თამთა ჩაჩანიძე
22.12.2019

 21 დეკემბერს საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი) დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. ამ დღის აღსანიშნავად ტრადიციულად გორში სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში კომუნისტური პარტიის წევრები შეიკრიბნენ, სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა რუსეთის ქალაქებშიც, რუსულ მედიაში კი ეს იუბილე დღის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

ტატა შოშიაშვილი
21.12.2019

 აფხაზეთში „მესენჯერით გავრცელებულმა აუდიოჩანაწერმა ადგილობრივ მოსახლეობაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. მასში საუბარია, რომ უცნობი მოზარდი ბიჭები „რესპუბლიკის" სკოლებში მოსწავლეებს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ კამფეტებსა და საღეჭ რეზინებს ურიგებდნენ, თუმცა ჩანაწერში არაა დასახელებული არც ქალაქი ან სოფელი და არც კონკრეტული სკოლა, სადაც მსგავსი რამ ხდება.

ელზა პაპოშვილი
20.12.2019

 სასტიკი მკვლელობა კახეთში - სოფელ კასრისწყალში 84 წლის ერესტო ღულელაური მეზობლებმა ორდღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლებს მაშინვე ეჭვი გაუჩნდათ, რომ ის მოკლული იყო. 

ია აბულაშვილი
20.12.2019

 ყინწვისის მონასტერი, რომელიც შიდა ქართლში მდებარეობს, ძამას ხეობაში სოფელ ყინწვისიდან დაშორებით, ქართული ხურთმოძვრების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია, მისი ფრესკები კი შუა საუკუნეეების მონუმენტური მხატვრობის თვალსაჩინო ნიმუში. ანგელოზის ფრესკა, რომელიც "ყინწვისის ანგელოზის" სახელით არის ცნობილი და ბევრჯერ გამხდარა ქართველი მწერლებისა თუ პოეტების შთაგონების წყარო, შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების შედევრად და ქართული ხელოვნების სიმბოლოდ არის მიჩნეული. გადმოცემის თანხმად, "ყინწვისის ანგელოზი" მიუთითებს სწორედ აღდგომილი მაცხოვრის საფლავისკენ და მენელსაცხებელ დედებს ამცნობს ამ დიდ სასწაულს.

ელზა პაპოშვილი
20.12.2019

 საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას გადასარჩენად მედიკსოები კვლევ იბრძვიან და არ არის გამორიცხული, რომ მას მესამე ქირურგიული ოპრეცია დასჭირდეს. მანამდე კი გამოძიება მისი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სავარაუდოდ, ორ ვერსიას ამუშავებს – შურისძიება თუ ბიზნესს საქმიანობის გამო დაწყებული კონფლიქტი, რომელიც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა? გამოძიება მუშაობს  იმის დასადგენად, თუ ვინ და რატომ დაჭრა ცოტნე გამსახურდია.

ელზა პაპოშვილი
19.12.2019

რა მოხდა ბათუმში და რა გახდა 29 წლის პატრულის თანამშრომლის ოთარ თავართქილაძის დაჭრის მიზეზი, სრულიად გაურკვეველია. შემთხვევა 18 დეკემბერს საღამოს საათებში ჭავჭავაძის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრ „პლაზასთან“ მოხდა. საპატრულო ეკიპაჟს, რომელიც ქუჩაზე მოძრაობდა, ახალგაზრდა მამაკაცმა ხელი გაუქნია და გაჩერება სთხოვა. პოლიცია ჩერდება და მოქალაქე მარჯვენა მხრიდან მანქანას უახლოვდება, მიახლოვებისთანავე კი ის პოლიციელს ყელის არეში ბასრ საგანს ურტყამს. 

თამარ შუკვანი
19.12.2019

 სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში სუიციდის შემთხვევები და მისი ფატალური შედეგი, საკმაოდ დამაფიქრებელი და სავალალოა. ბოლო წელიწადნახევარში 596-მა მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს გვაწვდის. ეს სტატისტიკა, ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას განცხადებით, იმის მანიშნებელია, რომ პროცესი გარომანტირებულია. თანაც, საჭიროა მშობლებმა იცოდნენ საკუთარი შვილებისთვის რა არის ღირებული და ამაზე იყოს მათი აქცენტი გადატანილი.

ელზა პაპოშვილი
18.12.2019

 საქართველოში მომატებული სუიციდის ფაქტების შემაშფოთებელი სტატისტიკა და დაწეული ასაკი. თითქმის დღე არ გავა, რომ საზოგადოებამ თვითმკვლელობის შესახებ არ გაიგოს. რა განაპირობებს ადამიანის ამ დონემდე მიყვანას და რატომ გახშირდა განსკუთრებით სუიციდის ფაქტები ახალგაზრდებში. 

თამთა ჩაჩანიძე
18.12.2019

 ზამთარში ვირუსებისა და ინფექციების რისკი იზრდება და პიკს იანვარ-თებერვალში აღწევს, ვირუსით გარდაცვალების ფაქტი თითქმის ყოველ წელს ფიქსირდება, თუმცა ექიმები იმედოვნებენ, რომ წელს ვაქცინაციის მხრივ მოსახლეობის დიდი აქტივობა იყო, რის გამოც ფიქრობენ, რომ ეს კარგ შედეგს გამოიღებს.

ელზა პაპოშვილი
17.12.2019

15 წლის მოზარდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა და დიღომში 9 სართულიანი კორპუსის  სახურავიდან გადმოხტა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია „რეზონანსს“ იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს.

ელზა პაპოშვილი
17.12.2019

 დააკავებენ თუ არა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოჯერიას და რა არის ის გრიფით საიდუმლო საქმე, რომელიც მას 6 წლაის შემდეგ გაუხსენეს. საქმე გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდს ეხება. ის ამ თანამდებობას  2010 წლის ნოემბრიდან  2013 წლის 15 ნოემბრამდე იკავებდა. 

რეზონანსი
17.12.2019

 საქართველოს მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება და 25 დეკემბერს განათდება, აქვე მოეწყობა საშობაო სოფელი. ახალი წლის ღამეს დაგეგმილია გალა კონცერტი, თუმცა უცნობია რომელი ცნობილი სახეები მიიღებენ მასში მონაწილეობას, ჯერჯერობით თბილისის მერია ამ ინფორმაციას საიდუმლოდ ტოვებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×