მარიამ აფციაური
01.05.2015

ლარის გაუფასურებამ უარყოფითი გავლენა რეპეტიტორების მუშაობაზეც მოახდინა. ეკონომიკურ კრიზისს განსაკუთრებით ის პედაგოგები განიცდიან, ვინც ბავშვების მომზადების საფასურს დოლარში იღებდა. კურსის გაუფასურების შედეგად, ერთბაშად მომატებული სწავლის საფასურის გამო, უმეტესობას მოსწავლეები შემოეცალა. ნაწილმა გადასახდელი თანხა ლარში გადაიყვანა და ამ გზით მოახერხა აბიტურიენტების შენარჩუნება. უკმაყოფილებას მშობლებიც გამოხატავენ. ისინი გაზრდილ ხარჯს ვეღარ აუდიან.

ია აბულაშვილი
01.05.2015

 დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე საინტერესო ისტორიული მასალა, რომელიც ეხება იტალიელი ასტროლოგისა და ფილოსოფოსის, ჯორდანო ბრუნოს ცხოვრებასა და მოღვაწეობას, კერძოდ, მის მიმართ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს.

მარიამ აფციაური
30.04.2015

 ხმაური თბილისის მუდმივად თანამდევი მოვლენაა. ეს პრობლემა განსაკუთრებით კაფე-ბარებთან, რესტორნებთან, მშენებარე კორპუსებთან და ცენტრალურ უბნებში მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ. ისინი წლებია, საღამოს საათებში ხმაურის დასაშვები ზღვრის კანონით დადგენას ითხოვენ. სწორედ ამიტომ თბილისის საკრებულოში უკვე დაიწყეს მუშაობა ხმაურის რეგულაციის შემოღების მიმართულებით. მოსალოდნელ ცვლილებას თბილისელების უმეტესობა დადებითად, ნაწილი სკეპტიკურად აფასებს.

მარი ჩიტაია
29.04.2015

 2-3 დღეში თბილისის სუპერმარკეტებში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი გაძვირდება. მიზეზად მაღაზიების მენეჯერები ლარის დაღმავალ კურსს ასახელებენ. სავაჭრო ობიექტების უმეტეს ნაწილში აცხადებენ, რომ დისტრიბუციის სამსახურებმა პროდუქტის მორიგი გაძვირების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს.

ელზა წიკლაური
28.04.2015

 საქართველოს მოსახლეობა სოციალურ დეფოლტს უახლოვდება. ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი საბანკო კრედიტებს უკვე ვეღარ უმკლავდება. 2015 წლის პირველ 3 თვეში ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა 74 მლნ ლარით, ანუ 29,4%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტებისა კი - 44,4%-ით.

მარიამ აფციაური
25.04.2015

ლარის გაუფასურებამ სტუდენტებს ცხოვრება ძალიან გაურთულა. როგორც ისინი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, ლარის გაუფასურების შემდეგ მათი ყოველთვიური ხარჯი დაახლოებით 80 ლარით გაიზარდა. ზოგიერთ მათგანს ბინა დოლარში აქვს ნაქირავები. სწორედ ამიტომ ახლა უკვე ბევრად მეტის გადახდა უწევთ. ამას ემატება ქსეროქსის, სახელმძღვანელოების, გზისა და საკვების ხარჯიც.

თეა ბეჟიტაშვილი
25.04.2015

 გაზაფხულის დადგომასთან ერთად თითქმის ყველა ტიპის ალერგიული დაავადება მწვავდება. ალერგიას "ცივილიზაციის დაავადებასაც" უწოდებენ, მისი გამომწვევი მიზეზი ყველა ადამიანში ინდივიდუალურად ვლინდება. ვარაუდობენ, რომ დღეს ალერგია მსოფლიოს მოსახლეობის 12-15%-ს აწუხებს.

მაკა ხარაზიშვილი
24.04.2015

 საქართველოს რეგიონებში შეიძლება ელექტროენერგია გაძვირდეს. გაზგამანაწილებელი კომპანიების შემდეგ ტარიფის გაზრდას ელექტროენერგიის დისტრიბუტორი კომპანიებიც ითხოვენ. მიზეზი ლარის გაუფასურება და ელექტროენერგიის იმპორტის გაზრდაა. შარშან ქვეყანაში 852 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოვიდა, 2015 წლის პროგნოზით იმპორტი 901 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზრდება.

მარიამ აფციაური
24.04.2015

 ქუჩაში დაყრილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების პრობლემა თბილისელებს კვლავ აწუხებს. ნაგვის დაყრაზე ჯარიმის ამოქმედებასთან ერთად, 2014 წელს დავით ნარმანია გამწვანების და ახალი ურნების სწრაფი შესყიდვის ინიციატივით გამოვიდა. მიუხედავად მისი ასეთი განცხადებებისა, დღეს თბილისელების დიდი ნაწილი (45-50%) აღნიშნავს, რომ დასუფთავების და გამწვანების კუთხით არაფერი შეცვლილა.

მარი ჩიტაია
23.04.2015

სკოლის კვების ბლოკებში პრობლემაა პროდუქტის ვარგისიანობისა და ეტიკეტის მხრივ. შემოწმებული სკოლების უმრავლესობაში სწორედ ასეთი დარღვევებია. ამასთან სკოლის სასადილოებში ძალიან ხშირად ვადაგასული პროდუქტებია. განსაკუთრებით ბევრი პრობლემაა რეგიონებში.

თეა ბეჟიტაშვილი
22.04.2015

 "დღეს ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბი წონის გავრცელების მაჩვენებლები თითქმის გასამმაგდა. ზედმეტი კილოგრამები ბავშვებში მთელ მსოფლიოში ეპიდემიად იქცა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი მარინა გორდელაძე.

ელზა წიკლაური
21.04.2015

 ლარის დევალვაციის შედეგად საკვები პროდუქტის, ჰიგიენური საშუალებების, მედიკამენტების, ინტერნეტისა თუ სხვა მომსახურების გაძვირებამ მოსახლეობის საშუალო ხარჯი თვეში დაახლოებით 50-70 ლარით გაზარდა. იმათ კი, ვისაც სესხი დოლარში ჰქონდა, ყოველთვიური ხარჯი 100 ლარით და მეტით მოემატა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×