მოსაზრება
02.11.2015

ნოდარ ნათაძე

2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილმა უნიათო ოპოზიციის უნიათო მიტინგი დააარბია მხუთავი გაზით, რომელიც "ცრემლმდენად" გამოცხადდა (მისგან გამოდე-ნილი ცრემლი არავის გვახსოვს, ფილტვების ლამის მახრჩობელა სპაზმი კი - ძალიან ბევრს). ამ უნიჭოსა და ბარბაროსულ აქტს თითქოს აზრი არ უჩანდა: მიტინგი არანაირ საშიშროებას არ უქადდა არც სააკაშვილის ძალაუფლებას, არც, მით უმეტეს, სახელმწიფოს. მისი აზრი შემდეგღა გამოჩნდა:

მოსაზრება
30.10.2015

პაატა კოღუაშვილი

პროფესორი

აგრარული სექტორის ეკონომიკური ანალიზი ნათლად წარმოაჩენს ქართული სოფლისა და მისი მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას: გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილი არიან მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის - შპს-ს სახით, მოგების გაზრდის მიზნით ახდენენ გლეხობისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვას რაც შეიძლება დაბალი ფასით. ეს კი ხშირ შემთხვევაში, ვერ ანაზღაურებს პროდუქციის წარმოებაზე გაწეულ დანახარჯებსაც. ისინი, პრაქტიკულად, გადაიქცნენ გადაულახავ ბარიერად გლეხობასა და თავისუფალ ბაზარს შორის. ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც გამოწვეულია საბჭოთა ეპოქიდან გადმოყოლილი სასოფლო-სამეურნეო სისტემის არასწორი, ორგანიზაციული მოწყობით, მნიშვნელოვანწილად გახდა საფუძველი, ერთი მხრივ, სოფლებიდან მოსახლეობის გაძლიერებული მიგრაციისა და მეორე მხრივ, აგრარული წარმოების პარალიზებისა.

მოსაზრება
30.10.2015

1990 წლის 28 ოქტომბერს ხალხის ერთსულოვანი ნებითა და დემოკრატიული პროცედურის სრული დაცვით არჩეულმა უზენაესმა საკანონმდებლო ორგანომ - საქართველოს უზენაესმა საბჭომ - ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა გახსნა, თავისუფლების ეპოქა. ეს არ იყო შემთხვევითი: ეს იყო პირველი არჩევნები 1921 წლის შემდეგ, რომელშიც ხალხის ნება აისახა.

მოსაზრება
26.10.2015

 გიორგი გიგაური

ხელოვნებათმცოდნე, ეთნოგრაფი

"არა უწიგნურნ იყვნენ ქართველნი ვიდრე ფარნავაზამდე

არამედ იგინიცა წერდნენ უხუცესთა მათ წერილითა"

 (მატეანე შემეცნებათა)

გრაკლიანის წარწერა ჯერ ბოლომდე არაა გამოჩენილი და უკვე დიდი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში. სპეციალისტებისგან თუ არასპეციალისტებისაგან წარმოიშვა არაქართული ვერსიებიც, ნიშანთა მსგავსების გამო, არამეულთან თუ სემიტურთან და სხვა. ჩვენი წერილიც სწორედ ამიტომაც დაიწერა და გვინდა ჩვენი მოკვლევის მიმართულებაც გავაცნოთ სპეციალისტებს და მივანიშნოთ საკითხის სერიოზულობის დონე. სწორი კვლევა უმთავრესია მეცნიერებაში და მათ შორის პალეოგრაფიაში.

მოსაზრება
23.10.2015

ოთარ შავიშვილი

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მზია ბრეგვაძე

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ექიმი

"საგადასახადო კოდექსის" თანახმად, გადასახადი წარმოადგენს ბიუჯეტებსა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდში (საპენსიო ფონდში) სავალდებულო შენატანს, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი. გადასახადები, როგორც განაწილებითი ურთიერთობის ნაწილი, გამოხატავს ეკონომიკური კანონების მოთხოვნებს.

მოსაზრება
21.10.2015

ლაშა დვალი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს მთავრობის მიერ "გაზპრომთან" დაწყებული მოლაპარაკებები ქვეყნის ღალატად შერაცხოს. არადა, წინა ხელისუფლების დროს, როცა ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რუსეთთან გაზზე საუბარს აღარ ვაპირებთო, რეალურად ისევ "გაზპრომზე" ვიყავით ჩამოკიდებული. უფრო მეტიც, 2008 წლის ომის დროსაც გაზს რუსეთიდან ვიღებდით.

მოსაზრება
19.10.2015

როგორც საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, რელიგიური უმცირესობის ნაწილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ისინი ითხოვენ საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლების გაუქმებას, რომლებიც, სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს ჩვენს ეკლესიას.

მოსაზრება
15.10.2015

2003 წლის შემდგომი პერიოდი დამანგრეველი აღმოჩნდა საქართველოს აკადემიური სამეცნიერო სისტემისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მოშალა ყველა არსებული სტრუქტურა და პოლიტიკური სანდოობის მიხედვით მაქსიმალურად შეცვალა ამ ეროვნული ინსტიტუტების ადმინისტრაციული და აკადემიური შემადგენლობა, ულმობლად გაანადგურა ადამიანური და მატერიალური რესურსები...

მოსაზრება
12.10.2015

სამშობლოს დაცვა ადამიანის წმინდა მოვალეობათა რიცხვს ეკუთვნის. სამშობლო, ანუ თავისი ერის სახელის მატარებელი ქვეყანა, რომელშიც ხორციელდება და უნდა ხორციელდებოდეს ამ ერის მარადიული თავდამკვიდრება, როგორც წარსული და მომავალი ისტორიის პრინციპულად თანასწორუფლებიანი სუბიექტისა და როგორც კაცობრიობის ერთობლივი სადღეისო სისტემის მონაწილე ერთ-ერთი სუბიექტისა, ადამიანისათვის ერთ-ერთი ე.წ. აბსოლუტური, ანუ სხვა ღირებულებებზე არდახურდავებადი ღირებულებაა და ასეთად დარჩება მუდამ.

მოსაზრება
09.10.2015

ანზორ საკანდელიძე

თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

უხსოვარი დროიდან დღემდე მსოფლიოში მატერიალურ დოვლათსა და სიმდიდრეს, ძირითადად, ქმნიდნენ მცირე მეწარმეები, რომლებიც ყველა დროსა და ეპოქაში სარგებლობდნენ ხელისუფლების დიდი მხარდაჭერით. ცნობილია, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2100 წელს ბაბილონის მეფე ხამურაბმა მეწარმეთა (რომლებიც უმეტესად მცირე მეწარმეებს წარმოადგენდნენ) დასაცავად 300 კანონისგან შემდგარი კოდექსი შემოიღო. წარმოიდგინეთ, ძველი წელთაღრიცხვით 21-ე საუკუნეში ბაბილონში მცირე მეწარმეს იცავდა 300 კანონი! 42 საუკუნის შემდეგ კი, ახალი წელთაღრიცხვით 21-საუკუნეში, საქართველოში მცირე მეწარმეს იცავდა ჩვენი დიდი ძალისხმევით 1999 წელს მიღებული ერთადერთი კანონი და ცნობილი ეკონომიკური მკვლელის, ნოღაიდელის უდიდესი ზეწოლით სააკაშვილის ხელისუფლებამ 2006 წელს ისიც გააუქმა!

მოსაზრება
08.10.2015

თამაზ აქუბარდია

ეკონომიკის თეორიიდან უკვე პირველკურსელებმაც კი იციან, რომ არსებობს დეკრეტული ფული და საქონლური ფული. დეკრეტულ ფული იმით განსხვავდება საქონლური ფულისგან, რომ მას თავისთავად არავითარი ღირებულება არ გაჩნია. იგი უბრალოდ "ქაღალდის ნაგლეჯია", რომელსაც თავისთავად არავითარი ღირებულება არა აქვს, გარდა მის დასამზადებლად დახარჯული შრომისა, რომლის ფასი რამდენიმე თეთრი შეიძლება იყოს და იგი მანამ ასრულებს ფულის ფუნქციას, სანამ სახელმწიფო ამის საჭიროებას ხედავს.

მოსაზრება
28.09.2015

თამაზ აქუბარდია

  დღეს ლარის გაუფასურება დოლარის მიმართ, პირველ რიგში, ენერგომატარებლებზე აისახა, - ელექტროენერგიაზე, გაზზე და საწვავზე, ანუ, იქ, სადაც ისტორიულად ყველაზე დიდი ფული კეთდებოდა და კეთდება და რომელთა პატრონები ტრანსნაციონალური კომპანიების სათავეებთან დგანან და მათ წინააღმდეგ "გაფართხალება" არა თუ პიროვნებებს, არამედ ქვეყნებსაც წაშლის მსოფლიო რუკიდან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×