მარი მგალობლიშვილი 02.05.2015
"ბარსელონას" არგენტინელი თავდამსხმელი ლეონელ მესი ჟურნალისტებს დიდად არ სწყალობს და ინტერვიუებს იშვიათად იძლევა. თუმცა, ორიოდე დღის წინ "ბარსას" მეგოლემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ინტერვიუ მისცა ესპანელ ჟურნალისტებს და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბა, მათ შორის პირად წარმატებებზეც.
|
მარი მგალობლიშვილი 01.05.2015
მიუხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, მანამდე პეპე გვერდიოლას შეგირდებმა გერმანიის ჩემპიონობა იზეიმეს, თუმცა კიდევ ერთ ტიტულს, გერმანიის თასს ვეღარ შესწვდნენ. მიუხენელები თასის ფინალში დორტმუნდის "ბორუსიასთან" დამარცხდნენ.
|
მამუკა ნაცვალაძე 30.04.2015
კოლორიტულმა იუპ კლოპმა დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის რანგში თავისი ბოლო "დერ კლასიკერი" მოიგო. გერმანიის თასის გათამაშების ნახევარფინალში "ალიანც არენაზე" პენალტების სერიით ჩემპიონობაგანაღდებული "ბაიერნი" მშრალად დაამარცხა 2:0 და ფინალში თამაშის უფლება გაინაღდა.
|
მამუკა ნაცვალაძე 29.04.2015
უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას, დიდი ალბათობით, ერთ-ერთი გამორჩეული ტრანსფერი იტალიელი მარკო ვერატის მადრიდის "რეალში" გადასვლა იქნება. როგორც მადრიდული "მარკა" იუწყება, "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უკვე მოსთხოვა ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველის შეძენა.
|
მარი მგალობლიშვილი 28.04.2015
"ლივერპულის" ვიცე-კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა. როგორც ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, მისი გუნდში დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი მთავარი მწვრთნელი როჯერსია.
|
მამუკა ნაცვალაძე 27.04.2015
ტურინის "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 12 წლიანი შესვენების შემდეგ იასპარეზებს. მაშინდელივით ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში იტალიური გრანდი მადრიდის "რეალს" შეერკინება.
|
მარი მგალობლიშვილი 25.04.2015
"ბაიერნის" ყოფილი თავდამსხმელი როი მაკაი სამშაბათს მიუნხენს ესტუმრა და ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც დაესწრო. შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი "ბაიერნის" ღირსებას 2003-07 წლებში იცავდა და მის შემადგენლობაში 100 გოლზე მეტი აქვს გატანილი.
|
მარი მგალობლიშვილი 24.04.2015
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩები გაიმართა, სადაც გამოვლინდა ნახევარფინალისტების ვინაობაც.
|
მამუკა ნაცვალაძე 23.04.2015
გაირკვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტთა ვინაობა - მიუნხენის "ბაიერნმა" ლიგის ნახევარფინალის საგზური ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. "ალიანც არენაზე" პეპე გვარდიოლას შეგირდებმა შანსი არ დაუტოვეს "პორტუს". გერმანელებმა სასტიკად იძიეს შური "დრაკონებზე" პირველ მატჩში წაგებისათვის (1:3) და დიდი ანგარიშით დაამარცხეს ისინი - 6:1.
|
მამუკა ნაცვალაძე 22.04.2015
დღეს მონაკოში "ლუი მეორესა" და მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" კიდევ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვევა. მადრიდის "რეალი" თანაქალაქელ "ატლეტიკოს" უმასპინძლებს, "მონაკო" კი ტურინის "იუვენტუსს" დაუხვდება.
|
მარი მგალობლიშვილი 21.04.2015
"მილანისა" და "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი, კაკა დღეს აშშ-ს ქდთ-ის ლიგაში "ორლანდოს" ღირსებას იცავს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამერიკულ გუნდში უკვე ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლიც გაიტანა.
|
მამუკა ნაცვალაძე 20.04.2015
ხვალ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის "რეალი" თანაქალაქელ "ატლეტიკოს" დაუხვდება. პირველი მატჩი "ვისენტე კალდერონზე" ნულოვანი ფრით დასრულდა.
|