მამუკა ნაცვალაძე 03.04.2015
ხვალ "ერნესტ ვალონსზე", ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ ტულუზას სტადიონზე, ევროპის ელიტ ჯგუფის ფინალური მატჩია საფრანგეთისა და საქართველოს 18 წლამდელებს შორის.
|
მამუკა ნაცვალაძე 02.04.2015
საქართველოს მორაგბეთა 18-წლამდელი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონის ფინალში გავიდა. პატარა "ბორჯღალოსნებმა" ალბიში გამართულ ნახევარფინალში უმძიმეს ბრძოლაში კიდევ ერთხელ გამოავლინეს საბრძოლო ხასიათი და იტალიის ნაკრები დრამატულ ნახევარფინალში შუთ-აუთების სერიით 5:4 დაამარცხეს.
|
მამუკა ნაცვალაძე 01.04.2015
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში 21 ტურის შემდეგ ორხელისუფლებიანობაა - თბილისის "დინამოსთან" ერთად 42-42 ქულით პირველ-მეორე ადგილს უმაღლესი ლიგის დებიუტანტი ბათუმის "დინამო" იყოფს. დებიუტანტის კვალობაზე მართლაც არაა ურიგო შედეგი, თუმცა ყველაზე მთავარია, რომ ეს წარმატება ფრაგმენტული არ იყოს და ზღვისპირელთა შედეგიანი გამოსვლა შეუქცევადი პროცესის განუყოფელი ნაწილი გახდეს.
|
მამუკა ნაცვალაძე 31.03.2015
ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა მორიგი მარცხი განიცადა - ამჯერად ფრიად საპატიო შედეგით მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის ეროვნულ ნაკრებთან 0:2.
|
მამუკა ნაცვალაძე 30.03.2015
ქართველმა 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - მონტობანში, სამხრეთ პირინეებზე, ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის მეოთხედფინალში უძლიერესი სარაგბო ქვეყნის, ირლანდიის თანატოლთა ნაკრები დაამარცხა და "ბებერი კონტინენტის" ოთხ საუკეთესო გუნდში მოიპოვა დამსახურებული ადგილი.
|
მარი მგალობლიშვილი 28.03.2015
საქართველოს ეროვნული ნაკრები 29 მარტს ევროპის ჩემპიონატის მორიგ შესარჩევ შეხვედრას გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. ეს ნაკრების ახალი მწვრთნელისთვის, კახა ცხადაძისთვის პირველი ოფიციალური შეხვედრაა. საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთები სრულად გაიყიდა, თამაში ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო-არენაზე" გაიმართება.
|
მარი მგალობლიშვილი 27.03.2015
კახა ცხადაძის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში წარმატებული აღმოჩნდა - "ჯვაროსნებმა" მალტას 2:0 სძლიეს. ეროვნული გუნდის თავკაცმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდი სხვა ტაქტიკით ითამაშებდა, ვიდრე აქამდე თამაშობდა და მართლაც ასე იყო.
|
მამუკა ნაცვალაძე 26.03.2015
გერმანული ფეხბურთის აღმავლობა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალმა დააგვირგვინა, ბრაზილიაში მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში მთავარი გმირი "ბაიერნის" ფეხბურთელი მარიო გიოტცე გახდა.
|
მარი მგალობლიშვილი 25.03.2015
საქართველოს ნაკრები მიმდინარე წელს პირველ ოფიციალურ შეხვედრას, ევროპის შესარჩევ მატჩს გერმანიის ნაკრებთან გამართავს. აღსანიშნავია, რომ "ჯვაროსანთა" თავკაცის კახა ცხადაძის დებიუტიც ოფიციალურ მატჩში გერმანიასთან იქნება.
|
მამუკა ნაცვალაძე 24.03.2015
"ნოუ კამპზე" მორიგი ელ-კლასიკო შედგა. პრიმერადივიზიონის 28-ე ტურის მატჩში კატალონიურმა "ბარსელონამ" 2:1 საკუთარ არენაზე დაამარცხა მადრიდის "რეალი" და პაპა კარლოს გუნდი ოთხქულიანი უპირატესობით ჩამოიტოვა.
|
მამუკა ნაცვალაძე 23.03.2015
ბუქარესტში, "ტრიუმფალურ თაღზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დამაჯერებლად ითამაშა, შანსი არ დაუტოვა მასპინძლებს რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს, მოიგო შეხვედრა 15:6 და ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფატორის მანტია მერვედ მოისხა.
|
მარი მგალობლიშვილი 21.03.2015
უკრაინის ჩემპიონატში ახლახან "ჩერნომორეცის" კარში გამარჯვების გოლით თავი გამოიჩინა ლუგანსკის "ზარიას" ქართველმა ფეხბურთელმა ჯაბა ლიპარტიამ. ვინაიდანაც ლუგანსკში საომარი მოქმედებებია, გუნდი ზაპოროჟიეში თამაშობს. როგორც ლიპარტია უკრაინულ გამომცემლობასთან ინტერვიუში აღნიშნავს, ეს მდგომარეობა სტადიონებზე გულშემატკივართა ნაკლებობითაც შეინიშნება. "ჩერნომორეცთან" მატჩში ჩვენმა მეკარე სანტინიმ მაყურებლების გადათვლაც კი შეძლო", - აღნიშნა ქართველმა ფეხბურთელმა.
|