თაია არდოტელი 20.04.2015
ნაძალადევში, დიდი ჯიხაიშის ქუჩის მცხოვრებლების განცხადებით, სულ მცირე 20 წელი მაინც იქნება, რაც ქუჩაზე გზის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მათი თქმით, წინა ხელისუფლება დაპირდა არჩევნების დროს ამ გზის შეკეთებას, თუმცა დაპირება დაპირებად დარჩა.
|
თაია არდოტელი 20.04.2015
სახელმწიფოს მიერ ამ დრომდე შეუსრულებელი დაპირება "ხრუშჩოვკების" დემონტაჟთან დაკავშირებით და მუდმივი შიშის ქვეშ მცხოვრები თბილისის მოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილი - დედაქალაქის ხელისუფლებისათვის კვლავ რთულად გადასაჭრელ პრობლემად რჩება.
|
თაია არდოტელი 20.04.2015
მეტროს სადგურ "ისანთან" ტროტუარი იმდენადაა დაზიანებული, რომ გავლა ჭირს. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, დაახლოებით 1-2 წელი იქნება, რაც ტროტუარი მსგავს მდგომარეობაშია. თუმცა, ისინი ვერ ამბობენ, ამ დროის განმავლობაში გამგეობისთვის ან კონკრეტული სამსახურისთვის თუ მიუმართავს ვინმეს აღნიშნული ტროტუარის დაზიანების შეკეთების მოთხოვნით.
|
თეა ბეჟიტაშვილი 18.04.2015
მუდმივი დაღლილობა, თავის ტკივილი, უძილობა, ორგანიზმის გამოფიტვა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი - აღნიშნული სიმპტომები ბოლო პერიოდში ფართოდ გავრცელებული ქრონიკული დაღლილობის სინდრომს (ქდს) ეკუთვნის.
|
მარიამ აფციაური 17.04.2015
18-24 კვადრატული მეტრის ოთახები, სადაც 3 ადამიანი ცხოვრობს, სადენების აფეთქებისგან გამურული, ჩამონგრეული კედლები, სინესტისგან დაზიანებული ჭერი და დერეფნები, ობის სოკოები - ეს ბაგებში მდებარე სტუდენტური საცხოვრებელია, ანუ შენობა, სადაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ცხოვრობენ.
|
მარიამ აფციაური 16.04.2015
სიღატაკეში მყოფ ბავშვებს დანამატის სახით 10 ლარი დაენიშნებათ. ეს, სავარაუდოდ, 2015 წლის მეორე ნახევარში მოხდება. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ამ საკითხზე გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობს. ახალ მეთოდოლოგიას რესპონდენტების უმეტესობა წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და იმედოვნებს, რომ ეს ცვლილება სიღარიბეში მყოფ ბავშვთა რაოდენობას გაანახევრებს. გამოჩნდნენ ოპონენტებიც. მათი აზრით, ლარის გაუფასურების, მედიკამენტებზე და პროდუქტზე ფასის ზრდის ფონზე, ამ სახის დახმარება არც ისე ეფექტური იქნება.
|
ელზა წიკლაური 14.04.2015
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიურად დედამიწაზე რამდენიმე ათასი ადამიანი სხეულის დაზიანებას იღებს, 3 ათასამდე კი - იღუპება. მდგომარეობა სახარბიელო არც საქართველოშია, სადაც სამუშაო პროცესის დროს გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. გაერთიანებული პროფკავშირების ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე 202 ადამიანი დაიღუპა, მძიმე საწარმოო ტრავმა კი 447-მა ადამიანმა მიიღო. არაოფიციალურად კი, ეს რიცხვი, შესაძლოა, უფრო მეტიც იყოს, რადგან სამსახურის დროს დაშავებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკას დღემდე არც ერთი უწყება არ აწარმოებს.
|
სალომე სარიშვილი 11.04.2015
ლარის დევალვაციამ, უცხოეთიდან ფულის შემოდინების შემცირებამ და, რაც მთავარია, იპოთეკური სესხის აღების გართულებამ თბილისში ბინები გააიაფა და მათი რეალიზაცია შეამცირა. დილერების ინფორმაციით, ათიდან შვიდ კლიენტს იპოთეკური სესხი არ უმტკიცდება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 11.04.2015
ქართულ ბაზარზე რძის ნაწარმში დარღვევები გამოვლინდა. ჩატარებული კვლევის შედეგად 4 სახეობის კარაქზე მითითებული მონაცემები და შიგთავსის შემადგენლობა ერთმანეთს არ დაემთხვა.
|
მარიამ აფციაური 11.04.2015
მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, ავტომობილებით გადატვირთული გზები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ხედი - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც თბილისელები ცხოვრებას ქალაქგარეთ, თუმცა მის სიახლოვეს არჩევდნენ. ჩვენ მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა ისიც, რომ რამდენიმე ადგილას უძრავი ქონების ფასი თბილისის ზოგიერთ უბანთან შედარებით უფრო დაბალია.
|
თეა ბეჟიტაშვილი 11.04.2015
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაბინძურებული საკვებითა და წყლით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. მათ შორის ბევრი ბავშვია.
|
მარიამ აფციაური 10.04.2015
გოჭი, დედალი, ცხელი და ცივი კერძები - ძირითადად ასეთი არის სააღდგომო სამზადისი დასავლეთში. თბილისში ამ საუფლო დღესასწაულს შედარებით მოკრძალებულად ხვდებიან და პასკას, კვერცხს და ტკბილეულს ჯერდებიან. გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ ხალხს წინა წლებისგან განსხვავებით ხარჯის გაწევა სააღდგომოდ განსაკუთრებულად უჭირს. მიზეზი ლარის გაუფასურება და პროდუქტზე ფასის ზრდაა.
|
|