მარი მგალობლიშვილი 18.04.2015
ანდრეა პირლომ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე 110 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 35 წლის ფეხბურთელმა მსოფლიო საკლუბო ტიტული ორჯერ მოიგო, თუმცა ეს "მილანთან" ერთად იყო. წლების შემდეგ "იუვეს" ნახევარმცველს სურს, რომ კვლავ აწიოს ჩემპიონთა ლიგის თასი.
|
მარი მგალობლიშვილი 17.04.2015
მაიკლ კერიკმა ინტერვიუ მისცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ გვერდს, სადაც ისაუბრა თუ როგორი გავლენა მოახდინა მისმა ჩრდილო-აღმოსავლურმა აღზრდამ და 15 წლის ასაკში ლონდონში გადასვლამ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე და რამ აქცია ის "იუნაიტედის" ნახევარდაცვის შეუცვლელ ფიგურად.
|
მამუკა ნაცვალაძე 16.04.2015
გაიმართა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი დღის პირველი მატჩები. "იუვენტუს სტედიუმზე" ტურინში "იუვენტუსმა" საეჭვო პენალით მოუგო ფრანგულ "მონაკოს" 1:0, "ვისენტე კალდერონზე" კი მადრიდული დერბი ადგილობრივ "ატლეტიკოსა" და მადრიდის "რეალს" შორის ნულოვანი ფრით დასრულდა.
|
მამუკა ნაცვალაძე 15.04.2015
დღეს "პარკ დე პრენსზე" ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება - ადგილობრივი პარი სენ ჟერმენი (პსჟ) კატალონიურ "ბარსელონას" დაუპირისპირდება. ეს წყვილი სხვა მეოთხედფინალებიდან გამორჩეულია, რამდენადაც ორივე გუნდს ევროპის უპირველესი საკლუბო ტურნირის მოგების ამბიცია გააჩნია.
|
მარი მგალობლიშვილი 14.04.2015
ხერარდ პიკე უეფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში საუბრობს ჩემპიონთა ლიგაზე და მის განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ნეიმართან, ლუის სუარესთან და ლეონელ მესისთან.
|
მარი მგალობლიშვილი 11.04.2015
ფერნანდო ტორესი წლების შემდეგ მადრიდის "ატლეტიკოს" დაუბრუნდა. ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერა სწორედ ამ გუნდში დაიწყო, იყო გუნდის კაპიტანიც, თუმცა შემდეგ კარიერა უკვე სხვადასხვა გუნდებში გააგრძელა. ბოლოს ტორესი "მილანში" ასპარეზობდა, საიდანაც "სახლში" დაბრუნდა.
|
მარი მგალობლიშვილი 10.04.2015
"რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა უეფას ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა, სადაც ის "სამეფო კლუბზე" საუბრობს. ფრანგი ფეხბურთელი იხსენებს 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილ გოლს - სწორედ ზიდანის გოლის წყალობით მოიგო მაშინ "რეალმა" მეცხრედ ლიგა.
|
მარი მგალობლიშვილი 09.04.2015
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ალვარო ალბელოამ, კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც მან ჟოზე მაურინიოსთან და იკერ კასილასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ესპანელი ფეხბურთელის თქმით, მისი და მაურინიოს სურათი თავის ოთახში აქვს ჩამოკიდებული და ეს მაურინიოსთან მეგობრობის ნიშანია. "არის შანსი თუ არა მისი "რეალში" დაბრუნების? ვიტყოდი, რომ მაურინო ძალიან კარგი მწვრთნელია და რატომაც არა" - განაცხადა ალბელოამ.
|
მარი მგალობლიშვილი 08.04.2015
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ნახევარფინალისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა თბილისის "დინამომ". თბილისელებმა "დინამო არენაზე" "ცხინვალს" უმასპინძლეს და ორი უპასუხო გოლიც გაუტანეს.
|
მამუკა ნაცვალაძე 07.04.2015
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ლაშა ჯაკობიამ კარიერის დასრულების შემდეგ ფოთის "კოლხეთში" სპორტულ დირექტორად დაიწყო მუშაობა.
|
მამუკა ნაცვალაძე 06.04.2015
საქართველოს 18 წლამდელი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსნები არიან. დავით ჩავლეიშვილის გუნდმა საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის გათამაშებაში უკან ჩამოიტოვა ევროპის ექვსი ერის 5 ნაკრები - მათ შორის ოთხივე ბრიტანული ქვეყანა და ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
|
მამუკა ნაცვალაძე 04.04.2015
დღეს ტულუზაში, "ერნესტ ვალონზე" ქართული რაგბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის ფინალში ჭაბუკი "ბორჯღალოსნები" საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.
|