მამუკა ნაცვალაძე
16.11.2015

 13 ნოემბერს რადიკალური ისლამისტების მიმდევრებმა პარიზში მორიგი მასშტაბური ტერაქტი განახორციელეს. ამ უმძიმესმა ფაქტმა წინა პლანზე დააყენა საკითხი - ჩამოართმევენ თუ არა საფრანგეთს ევრო-2016-ის მასპინძლობის უფლებას.

მარი მგალობლიშვილი
14.11.2015

 "რეალის" ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ ლონდონში ერთ-ერთ კინოთეატრში დოკუმენტური ფილმის პრემიერას დაესწრო. პრემიერას მისი ყოფილი მწვრთნელები სერ ალექს ფეგიუსონი, ჟოზე მაურინიო და კარლო ანჩელოტიც ესწრებოდნენ. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჟურნალისტებთან "სევილიასთან" მარცხზე და ჟოზე მაურინიოს მდგომარეობაზე ისაუბრა.

მარი მგალობლიშვილი
13.11.2015

 საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევის დასრულების შემდეგ პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. ტალინში "ლე კოკ" არენაზე ჩვენი გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდა.

მამუკა ნაცვალაძე
12.11.2015

 გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი კვლავ მოხვდა "ოქროს ბურთის" 23-კაციან შორტლისტში. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრიზის მფლობელი 2016 წლის 11 იანვარს ჟენევაში დასახელდება. მანმადე კი ბუნდესგრანდის გოლკიპერი ფრანგულ "ფრანს-ფუტბოლთან" ინტერვიუში საინტერესოდ აფასებს თავის შანსებს.

მამუკა ნაცვალაძე
11.11.2015

 მსოფლიო თასზე ინგლისში საქართველოს ნაკრების წარმატებულმა გამოსვლამ ახალი მუხტი შესძინა ჩვენს ქვეყანაში რაგბის განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები - "ქართუს" დახმარებით მიმდინარეობს სტადიონების მშენებლობა თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, დიღომში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, თელავში, ბათუმში, გორში. ამასთან, იგეგმება დიღომში რაგბის 25-30 ათასიანი სტადიონის მშენებლობაც.

მარი მგალობლიშვილი
10.11.2015

 საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2015 წლის ბოლო ორ შეხვედრას ესტონეთსა და ალბანეთში ჩაატარებს. 11 ნოემბერს ქართველი ფეხბურთელები ტალინში ესტონეთის ეროვნულ გუნდს შეხვდებიან.

მარი მგალობლიშვილი
09.11.2015

 წლების შემდეგ ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი დევიდ ბექჰემი "ოლ ტრაფორდზე" ბრუნდება. 14 ნოემბერს "ოლ ტრაფორდზე" იუნისეფის ეგიდით საქველმოქმედო მატჩი გაიმართება და "მანჩესტერელთა" 7-ანიც მიიღებს მონაწილეობას.

მარი მგალობლიშვილი
07.11.2015

 ანდრე შურლე ის ფეხბურთელია, რომლის საგოლე გადაცემით მარიო გიოტცემ მსოფლიო ჩემპიონატზე გოლი გაიტანა და გერმანია ჩემპიონი გახადა. 25 წლის ფეხბურთელი თვლის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებამ მას უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემატა.

მამუკა ნაცვალაძე
06.11.2015

 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მეორე დღის შეხვედრებიდან უდავოდ გამორჩეული გახლდათ დაპირისპირება "ალიანც არენაზე", სადაც პეპე გვარდიოლას "ბაიერნმა" არსენ ვენგერის "არსენალს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით სძლია 5:1.

მამუკა ნაცვალაძე
05.11.2015

 გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის პირველი შეხვედრები. ორი ტურით ადრე გაირკვა ორი მერვედფინალისტის ვინაობა. ფლეი-ოფში ითამაშებენ მადრიდის "რეალი" და და "მანჩესტერ სიტი". "სამეფო კლუბმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფრანგული პსჟ დაამარცხა 1:0, რაც შეეხება ინგლისელ "ქალაქელებს", მათ გასვლაზე "რამონ სანჩეს პისხუანზე" ადგილობრივ "სევილიას" სძლიეს 3:1 და მიუწვდომელნი გახდნენ მესამეადგილოსნებისათვის.

მამუკა ნაცვალაძე
04.11.2015

 დასრულდა მსოფლიო თასის 2015 წლის გათამაშება, გამოვლინდა ტრიუმფატორი - ახალი ზელანდიის უბრწყინვალესი ნაკრები, რომელმაც მთელი გათამაშება ერთი ამოსუნთქვით მოიგო. ამის შემდეგ კი "მსოფლიო რაგბის" ხელმძღვანელობამ სხვადასხვა ნომინაციებიც ჩამოარიგა. ნომინანტთა შორის მოხვდნენ "ბორჯღალოსნები" მამუკა გორგოძე და ვასილ ლობჟანიძე.

მარი მგალობლიშვილი
03.11.2015

 მადრიდის "რეალის" მცველი ალვარო არბელოა ცნობილია თავისი პირდაპირობით. არბელოამ აღიარა, რომ მას კვლავ კარგი ურთიერთობა აქვს "სამეფო კლუბის" ყოფილი მწვთნელთან ჟოზე მოურინიოსთან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×