მოსაზრება
04.03.2016

რამაზ გახოკიძე

თსუ-ს ბიოორგანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი,

სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

რედაქციისგან: არ წყდება საზოგადოებრივი დებატები ტრანს-ცხიმების და პალმის ზეთის პოტენციური მავნეობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ამას წინათ ჩატარდა სპეციალური სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სურსათის უვნებლობის განყოფილების გამგე, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი. ვრცელი მოხსენება გააკეთა სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა, პროფესორმა რამაზ გახოკიძემ. მოხსენების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა სპეციალისტებმა: ექიმებმა, ტოქსიკოლოგებმა, ჰიგიენისტებმა, გენეტიკოსებმა, კვების მრეწველობის ტექნოლოგებმა, წარმოების ხელმძღვანელებმა. რედაქციამ სთხოვა პროფესორ რამაზ გახოკიძეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოეთქვა თავის აზრი.

მოსაზრება
29.02.2016

პაატა კოღუაშვილი

საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი

სახელმწიფოს შექმნის უპირველესი ატრიბუტია - გარკვეული ტერიტორიის ფლობა, ხოლო სახელმწიფო სიძლიერის განმსაზღვრელია ამ ტერიტორიის სიმდიდრის დეტალური შესწავლა, მისი წარმატებული მართვა და შესაბამისად, ქვეყნის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. ეს ყველაფერი დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე და როგორ იმართება ყოველივე. აქედან გამომდინარე, მიწის მართვისა და აღრიცხვის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არათუ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის და საერთოდ კაცობრიობისთვის, მაგრამ დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და გადაუდებელი ჩვენთვის შეიქნა. საქმე ეხება საქართველოს მიწის ფონდის სახელმწიფოს მიერ განკარგვას, ანუ, უფრო კონკრეტულად, მიწის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის არარსებობას. მისული ვართ იმ სავალალო შედეგამდე, რომელსაც ჰქვია მიწის რესურსებზე სახელმწიფოს მიერ ერთიანი კონტროლის დაკარგვა

მოსაზრება
26.02.2016

პაატა კოღუაშვილი საქართველოს ს/მ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი

როგორც ცნობილია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა 1992 წელს დაიწყო, საქართველოს მთავრობის 1992 წლის 18 იანვრის #48, 1992 წლის 6 თებერვლის #128 და 1992 წლის 10 მარტის დადგენილებების საფუძველზე. ყველა სოფელსა და დაბაში იქმნებოდა მიწის რეფორმის კომისიები, რომლებიც ადგენდენ მიწის მიმღებთა სიებს იმ დროს მოქმედი ნორმატიული აქტის საფუძველზე. სიები მტკიცდებოდა რაიონულ კომისიაზე, რის შემდეგ ხდებოდა სახელმწიფო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტების გამოწერა და მიწის მესაკუთრეზე გადაცემა (შესაბამის ანაზღაურებით), რაც რეგისტრირდებოდა რაიონის მიწათმოწყობის სამსახურში.

მოსაზრება
26.02.2016

ანზორ საკანდელიძე თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

თბილისის მერიამ, როგორც იქნა, გადაწყვიტა დააწესოს ქალაქში თვითდინებაზე მიშვებული და კატასტროფამდე მიყვანილი სატაქსო მომსახურების გაუმჯობესებისათვის გარკვეული რეგულაცია. მერიის ამ ნაბიჯმა უკვე გამოიწვია თბილისელების კმაყოფილება და მძღოლთა უკმაყოფილება. ბოლო წლებში თანდათან გაიზარდა თბილისში "სატაქსაოდ" ჩამოსულთა გეოგრაფია: მცხეთა, გორი, რუსთავი, კასპი, ხაშური, ზესტაფონი და ამასწინათ ჩემი მშობლიური ქუთაისიდანაც ჩამოსული ტაქსის მძღოლიც კი შემხვდა.

მოსაზრება
22.02.2016

ავთანდილ კახნიაშვილი სამართლის დოქტორი

საქართველოს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ზიმოს" დირექტორის ზურაბ კიკნაძის განმარტებით, "ხეები გაიყიდა, როგორც მოძრავი ნივთები" და, რომ მას "აქვს ყველანაირი ნებართვა სამუშაოების წარმოებისთვის ".

მოსაზრება
19.02.2016

მერაბ ხმალაძე

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

უკანასკნელ პერიოდში საქართველოში გააქტიურდა ყურადღება გენდერული პრობლემებისადმი. ფაქტია, რომ კაციობრიობის ულამაზესი ნახევარი - ქალები - მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც, განიცდიან გარკვეულ დისკრიმინაციას. ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს აღირიცხა 650 მოძალადე მამაკაცი და 60 ქალი მაშინ, როდესაც მსხვერპლი აღმოჩნდა 87 მამაკაცი და 742 ქალი, ე.ი. 9-ჯერ მეტი. ქალები განიცდიან დისკრიმინაციას შრომის ანაზღაურებაშიც. მათი საშუალო ხელფასი საქართველოში შეადგენს 618 ლარს, ხოლო მამაკაცების - 980 ლარს.

მოსაზრება
15.02.2016

საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონებო, მოგმართავთ დიდი პატივისცემითა და მორიდებით ორივე თქვენგანს. მე არ მაქვს არც საფუძველი და არც სურვილი სხაგვარად თქვენთან მომართვისა, მიუხედავად იმისა, რომ ბატონ პრეზიდენტს ხუთჯერ მივმართე განცხადებით და არცერთზე პასუხი არ გამცა. მე ამ ფაქტს ვხსნი იმით, რომ ბატონი გიორგი მარგველაშვილი შეზღუდული იყო პრემიერის ქმედებებით და იმედი მაქვს, ასეთს ადგილი აღარ ექნება.

მოსაზრება
15.02.2016

თამაზ აქუბარდია

ეს ბიბლიური შეგონება რამდენიმე მიზეზის გამო წავუმძღვარეთ ამ პუბლიკაციას.

მოსაზრება
12.02.2016

ანზორ საკანდელიძე

თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

დღეს საქართველოს ეკონომიკაში მოძრაობს დაახლოებით 5 მილიარდი ლარის ფულის მასა. აქედან 1,5 მილიარდი ლარი დაუსაქონლებელია, რაც ზრდის ლარის ინფლაციურ რისკს. გარდა ამისა, ფულის ამ მასისა და დღევანდელი მშპ-ის შეფარდების მაჩვენებლით საქართველო 600-700%-ით ჩამორჩება ევრო-ატლანტიკური ქვეყნებისა და იაპონიის მაჩვენებლებს. ეს კი ჩვენს ქვეყანაში იწვევს ფულის მწვავე შიმშილს, საწარმოთა საბრუნავი სახსრების კატასტროფულ უკმარისობას, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მასობრივად დაქვეითებას კრიტიკულ ნიშნულამდე და მთელი სამრეწველო პოტენციალის სტაგნაციას. ამ ფინანსური კრიზისის მნიშვნელოვნად განეიტრალებისთვის 2005 წელს ხელისუფლებას ამაოდ შევთავაზეთ აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ შესწავლილი უპროცენტო ემისიური დაკრედიტების შემდეგი პროგრამა:

მოსაზრება
08.02.2016

რომის პრაქტიკულად პირველი დიქტატორის, ლუციუს კორნელიუს სულას წინაპარი, ვინმე პუბლიუს კორნელიუს რუფინი კონსული იყო ძვ. წ. 290-277წწ., ანუ მთელი 23 საუკუნის უკან. იგი სენატიდან გაძევებულ იქნა იმის გამო, რომ დაარღვია კანონი "ფუფუნების შესახებ". კერძოდ, ცენზორმა აღმოაჩინა მის სახლში იმაზე მეტი ვერცხლის ჭურჭელი, ვიდრე კანონით იყო დადგენილი მისი სტატუსის მქონე პიროვნებისათვის. დაუჯერებელია! 23 საუკუნის წინათ, ხალხნო, 23 საუკუნის წინათ!

მოსაზრება
08.02.2016

ავთანდილ კახნიაშვილი  სამართლის დოქტორი

როგორც რიგითი მოქალაქე და იურისტი, დაინტერესებული ვარ, საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს და ქვეყანაში რეალური რეფორმები გატარდეს, ხოლო სასამართლო რეალურად დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ხელისუფლებად იქცეს. ამ მიზნით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო გვენეტაძეს არჩევისთანავე წარვუდგინე წინადადებები საქართველოში რეალური სასამართლო რეფორმის ჩასატარებლად. მოგვიანებით იგივე წინადადებები საქართველოს პარლამენტს, იუსტიციის მინისტრს და პრეზიდენტსაც გავუგზავნე.

მოსაზრება
05.02.2016

პაატა კოღუაშვილი პროფესორი

საქართველო უძველესი, თვითმყოფადი აგრარული კულტურისა და საკვებმოპოვების მოწინავე გამოცდილების ქვეყანაა. ქართველი ერის კვების ტრადიციები წინა აზიურ სივრცეში ყალიბდებოდა, რომელიც სამართლიანად ითვლება უძველესი მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის განვითარების კერად. ისტორიულად ჩამოყალიბებული კვების ხალხური, ტრადიციული სისტემა კვლავაც ყოფითი კულტურის ფენომენად რჩება. მასში ვლინდება საციცოცხლო უზრუნველყოფის კულტურის მემკვიდრეობითი ფასეულობანი, ეთნოსის დამახასიათებელი თვისებები (ეთნოკულტურა) და ეროვნული თვითშეგნება. ტრადიციულ საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნილება ქართველებში გენეტიკურია, იგი ათასწლეულების მანძილზე იხვეწებოდა როგორც გემოვნება და მკვიდრდებოდა როგორც კვების ხასიათი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×