მამუკა ნაცვალაძე
02.11.2015

 "ოლ ბლექსი" პირველი ნაკრებია რაგბის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო თასის ტრიუმფატორის მანტია შეინარჩუნა. ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე მსოფლიო სარაგბო ფორუმის ფინალურ მატჩში დამაჯერებლად სძლია ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებს 34:17 და მესამედ, მათ შორის ორჯერ ზედიზედ გახდა მსოფლიო თასის მფლობელი.

მარი მგალობლიშვილი
31.10.2015

 ჯენარო გატუზომ იტალიის მესამე დივიზიონის გუნდი ჩაიბარა. 37 წლის სპეციალისტი "პიზას" წვრთნის. აღსანიშნავია, რომ "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა გატუზო ასისტენტად მოიწვია, თუმცა ჯენარომ უარით უპასუხა.

მარი მგალობლიშვილი
30.10.2015

 პაველ ნედვედი იმ მცირე რაოდენობის ვარსვკვლავთა რიცხვში შედიოდა, რომლებმაც ლომის წილი დაიდეს "იუვენტუსის" სერია "ა"-ში დაბრუნებაში. "კალჩიოპოლის" სკანდალს არა მარტო იმიჯი და ფინანსები, არამად ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლაც მოჰყვა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დარჩნენ.

მამუკა ნაცვალაძე
29.10.2015

 გასულ უქმეებზე გაირკვა მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალისტების ვინაობა რაგბიში. მსოფლიო თასის მიმდინარე გათამაშების უძლიერესი გუნდი შაბათს "ტვიკნემზე" ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის შეხვედრაში გამოვლინდება. მსოფლიოს ორი უძლიერესი გრანდის შერკინება დიდ ინტერესს იწვევს. საგულისხმოა, რომ სამხრეთელი კლასიკო აქამდე მსოფლიო თასის ფინალში არასდროს შემდგარა, რაც კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს შაბათის რკენას.

მამუკა ნაცვალაძე
28.10.2015

 მიუნჰენის "ბაიერნის" შემადგენლობაში დღეისათვის გამორჩეული ადგილი უჭირავს 33 წლის ბასკს, ხაბი ალონსოს, რომელიც გასული წლის ზაფხულში გადავიდა ბუნდესლიგის გრანდში. ალონსოს ისეთ ტოპ-გუნდებში უთამაშია, როგორებიცაა "ლივერპული" და "რეალი" და ამ კლუბების შემადგენლობაში მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. სწორედ ამიტომაც "ბაიერნის" გულშემატკივრებს განსაკუთრებით ეიმედებათ მისი.

მამუკა ნაცვალაძე
27.10.2015

 უახლოეს დღეებში ქართული რაგბის კიდევ ერთი აღიარების მოწმენი გავხდებით - მსოფლიო თასის შედეგების მიხედვით "მსოფლიო რაგბმა" ახალი ჯილდო, "წლის აღმოჩენა" დააწესა, ინგლისის მსოფლიო თასის დებიუტანტ მორაგბეთაგან ნომინანტები დაასახელა სადაც ჩვენებური ვასილ ლობჟანიძე მოხვდა.

მარი მგალობლიშვილი
26.10.2015

 საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო"ეტაპზე "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშა. კვირკველიას "რუბინმა" "ენფილდზე" შეხვედრა ფრედ - 1:1 დაასრულა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მამუკა ნაცვალაძე
24.10.2015

 ამ უქმეებზე ინგლისში მიმდინარე მსოფლიო თასის ფინალისტები გაირკვევა. ორივე ნახევარფინალს "თვიქნემი" უმასპინძლებს. დღეს თბილისის დროით 19:00 საათზე ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკას შეერკინება, ხვალ კი 25 ოქტომბერს, ერთი საათით გვიან, არგენტინა ავსტრალიას დაუპირისპირდება.

მამუკა ნაცვალაძე
23.10.2015

 2018 წელს რუსეთი უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ფეხბურთში. აღნიშნულ გათამაშებას განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება საქართველოს ნაკრები, რომელმაც მიმდინარე წელს ბოლო რამდენიმე შეხვედრაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თამაშის ხარისხი და გულშემატკივარსაც იმედი ჩაუსახა.

მამუკა ნაცვალაძე
22.10.2015

 რაგბის მსოფლიო თასის დასრულებამდე სულ რამდენიმე თამაში დარჩა. წინ გადამწყვეტი მატჩებია - ოთხი ერის წარმომადგენლები, ევროპელთა გარეშე, შაბათსა და კვირას გაარკვევენ მსოფლიო თასის ფინალისტთა ვინაობას. სამხრეთული ნაკრებისაგან შემდგარი ორი წყვილი, ახალი ზელანდია-სამხრეთი აფრიკა და ავსტრალია-არგენტინა, უდავოდ დიდ სანახაობას გვპირდება.

მარი მგალობლიშვილი
21.10.2015

 რობერტ ლევანდოვსკი დიდებულ ფორმაშია. მიუნხენის "ბაიერნისა" და პოლონეთის ნაკრების თავდამსხმელი საფეხბურთო საზოგადოების გაოცებას განაგრძობს. ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ყველაზე შედეგიანი ნაკრები პოლონეთი გახდა. პოლონეთისა და საქართველოს ნაკრებები ევროპის შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ. 27 წლის ფეხბურთელმა 10 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. 6-ჯერ ლევანდოვსკიმ გიბრალტარს გაუტანა, სამჯერ საქართველოს, ორჯერ შოტლანდიას და თითოჯერ ირლანდიასა და გერმანიას.

მარი მგალობლიშვილი
20.10.2015

 მარიო გომესი საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა "შტუტგარტში" და "ბაიერნში", თუმცა გერმანელმა თავდამსხმელმა კარიერის გაგრძელება თურქულ "ბეშიქთაშში" გადაწყვიტა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×