მარი მგალობლიშვილი
14.12.2015

გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასკვნითი, მე-15 ტურის, მატჩები. ზამთრის ჩემპიონის ტიტული თბილისის "დინამომ" მოიპოვა, მეორე ადგილზე გორის "დილა" გავიდა, მესამე ადგილი კი "ცხინვალმა" დაისაკუთრა.

მარი მგალობლიშვილი
12.12.2015

 ლონდონის არსენალი საფრთხის ქვეშ იყო - "მეთოფეებს" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ემუქრებოდათ. არსენ ვენგერის შეგირდებს გასვლაზე ორბურთიანი სხვაობით უნდა დაემარცხებინა "ოლიმპიაკოსი", რათა შემდეგ ეტაპზე გასულიყვნენ.

მამუკა ნაცვალაძე
11.12.2015

 დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. გამოვლინდა 16 გუნდი, რომელიც ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების მერვედფინალიდან გააგრძელებს ასპარეზობას.

მამუკა ნაცვალაძე
10.12.2015

 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩებისას სენსაცია მოხდა "ფოლკსვაგენ არენაზე", სადაც ადგილობრივმა "ვოლფსბურგმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა 3:2 და ლუის ვან გაალის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფს მიღმა დატოვა.

მამუკა ნაცვალაძე
09.12.2015

 მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კარიმ ბენზემასთან დაკავშირებულმა სკანდალმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ბოლო პერიოდის ევროპის სპორტულ და პოლიტიკურ პრესაში. ფეხბურთელის დაკავება საკმაოდ რეზონანსული მოვლენა აღმოჩნდა, რასაც ბევრი სტატია მიეძღვნა. ბენზემას "ლიონის" ნახევარმცველ მატიე ვალბუენას შანტაჟში ედება ბრალი.

მარი მგალობლიშვილი
08.12.2015

 სანდრო კობახიძის "ვოლინმა" ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო - "მეტალურგი" 9:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი მიითვალა.

მამუკა ნაცვალაძე
07.12.2015

 პრემიერლიგის ამჟამინდელ სატურნირო ცხრილში ისეთი მდგომარეობაა, სამიოდე თვის წინ ნებისმიერ გულშემატკივარს რომ გაუჭირდებოდა წარმოდგენა - გასული სეზონის მაჩანჩალა "ლესტერი" მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერია, თანაც ისე, რომ 15 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთადერთხელ იწვნია მარცხი საკუთარ მოედანზე, ისიც არსენ ვენგერის "არსენალისგან".

მარი მგალობლიშვილი
05.12.2015

 29 წლის ქართველმა მეკარემ გიორგი ლორიამ რუსულ გამომცემლობასთან "პროაგანდასამარასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მისით ლონდონის "ჩელსი" იყო დაინტერესებული, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ქართველმა გოლკიპერმა ინგლისში კარიერის გაგრძელება ვერ შეძლო.

მარი მგალობლიშვილი
04.12.2015

 მადირდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელ კარიმ ბენზემას ნაკრებში თანაგუნდელის, ვალბუენას შანტაჟში დასდეს ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ფეხბურთელს ინტიმური ხასიათის პირადი ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ და თანხას სძალავდნენ, მოთხოვნებს კი ბენზემას პირით უყენებდნენ.

მამუკა ნაცვალაძე
03.12.2015

 ზაზა ფაჩულია მიმდინარე სეზონს ამერიკულ ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში მართლაც რომ ტრიუმფულად ატარებს, განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა საქართველოს ნაკრების კაპიტნის გარჯა პორტლენდში, სადაც მან სეზონის მე-12 ორმაგი დუბლი მიითვალა და პირადი რეკორდი - 21 მოხსნა - გაიმეორა. საგულისხმოა, რომ 21 მოხსნა ზაზა ფაჩულიამ რამდენიმე თვის წინ, 2015 წლის 20 მარტს "მილუოკისა" და "ბრუკლინის" მატჩში მოაგროვა.

მარი მგალობლიშვილი
02.12.2015

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილებოდა, კერძოდ, ს/კ ლანჩხუთის "გურიის" და მისი ყოფილი მწვრთნელების დავის შესახებ, ფუტსალის ასოციაციაში მიმდინარე პროცესები, შპს "საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალი".

მარი მგალობლიშვილი
01.12.2015

 ოლივერ კანი ცნობილი იყო თავისი უკომპრომისო თამაშით. "ბაიერნის" მეკარე მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი სამჯერ გახდა. 46 წლის ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შემდეგ ბიზნესს მიჰყო ხელი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×