ელზა პაპოშვილი 27.12.2019

კიდევ ერთი დაპირისპირება მოზარდებს შორის - თბილისის მე-11 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებს შორის ჩხუბი მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა არასრულწოვანმა სახის და ყბის მიდამოში დაზიანებები მიიღო. მას ასევე ტვინის შერყევა აქვს. სკოლის მოსწავლეები „რეზონანსთან“ ჩხუბის ორ ვერსიას ყვებიან.
|
ია აბულაშვილი 27.12.2019

„აქ ფშავს შინა არს ეკლესია მეფის ლაშასგან აშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო- ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი და უწოდებენ ლაშას-ჯუარს და აქუ სასოება მას ზედა ფრიად, რამეთუ ვერც ფშავში, ვერც ხევსურეთი, უკეთუ იშოვნის ოქრო ან ვერცხლი, ვერსაით იხმარიან თვისად, არამედ მიუძღვის ლაშარის ჯვარს," - ასე აღწერდა ვახუშტი ბატონიშვილი ფშავის საკულტო სალოცავს, რომელიც არაგვის ხეობაში "ლაშარის გორაზე" მდებარეობდა. ლაშარის ჯვარი ითვლებოდა მოლაშქრე ღვთაებად, რომლის "გიშრის ფაფარიანი ნისლა ცხენი" წინ მიუძღოდა მოლაშქრეებს. მას შესთხოვდნენ ასევე სახნავ-სათესის ბარაქიანობას, კეთილდღეობას, ავადმყოფობისგან დაცვას.
|
ელზა პაპოშვილი 26.12.2019

სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა და კვალის წაშლის მიზნით დამწვარი სხეული - ერთ წლის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 2018 წლის მაისში ჩადენილი ეს მძიმე დანაშაული გახსნა. თუმცა, შესაძლოა ამ საქმის ირგვლივ ახალი დეტალები გახდეს ცნობილი და აღმოჩნდეს რომ რეალურად საქმე გახსნილი არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ კასრში ნაპოვნი გვამი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ 42 წლის ნიკოლოზ ქუმსიშვილის არის, რომელიც საკუთარმა ბიზნესპარტნირომა 40 წლის ალექსანდრე ტოგონიძემ მოკლა.
|
ია აბულაშვილი 26.12.2019

ძველად საქართველოში, ახალ წელს ბასილის დღეს უწოდებდნენ, რადგან მართლამდიდებელი ეკლესია წმინდა ბასილის დღეს 14 იანვარს აღნიშნავს. ქართველი ხალხი ამ დიდი წმინდანის მიმართ მოწიწებას და პატივისცემას სხვადასხვა ფორმით გამოხატავდა.
|
ელზა პაპოშვილი 25.12.2019

საშინელი ავარია აჭარაში – მტირალას ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი ხევში გადავარდა და შედეგად 5 თინეიჯერი დაიღუპა. ისინი სავარაუდოდ სკოლის მოსწავლეები მე–11 ან მე–12 კლასელები არიან.
|
ელზა პაპოშვილი 25.12.2019

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ბერძნული მედია წერს, რომ 25 წლის ქართველი გოგონა მეგი კუპრაძე გარდაცვლილი საეჭვო ვითარებაში ნახეს და თვითმკვლელობის ვერსია ნაკლებად დამაჯერებელია.
|
ია აბულაშვილი 25.12.2019

"შე კაი კაცო, ამდენი რამე გააკეთე ქვეყნისთვის, ამის არდანახვა უმადურობა იქნება, მაგრამ ამდენი უტვინო, იდიოტი და დავრდომილი რომ შემოიკრიბე გვერდით, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე რომ ფიქრობენ, არა სჯობდა ისეთები მოგეძებნა, რომლებიც მართლა გამოგადგებოდა?" - აცხადებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე.
|
ია აბულაშვილი 25.12.2019

კოლხეთის დაბლობში, ოქინის სერის ძირში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ისტორიულად მნიშვნლოვან ადგილას აშენდა. მის სამრეკლოსთან და გალავანთან გადიოდა უძველესი სავაჭრო-საქარავნო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელსაც "აბრეშუმის გზა" ერქვა. ჩხარი და წმინდა გიორგის ეკლესია დატანებულია 1737 წელს ტიმოთე გაბაშვილის მიერ შედგენილ იმერეთის რუკაზე.
|
ელზა პაპოშვილი 24.12.2019

სასტიკი მკვლელობა ქუთაისში, საფიჩხიას სასაფალაოზე - ერთწლიანი ძებნის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მამაკაცი დააკავეს, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, თავისი შვილის საფლავზე მეზობელი მოკლა. შემთხვევა 2018 წლის 30 სექტემბერს მოხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეჭვმიტანილი ქუთაისში ცნობილი „კრიმინალური ავტორიტეტია“ და ამნისტიით იყო გათავისუფლებული პატიმრობიდან.
|
ალექსანდრე კორტავა 24.12.2019
|
ელზა პაპოშვილი 23.12.2019

სასტიკად ნაცემი 11-ე კლასელი, რომელსაც, სავარაუდოდ, თანატოლები გაუსწორდნენ, მკურნალობას კვლავ „ნიუ ჰოსპიტალში“ განაგრძობს. შემთხვევა პარასკევს შესვენებაზე თბილისის 77-ე სკოლაში მოხდა. „რეზონანსს“ სკოლის მოსწავლეები ფაქტის შესახებ დეტალებს უყვებიან და ამბობენ, რომ მე-11 კლასელებს შორის დაპირისპირება გინების გამო დაიწყო.
|
ია აბულაშვილი 23.12.2019

იესო ქრისტე იშვა ღამით, ბეთლემში, ამ ღამეს მთელს სამყაროში დიადი სასწაულები მოხდა. მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა. შობის ღამეს რომში მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია. წარმართული ტაძარი დაინგრა, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|