ელზა პაპოშვილი
16.12.2019

 კანადაში საქართველოს 30 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ახლობლები  „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მამაკაცი საეჭვო ვითარებაშია დაღუპული და მათთვის ამ ეტაპზე გაუგებარია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. მამაკაცი წარმოშობით თელავიდან არის და ის მეგობრებთან ერთად კანადაში თითქმის 7 წელია რაც ცხოვრობს.

ელზა პაპოშვილი
16.12.2019

 რატომ სცადა 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა და იყო თუ არა დაკითხვის დროს პოლიციელების მხრიდან მასზე ზეწოლა?! - კვლავ უცნობია. თუმცა, ოჯახი იმ გამომძიებლის ვინაობას ასახელებს, რომელსაც დაკითხვისას ბავშვზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მოზარდს 4 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიურად ატერორებდნენ და ე.წ. „კაპეზეთი“ აშინებდნენ.  

ია აბულაშვილი
16.12.2019

 იესო ქრისტეს პირველი მოციქული წმინდა ანდრია პირველწოდებული პირველი იყო, ვინც საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა. კენჭისყრის შემდეგ თუ ვინ სად იქადაგებდა, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიძინების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისმა უბრძანა იერუსალიმში დარჩენილიყო. საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავის ხელთუქმნელი ხატით.

ტატა შოშიაშვილი
15.12.2019

 უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მზადაა შობის აღნიშვნის თარიღი - 7 იანვარი - 25 დეკემბრით შეცვალოს, მაგრამ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების უმრავლესობა დაუჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც საეკლესიო კალენდრის რეფორმას ეხებოდა.

ელზა პაპოშვილი
14.12.2019

 უკვე რამდენიმე დღეა, რაც სოციაალურ ქსელში სავარაუდოდ, 22-24 წლის მამაკაცი 11-დან 15 წლამდე გოგონებს ყალბი „ფესბუქ“ პროფილით უკავშირდება. ის მათ თანატოლად ეცნობა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნდობის მოპოვებას ახერხებს და შემდეგ სექსუალური ხასიათისს ფოტოების გადაღებას სთხოვთ. თუკი რომელიმე ბავშვი მის ანკესს წამოეგება და ასეთი ხასიათის ფოტოებს გაუგზავნის, ამის შემდეგ მამაკაცი მოზარდების შანტაჟს იწყებს.

ელზა პაპოშვილი
13.12.2019

 ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით  კვლავ პატიმრობაში რჩება. ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ ის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.   

 

ელზა პაპოშვილი
13.12.2019

 კვლავ უმძიმესია 15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც 12 დეკემბერს საღამოს დიღომში ერთ-ერთი კორპუსიის მე-9 სართულიდან გადმოხტა. ახლობლები ამბობენ, რომ მოზარდმმა პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თავის მოკვლა სცადა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა. 

ელზა პაპოშვილი
12.12.2019

 შემზარავი და სასტიკი მკვლელობა წალკის რაიონის სოფელ არწივანში - 85 წლის  მარტოხელა პენსიონერს 11 დეკემბერს ღამით, დაყაჩაღების მიზნით თავს დაესხნენ, სასტიკად აწამეს და შემდეგ მოკლეს. მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ სავარუდოდ, მოხუცს პენსიის მოგროვებული თანხა უნდა ჰქონოდა, რასაც მას ყაჩაღები სთხოვდნენ. მოხუცმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მისი ცემა დაიწყეს.

ელზა პაპოშვილი
12.12.2019

 ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს და არ არის გამორიცხული, დაკავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. პოლიციამ პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღების ბრალდებით კიდევ ორი პირი 11 დეკემბერს დაპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას „რეზონანსს“ პროკურატურაში უდასტურებენ. 

ელზა პაპოშვილი
11.12.2019

 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მომხდარი სასტიკი მკვლელობის და  ყაჩაღობის ფაქტზე სამი პირია დაკავებული.  65 წლის თამარ სეფიაშვილის წამებით მოკვლისთვის და ყაჩაღობისთვის პოლიციამ იმავე სოფლის მცხოვრებლები დააკავა. ერთი მათგანი კი მოკლული ქალის თანაკლასელია. ორი ბრალდებული პოლიციამ სასაზღვრო პუქტთან დააკავა, რომლებიც ქვეყნის დატოვებას და თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას  ცდილობდნენ. მესამე კი ქალაქ რუსთავში აიყვანეს. 

ია აბულაშვილი
10.12.2019

 დავით მესამე დიდი კურაპალატი, ტაოს მეფე, რომელიც მართავდა ტაოს, სპერს, თორთომს, ბასიანს და ასევე სომხურ მიწებს ვანის ტბის გარშემო, 979 წელს კი მისმა ჯარმა იოანე-თორნიკე ჩორდვანელის ხელმძვანელობით (თორნიკე ერისთავი) იხსნა ბიზანტიის იმპერატორები ხელისუფლების დაკარგვისაგან ბარდა სკლიაროსის აჯანყებაში, ქართული მიწების გასათავისუფლებლად მაჰმადიანებთან ბრძოლებში თან ატარებდა საწინამძღვრო ჯვარს, რომელიც ქართულ ისტორიგრაფიაში ბრილის ჯვრის სახელით არის შესული.

თამთა ჩაჩანიძე
09.12.2019

 მიმდინარე წელიწადი პოლიტიკურად არცთუ სახარბილეო აღმოჩნდა, აღმოსავლური კალენდრით, მომავალი 2020 წელი თეთრი ვირთხის წელია,როგორი იქნება ეს პერიოდი პოლიტიკურად, გაღრმავდება თუ არა პოლიტიკური კრიზისები და რა პოლიტიკური პროცესების მოსმწრეები გავხდებით 2020-ში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×