მარი გოცირიძე
05.10.2017

 მომავალი თბილისის ძირითადი უპირატესობა ჯანსაღი ეკონომიკური გარემო უნდა იყოს. როგორც "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ირწმუნება, აქვს გეგმა, რომ თბილისი რეგიონში გამორჩეული ქალაქი გახდეს.

მარი ჩიტაია
05.10.2017

 ავტომობილების ტექდათვალიერების ვალდებულება სათადარიგო ნაწილებისა და საბურავების გაძვირებას გამოიწვევს. პარალელურად მოიმატებს ავტოხელოსნების მომსახურების საფასურიც. იმპორტიორები ვარაუდობენ, რომ მანქანის მოწყობილობის რამდენიმე დეტალის ფასი ნამდვილად აიწევს, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ნაწილს, რომელზეც ბოლო დრომდე ყველაზე ნაკლები მოთხოვნა იყო. დეფიციტი მოსალოდნელი არ იქნება, მაგრამ ფასები შეიცვლება.

გვანცა ღვედაშვილი
05.10.2017

 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი 52,100 მილიონი ლარი იქნება, რაც 2017 წლის ბიუჯეტზე 5 695 000 ლარით მეტი იქნება, საზოგადოებრივზე აცხადებენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის განახლებაზე დაიხარჯება.

ია აბულაშვილი
05.10.2017

 "ვახუშტიმ ისე აღწერა თავისი სამშობლო, როგორც არც ერთი აზიური ქვეყანა, გარდა ჩინეთისა, არ ყოფილა აღწერილი..." - წერდა მე-19 საუკუნის ცნობილი ფრანგი აღმოსავლეთმცოდნე და ქართველოლოგი მარი ბროსე ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი "გეოგრაფიული ატლასის" შესახებ, რომელიც დღეს იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრშია შეტანილი.

ია აბულაშვილი
04.10.2017

 ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას კავკასიაში მოგზაურობის შესახებ ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე ამონარიდი დიუმას თბილისური ჩანაწერებიდან.

მარი ჩიტაია
04.10.2017

 საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით ნახევარს ტექდათვალიერების გავლა გაუჭირდება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კანონით დადგენილი ვალდებულების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში, მთლიანი ავტოპარკის დაახლოებით 40% გაჩერდება, მარტო გამონაბოლქვზე შემოწმების შემთხვევაში კი შესაძლოა, მთელი მანქანების 20-25% ჩამოიწეროს.

თეო გუდავაძე
04.10.2017

 ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა სახის მომსახურების კულტურამ მოიკიდა ფეხი. ერთ-ერთი მათგანია ე.წ. "ჩაის გადასახადი", რომელსაც საკვებ ობიექტებში აქტიურად იყენებენ. ეს არის გაწეული მომსახურების ფასზე დანამატი, რომელსაც მომხმარებელი უშუალოდ მიმტანს უტოვებს. ზოგიერთ მათგანს არც აქვს გააზრებული, რომ მომსახურებისთვის ყველა საკვებ ობიექტს ცალკე აქვს გადასახადი დაწესებული და ორმაგად იხდის თანხას. ეს დაახლოებით "სითი პარკისა" და "სტაიანშიკების" სიტუაციას ჰგავს, როდესაც მძღოლი ვალდებულია, ფული ორივე მიმართულებით გადაიხადოს.

მარი ჩიტაია
03.10.2017

 ტაქსის მომსახურების ფასი ბოლო პერიოდში მუდმივად მატულობს. მგზავრობის საფასური გაძვირდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში, სადაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაძვირებაც შეიმჩნევა. მართალია, სატაქსო კომპანიებში საფასო ცვლილებას არ ადასტურებენ, მაგრამ იქ მომუშავე მძღოლების ინფორმაციით, მომსახურება ნამდვილად გაძვირდა, რასაც ისინი საწვავის გაზრდილ ფასსა და ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციურ ცვლილებებს უკავშირებენ.

ია აბულაშვილი
03.10.2017

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საფრანგეთის შემდეგ ბოლშევიკებს გაქცეულ ქართველ ემიგრანტთა ყველაზე დიდი ტალღა პოლონეთში აღმოჩნდა, მათ შორის იყვნენ სამხედროები, რომლებიც პოლონეთში სამ ჯგუფად ჩავიდნენ - 1921 წლის დეკემბერში 25 იუნკერი სტამბოლიდან, 1922 წლის შემოდგომაზე 5 გენერალი და 30 ოფიცერი, 1922 წლის ბოლოს კი 15 იუნკერი ათენის სამხედრო სკოლიდან.

თამარ მუკბანიანი
02.10.2017

 მთიან რეგიონებში მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება,მაგრამ ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ზამთრისპერიოდშია, როცა სოფლებს ადამიანთა უმეტესობა ტოვებს. მკაცრიზამთრის პერიოდში იქ არავითარი პირობები არ არის საცხოვრებლად,ამიტომ მთელი საქართველოს მთიანეთი სულ რამდენიმე ათასი კაცისიმედადაა.

მოსახლეობის აღწერა, როგორც წესი, შემოდგომაზე ან ზაფხულშიტარდება, ამიტომ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რეალურადრამდენი ადამიანი და ოჯახი სახლობს მთაში მუდმივად."ბიზნეს-რეზონანსი" შეეცადა, თავად მოეპოვებინა ეს ინფორმაცია დასავალალო მონაცემები მიიღო.

ია აბულაშვილი
02.10.2017

 ქართული ხელნაწერების ისტორიის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, რამდენიმე საინტერესო მასალა მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს უცხოეთში დაცული ძველი ქართული ხელნაწერების შესახებ.

მარიამ ელიაშვილი
02.10.2017

 მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ "ნოვას" დამფუძნებელ რამაზ ბლუაშვილის ორგანიზებითა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით გასულ კვირას საქართველოს ნასა-ს მეცნიერები - ჯონ კასანი და რობ მენინგი სტუმრობდნენ. მათი ვიზიტი კოსმოსში "ვოიაჯერების" გაგზავნიდან 40 წლის იუბილეს უკავშირდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×