მარი მგალობლიშვილი
16.05.2015

 მიუხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა. პეპე გვარდიოლას შეგირდები ნახევარფინალში "ბარსელონასთან" ორი მატჩის ჯამში 3:5 დამარცხდნენ. მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნმა" განმერებით შეხვედრაში გამარჯვება მოახერხა (3:2), ეს საკმარისი არ იყო ფინალში გასასვლელად.

მამუკა ნაცვალაძე
15.05.2015

 ჩემპიონთა ლიგის ფინალში 6 ივნისს ბერლინის "ოლიმპშტადიონზე" ტურინის "იუვენტუსი" კატალონიურ "ბარსელონას" დაუპირისპირდება. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულმა მატჩმა იტალიურ გუნდს 2003 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი მისცა. "რეალმა" ვერაფერი გააწყო "ბებერ ქალბატონთან" და მხოლოდ ფრეს დასჯერდა - 1:1, რაც კარლო ანჩელოტის შეგირდებისთვის, ტურინში "იუვენტუს არენაზე" 1:2 წაგების შემდეგ, არ იყო სასურველი შედეგი.

მამუკა ნაცვალაძე
14.05.2015

 მიუნხენში, "ალიანც არენაზე", გაირკვა ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა - კატალონიურმა "ბარსელონამ", მიუხედავად მარცხისა, 2011 წლის შემდეგ პირველად დაიბევა ევროპის ყველაზე პრესტიჟული გათამაშების გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება.

მარი მგალობლიშვილი
13.05.2015

 დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი გაიმართება, სადაც ფინალის საგზურისთვის მადრიდის "რეალი" და ტურინის "იუვენტუსი" იბრძოლებენ. შეგახსენებთ, რომ ამ კლუბების პირველ შეხვედრაში "სამეფო კლუბი" სტუმრად 1:2 დამარცხდა.

მარი მგალობლიშვილი
12.05.2015

 მადრიდის "რეალიდან" "მილანში" გადაბარგებულ დიეგო ლოპესს იტალიაში არც თუ კარგი სეზონი ჰქონდა. თუმცა, "როსონერიდან" ყველაზე გამორჩეული სწორედ ლოპესი გახლდათ.

მამუკა ნაცვალაძე
11.05.2015

 ხვალ ლისაბონში სტარტს აიღებს მსოფლიო ალაფის გათამაშება რაგბიში, რომელზეც 20 - წლამდელი ქართველი "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის (ყოფილი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი) საგზურის მოსაპოვებლად იასპარეზებენ.

მარი მგალობლიშვილი
09.05.2015

 ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "ბარსელონასთან" 0:3 დამარცხდა და განმეორებითი შეხვედრისთვის თავი საკმაოდ ცუდ დღეში ჩაიგდო. თუმცა, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ტიაგო ალკანტარა აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არაფერია დაკარგული.

მარი მგალობლიშვილი
08.05.2015

 ერიკ აბიდალის ამბავი მსოფლიოში ცნობილია - 2011 წელს "ბარსელონას" ფეხბურთელს ღვიძლის სიმსივნე დაუდგინდა, რის გამოც მისი კარიერა დროებით შეჩერდა.

მამუკა ნაცვალაძე
07.05.2015

 ტურინში, "იუვენტუს სთედიუმზე", გაიმართა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრა ადგილობრივ "იუვენტუსსა" და "რეალს" შორის. უაღრესად დაძაბული მატჩი "ბებერი ქალბატონის" გამარჯვებით დასრულდა 2:1. ეს "იუვენტუსისთვის" ევროთასებზე მოგებული საიუბილეო, 50-ე შეხვედრა გახლდათ.

მამუკა ნაცვალაძე
06.05.2015

 დღეს ბარსელონაში, "კამპ ნოუზე" შედგება სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში ერთმანეთს შეერკინებიან კატალონიური "ბარსელონა" და მიუნხენის "ბაიერნი".

მარი მგალობლიშვილი
05.05.2015

 ტურინის "იუვენტუსმა" სკუდეტო მოიპოვა და ჩემპიონობა იზეიმა, თუმცა ზეიმმა დიდხანს არ გასტანა, რადგან იტალიელებს დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ელით "რეალის" წინააღმდეგ. ზეიმის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი თუ ფეხბურთელები კომენტარებისას მხოლოდ ლიგის მატჩზე აკეთებდნენ აქცენტს.

მამუკა ნაცვალაძე
04.05.2015

 ხვალ "იუვენტიუს სტეიდიუმზე" ტურინში გაიმართება ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ნახევარფინალის პირველი შეხვედრა. იტალიური "ბებერი ქალბატონი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. ეს იქნება "იუვენტუსის" დაბრუნება ნახევარფინალში 12 წლის შემდეგ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×