მოსაზრება 13.11.2015
პაატა კოღუაშვილი პროფესორი
დემურ ბახტაძე პროფესორი
პურეულ მარცვლეულს მიეკუთვნება - ხორბალი, ჭვავი, შვრია, ქერი და სიმინდი. ეს მარცვლეული კულტურები ბუნებაში ველური სახით არ არსებობს. მიიჩნევენ, რომ ისინი წარმოშობილი უნდა იყვნენ 10-15 სახის სხვადახვა მცენარისაგან, რომელთა უმრავლესობა სადღეისოდ გადაშენებულია. ატლანტოლოგები ვარაუდობენ, რომ ადამიანის მიერ ამ კულტურების გამოყვანა უნდა მომხდარიყო წარღვნამდე დიდი ხნით ადრე მითიურ "ატლანტიდაზე".
|
ზვიად შვანგირაძე 11.11.2015
დღეს 2015 წლის 11 ნოემბერია, გვიანი შემოდგომის თითქოს არაფრით გამორჩეული თარიღი. სინამდვილეში კი, გიორგობისთვის ერთმა ნაცრისფერმა დღემ მნიშვნელოვნად შეცვალა ქართული ჟურნალისტიკის, საზოგადოების და გარკვეულწილად მთელი ქვეყნის განვითარება. საქმე ისაა, რომ 25 წლის წინათ, 1990 წლის 11 ნოემბერს დაიბადა გაზეთი "რეზონანსი".
|
გია იაკობაშვილი 11.11.2015
"იყიდება ერთოთახიანი სუფთა ბინა, რკინის კარებით, მანქანის გასაჩერებელი ადგილით, მეტრო "დელისთან". ფასი 1900 დოლარი. ტელ 95-46-62. იკითხეთ მერაბა" - ასეთი იყო პირველი ტექსტი, რომელიც "რეზონანსში" გამოვაქვეყნე. 1995 წლის გაზაფხული იდგა, თავიდან ვიწყებდით ცხოვრებას, მშენებლები არავის სჭირდებოდა, უმუშევარი ვიყავი და კვირაში ორჯერ-სამჯერ მარჯანიშვილზე "რეზონანსის" სარეკლამო განყოფილებაში შევირბენდი ხოლმე. იქაურებს ვიცნობდი, სახლთანაც ახლოს იყო. თან მომწონდა, იქ რომ რაღაცას დაბეჭდავდნენ და მე უკვე ვიცოდი ის, რაც მეორე დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუნდაც ისეთი ყველაზე უბრალო რამ, როგორიც არის განცხადება ბინის გაყიდვის შესახებ.
|
ლელა ოჩიაური 11.11.2015
25 წლის "რეზონანსი"! ასეთ დროს ამბობენ ხოლმე - "რა დრო გასულა!", "როგორ სწრაფად გაირბინეს ამ წლებმა", "უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი!". ნამდვილად ასეა, მაგრამ რამდენი რამ მოხდა ამ ხნის განმავლობაში, ცხოვრებაში, ქვეყანაში, საზოგადოებაში და დღეს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის 25 წელიწადს ჩვენი გაზეთის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხარისხისა და დასახელების ქაღალდზე დაბეჭდილი მასალები ინახავს.
|
გიორგი კალანდაძე 11.11.2015
სამსახურის ძიებისას განსაკუთრებული დაკვირვება გმართებს - შენმა არჩევანმა, შესაძლოა, განსაზღვროს შენი მომავალი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. არ ვიცი, სხვასთან ეს როგორაა, თუმცა, ჩემთან ეს წესი 100 პროცენტით მუშაობს.
|
ელისო ჩაფიძე 11.11.2015
არასდროს მიოცნებია პოლიტიკოსობაზე. პოლიტიკაში ყოფნა უბრალოდ, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, ემსახურო საკუთარ ხალხს, იმ ადამიანებს, ვისი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლაც გინდა. პოლიტიკაში ყოფნა შესაძლებლობაა, შეცვალო სამყარო ისე, როგორც შენს წარმოდგენებში გინდოდა, ყოფილიყო შენი ქვეყანა.
|
ზაალ ანჯაფარიძე 11.11.2015
თითქმის დეტალურად მახსოვს, როგორ მივედი 1992 წლის დეკემბრის ბოლოს, ერთ სუსხიან დღეს ჩემი სტატიით "რეზონანსის" რედაქციაში, რომელიც მაშინ აღმაშენებელზე მდებარეობდა, "თბილქალაქპროექტის" შენობის ორ ოთახში.
|
თორნიკე შარაშენიძე 11.11.2015
ახლახან ერთ-ერთ საინტერესო წიგნში ამოვიკითხე, რომ ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის 10 000-საათიანი პრაქტიკაა საჭირო. იმავე პერიოდში ჩემი მეორე წიგნი გამოვიდა, რომელიც ბევრმა შემიქო და მე მაშინვე 10 000-საათიანი პრაქტიკის ამბავი გამახსენდა და მერე ისიც გამახსენდა, სად მივიღე ეს პრაქტიკა (მთლიანად თუ არა, დიდი ნაწილი მაინც) - "რეზონანსში"!
|
ზაალ გიგინეიშვილი 11.11.2015
1993 წელი იქნებოდა, ახლანდელ გალაკტიონის ხიდზე გადავდიოდი ვერიდან იქეთ, რომ შემხვდა უნივერსიტეტის რაგბის გუნდის კაპიტანი, ქუთაისელი ლაშა და მითხრა, "რეზონანსის" რედაქტორად დავინიშნე და რამეს ხომ არ დაგვიწერო. ვერა-მეთქი, "სარბიელი" უნდა აღდგეს და ჯამაგირსაც გვიხდიან. მერე და მერე ლაშა მგონი, ტორონტოში წავიდა და პროფესორი გახდა, მე კი რომ დამჭირდა ფსევდონიმი, "რეზონანსის" ხათრით "რეზო ნემსაძე" ავიღე.
|
მოსაზრება 09.11.2015
|. ფედერალური სახელმწიფო მოწყობა, ანუ სახელმწიფოს იურიდიულად და პოლიტიკურად დაყოფილობა ორ ან მეტ ტერიტორიულ ერთეულად, რომელთაც საკუთარი პოლიტიკური ნება და შესაბამისი უფლებამოსილებები აქვთ, არის სახელმწიფოს ერთიანობის პარალიზაცია, რომლის ხარისხი პროპორციულია ხსენებულ ფედერალურ ერთეულთა უფლებამოსილებების მოცულობისა.
|
მოსაზრება 06.11.2015
ანზორ საკანდელიძე
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში განხილვისთვის წარადგინა ქვეყნის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, სადაც პენსიონრების პენსია, მიუხედავად ლარის დღევანდელი მნიშვნელოვანი გაუფასურებისა, უცვლელია და ისევ 160 ლარი რჩება. მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ ოპოზიციას უდიდესი პოლიტიკური კოზირი უვარდება ხელთ. ეს რომ არ მოხდეს, ხელისუფლებას ვურჩევთ, კრიტიკულად გადახედოს 2004 წელს მაშინდელი ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ საგადასახადო რეფორმებად შეფუთულ საგადასახადო "აფიორას", აღადგინოს ამ ვაირეფორმებამდე არსებული 30%-იანი სოციალური გადასახადი და პენსიები გაზარდოს 100 აშშ დოლარამდე.
|
მოსაზრება 05.11.2015
ანზორ დუნდუა 2014 წლის 17 ივნისს საქართველოს მთავრობამ მიიღო #400 დადგენილება, "საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის "საქართველო 2020" დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე", რომლითაც სამინისტროებს და მთავრობას დაქვემდებარებულ შესაბამის უწყებებს დაევალათ შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები (ცხადია ენერგეტიკის სფეროშიც), მაგრამ ვიდრე უშუალოდ ენერგეტიკის საკითხებზე გადავიდოდე, უნდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებში, რომლებსაც თითოეული დარგისათვის გზამკვლევის როლი აკისრია, ყველა ის ძირითადი ინდიკატორი უნდა იყოს გამოყენებული, რომელსაც, შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულების შემთხვევაში, კონკრეტული შედეგების მოტანა შეუძლია.
|
|