თაია არდოტელი 10.04.2015
"სოციალურად დაუცველთა, უსახლკაროთა საკითხი საკმაოდ აქტუალური და მტკივნეული პრობლემაა, რომელიც ასე მარტივად ვერ გადაწყდება, თუ მერიის მხრიდან ეფექტური პროგრამა არ შემუშავდა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციის "საზოგადოებრივი დამცველის" თავმჯდომარემ ირინე ფუტკარაძემ დედაქალაქში სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემებზე საუბრისას.
|
ია აბულაშვილი 10.04.2015
უძველეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღდგომას, რომელიც იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საპატივცემულოდ არის დაწესებული, საქართველო და სრულიად საქრისტიანო განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
|
თაკო მათეშვილი 08.04.2015
ცხოველთა უფლებების დამცველები და ძაღლების პატრონები საკრებულოს მიერ მიღებულ "შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის წესს" აპროტესტებენ და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
|
ელზა წიკლაური 07.04.2015
დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად შემოსავლების სამსახურში დეკლარაცია უკვე 300 ათასზე მეტმა ადამიანმა შეავსო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა დაახლოებით ნახევრის თვიური ხელფასი ხელზე ასაღებ 400 ლარს არ აღემატება. ამ დროს, სტატისტიკური გათვლებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 850 ლარამდეა.
|
ელზა წიკლაური 07.04.2015
დედაქალაქის მთავრობა გოგოლისა და ფიროსმანის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტზე აქტიურად მუშაობს. როგორც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე აცხადებს, არსებობს რეაბილიატაციის ორი პროექტი - ერთის მიხედვით ქუჩების "შარდენიზაცია" უნდა მოხდეს, მეორე პროექტით კი ორივე მათგანზე აშენდება ახალი, მოდერნიზებული უბანი, სადაც განთავსდება როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე სასტუმროები, ოფისები და ა.შ. თუმცა რომელი პროექტით მოხდება დედაქალაქის ამ ორი უძველესი ქუჩის რეაბილიტაცია, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მერიის სპეციალური კომისია მიიღებს.
|
თაია არდოტელი 06.04.2015
"მშვიდობის პარკი" - ონლაინ თამაში, რომლის მთავარი მიზანი კონფლიქტის ხაზის სხვადასხვა მხარეს მყოფი ქართველი და აფხაზი ბავშვების დაახლოება და გაერთიანებაა. თამაში არასამთავრობო ორგანიზაცია "ელვას" პროექტის ფარგლებში შეიქმნა და როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მისი მიზანია, ახალგაზრდებს ისეთი გარემოს შექმნა ასწავლოს, სადაც ყველა ბედნიერი იქნება.
|
თაია არდოტელი 06.04.2015
"განსაკუთრებით გამაღიზიანებელია, როდესაც მიკროავტობუსი ფეხზე მდგომი მგზავრებით "გადაჭედილია", მაგრამ მძღოლი მაინც აჩერებს და ყოფილა შემთხვევა, თითქმის 10-15-მდე ფეხზე მდგომი ადამიანით გვიმგზავრია," - მოქალაქეები "მთელ კვირასთან" საუბრისას ყვითელ მიკროავტობუსებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ.
|
თაია არდოტელი 06.04.2015
რამდენიმე წლის წინ გარემონტებულ აღმაშენებლის გამზირზე ბოლო პერიოდში ახალი დაზიანებები ჩნდება. ყველაზე თვალშისაცემი კი ტროტუარის დაზიანებაა. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მდგომარეობა ამ მხრივ თანდათან უარესდება.
|
თაია არდოტელი 06.04.2015
გაზაფხულის სეზონზე გააქტიურებული წვიმების პერიოდში მოქალაქეები ახალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ - წყლის გუბეების გამო თბილისის თითქმის ყველა ქუჩაზე ფეხით გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 04.04.2015
სამედიცინო მონაცემებით, მიოკარდიუმის ინფარქტით ყოველ ასი ათას მოსახლეზე 20-29 წლამდე ასაკის 8 ადამიანი ავადმყოფდება, 30-39 წლის ასაკში - 76 ადამიანი, ხოლო 40-დან 49 წლამდე ასაკში - 213 ადამიანი. ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ სირბილი.
|
ლიკა ამირაშვილი 04.04.2015
საბავშვო ბაღებში ბავშვთა მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა - ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშია საუბარი. კვლევების მიხედვით, აღმზრდელების 30% მიიჩნევს, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბავშვისთვის საკვების შემცირება, ხოლო ხოლო 75% კი - თამაშის უფლების შეზღუდვა მიზანშეწონილია.
|
ლიკა ამირაშვილი 03.04.2015
სამართალდამრღვევის მიმართ კანონით დადგენილი სანქციები ამოქმედდება - საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდე მერყეობს. ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება. სპეციალისტების ინფორმაციით, აჭარაში უკვე განადგურებულია ბზის 95 პროცენტი.
|