნებას დღეს უკვე რექტორი და აკადემიური საბჭო ითხოვს.

მარი ჩიტაია
11.03.2015

თბილისის მოსახლეობა გაზგამანაწილებელ კომპანიებს გადასახადის ხელოვნურად გაზრდაში ადანაშაულებს. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, მოქალაქეების ნაწილს თითქმის გაორმაგებული გადასახადი მიუვიდა. ხალხს ეჭვი აქვს ბუნებრივი გაზის წნევისა და კალორიულობის მიმართ.

იაგო ნაცვლიშვილი
11.03.2015

 1 წლისა და ათი თვის მამუკა ხაჩიურს დაუდგინდა უმძიმესი დაავადება "რასმუსენის ენცეფალიტი". ბავშვს ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია საზღვარგარეთ. ოპერაცია თურქეთში კეთდება, რომლის ღირებულება 25 000 აშშ დოლარია, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ გააჩნია. 10 000 აშშ დოლარით ჯანდაცვის სამინისტრო დაეხმარა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×