მარი მგალობლიშვილი 19.10.2015
საქართველოს ნაკრებისა და ხარკოვის "მეტალისტის" ყოფილი თავდამსხმელი ლაშა ჯაკობიამ უკრაინულ გამომცემლობა "ფანფოოტბოლთან" ისაუბრა, თუ რას საქმიანობს კარიერის დასრულების შემდეგ.
|
მარი მგალობლიშვილი 17.10.2015
პეტერ ჩეხი ზაფხულში "ჩელსიდან" "არსენალში" 10 მილიონ ევროდ გადავიდა. თუმცა, 33 წლის გოლკიპერმა სეზონის დასაწყისში ტრავმა მიიღო, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ოლიმპიაკოსთან" სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
|
მარიამ აფციაური 16.10.2015
მადრიდის "რეალის" ერთ-ერთმა ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ "ოქროს ბუცი" კიდევ ერთხელ მოიგო. 2014-2015 წლების ოქროს ბუცის მფლობელმა, განაცხადა, რომ კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" სურს.
|
მამუკა ნაცვალაძე 15.10.2015
რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებას რჩეული ოქტეტი შემორჩა. შაბათს "ტვიკნემზე", პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სამხრეთი აფრიკა უელსს დაუპირისპირდება, ამავე დღეს "მილენიუმზე" ახალი ზელანდია საფრანგეთს შეერკინება. კვირას კიდევ ორი მეოთხედფინალია: ირლანდია-არგენტინა და ავსტრალია-შოტლანდია.
|
მარი მგალობლიშვილი 14.10.2015
სანაკრებო თამაშებმა ჩაიარა, გამოვლინდა ის ნაკრებები, რომლებიც ევრო 2016-ზე იასპარეზებენ. მათ შორისაა გერმანიაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს 2:1 მოუგო. მატჩში მონაწილეობა მიიღო ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელმა მესუთ იოზილმაც, თუმცა "ჯვაროსანთა" კარი არ დაულაშქრავს. თურქული წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი კლუბს დაუბრუნდა და ახლა საზრუნავი პრემიერლიგისა თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება დარჩა.
|
მარი მგალობლიშვილი 13.10.2015
ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად გერმანიასთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ "ჯვაროსნებმა" მოგებისთვის ყველაფერი გააკეთეს და პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა.
|
მარი მგალობლიშვილი 12.10.2015
"ლივერპული" ოფიციალურად ჩაიბარა იურგენ კლოპმა. გერმანელი სპეციალისტი ბოლოს დორტმუნდის "ბორუსიაში" მუშაობდა, სწორედ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწია. თუმცა, გასულ სეზონსი კლოპმა დორტმუნდი დატოვა და ისვენებდა. ახლა გერმანელმა სპეციალისტმა ინგლისში გადაინაცვლა.
|
მარი მგალობლიშვილი 10.10.2015
"ევრო 2016"-ის შესარჩევი ეტაპის მე-9 ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო საშინაო შეხვედრა გიბრალტართან გამართა და გამარჯვებით დაასრულა. კახა ცხადაძის შეგირდებმა "დინამო არენაზე" სტუმრებს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.
|
მამუკა ნაცვალაძე 09.10.2015
ექსეტერში, "სენდი პარკზე", "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიო თასის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეოთხე მატჩი ითამაშეს და მიმდინარე მუნდიალზე მეორე გამარჯვება მიითვალეს.
|
მარი მგალობლიშვილი 08.10.2015
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა უკრაინული "დნიპრო" დატოვა და კარიერა ფრანგულ "რეიმსისში" გააგრძელა. კანკავამ ფრანგულ გამომცემლობას "ფრანს ბლუს" ინტერვიუ მისცა, სადაც ის საფრანგეთში მის ადაპტაციაზე, გუნდზე და საქართველოს ნაკრებზე საუბრობს.
|
მამუკა ნაცვალაძე 07.10.2015
დღეს ექსეტერში, სენდი პარკზე, "ბორჯღალოსნებს" მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მეოთხე მატჩი აქვთ. საქართველოს ეროვნული გუნდი ნამიბიას დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
|
მამუკა ნაცვალაძე 06.10.2015
კარდიფში, "მილენიუმზე", მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების დაპირისპირება მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიელებთან, თამამად შეიძლება ითქვას საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა გახდა ქართული რაგბის განვითარებისათვის.
|