მოსაზრება 11.12.2015
პაატა კოღუაშვილი პროფესორი
2005 წლამდე საქართველოში ყოველწლიურად ხდებოდა მიწების აღრიცხვა მიწის დანიშნულებისა და კატეგორიების, რაიონების, მხარეების, მიწის მესაკუთრეთა და მოსარგებლეთა მიხედვით. ამ მიზნით, ყოველი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, რაიონის გამგეობა ამტკიცებდა მიწის ბალანსს, რომელიც შემდეგ განიხილებოდა საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის, დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მიერ და მტკიცდებოდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელშიც მოცემული იყო მიწის რაციონალურად მართვის რეკომენდაციები.
|
მოსაზრება 10.12.2015
საქართველოს ხელისუფლებაში კოალიცია "ქართული ოცნების" მოსვლისას მეც გამიჩნდა ილუზია, რომ გამარჯვებულებს, "ნაციონალებისაგან" განსხვავებით, ჩემს დიდ საწუხარს (სამეცნიეროს) გავაგებინებდი.
|
ღია წერილი 07.12.2015
ჩვენს ვალად და უფლებად ვრაცხთ გავაცხადოთ ჩვენი აზრი საქართველოს დღეს მოფუნქციე ერთ-ერთი მინისტრის - პ. ზაქარეიშვილის - ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლის გამო "მაესტროს" ეთერში.
|
ღია წერილი 07.12.2015
ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ გამოჩენილი ქართველი კინოხელოვანი გიორგი ნიკოლოზის ძე შენგელაია დაინიშნა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორად, რამაც ძალიან გაგვახარა. ისიც შევიტყვეთ, რომ გიორგი შენგელაია ქართული კინოს ტრადიციების აღდგენას დაჰპირდა ჩვენს ხალხს, რაც დღევანდელობაში ჰაერივით სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვჯეროდა, რომ ის ამას გააკეთებდა.
|
მოსაზრება 04.12.2015
რამაზ გახოკიძე
საერთაშორისო ქიმიური საზოგადოების წევრი
როგორც წინა წერილში აღვნიშნავდით, ღვინო შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს. დიდმა წმინდანმა სვიმონ მესვეტემ ათეულობით წელიწადი ქვის სვეტზე ფეხზე მდგომმა გაატარა. მის საკვებს მხოლოდ პურის ნამცეცები შეადგენდა, რომელსაც წმინდანი ღვინოში ასველებდა და ისე ჭამდა. კავკასიონზე მიჯაჭვული ამირანის ლეგენდას მრავალი ინტერპრეტაცია აქვს. სვანური ლეგენდის მიხედვით, ზევსმა ამირანი (პრომეთე) იმ კლდეზე მიაჯაჭვა, რომელიც ღვინით სავსე უზარმაზარი ჭური იყო. ამირანი ასწლეულების განმავლობაში ამ უზარმაზარი ქვევრიდან მწვეთავი ღვინის წვეთებით საზრდოობდა.
|
მოსაზრება 03.12.2015
გიორგი გოგუა
არ არსებობს გზა მშვიდობისკენ,
თავად მშვიდობაა გზა
მაჰათმა განდი
თემა, რომელზედაც ახლა უნდა ვწერო, ისტორიული თვალსაზრისით იმდენი ხსნისაა, რამდენისაც გახლავართ მე და ისეთივე სენსიტიური, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა, გადაულახავი პრობლემები. ვგულისხმობ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებს, ვინაიდან დევნილობა და კონფლიქტით გაყოფილი საზოგადოება უპირველესად ჩემში ამ ასოციაციას იწვევს.
|
წერილი 02.12.2015
ნამდვილად არ ვაპირებდით პასუხს ბატონი გიორგი შენგელაიას არაერთ ცილისმწამებლურ და დაუსაბუთებელ გამოსვლებზე, თუნდაც მისი გადაღებული ფილმის - "ალავერდობის" ხათრით, მაგრამ...
|
მოსაზრება 30.11.2015
Ab homine locusorantur, non homo loco! ო, როგორ მხიბლავს არჩევნების წინ დაპირებების ოქროსებრ ცვენა, და მერე, როგორც ნამუსახდილის, თვალცრემლიანი თავის მართლება. თამაზ აქუბარდია რომაელთა ეს გენიალური შეგონება ათასწლეულებს ითვლის და მისი არსი განსაკუთრებით არჩევნების წინ მოჩანს მთელი სიცხადით, როდესაც უკლებლივ ყველა ხელისუფალი ყველანაირად ცდილობს ამომრჩეველს დაუმტკიცოს, რომ ის ამშვენებს სკამს და არა სკამი მას. რაც შეეხება ზემოთ მოყვანილ ორსტროფიან "ინტერმეცცოს", ათას ბოდიშს ვუხდი გალაკტიონის უჭკნობ გენიას, აქ მხოლოდ მისი ლექსის განუმეორებელი წყობის მუსიკაა გადმოტანილი!
|
მოსაზრება 27.11.2015
რამაზ გახოკიძე
ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი
დიდი ექიმი ჰიპოკრატე ამბობდა: "ღვინო სასწაულებრივად ეგუება ჯანმრთელობასაც და ავადმყოფობასაც, თუ იგი დროულად დაინიშნება სათანადო რაოდენობით". მან შეადგინა ღვინოების კლასიფიკაცია და მიუთითა რომელი ღვინო, როგორი პროპორციით და რა დაავადების დროს უნდა იქნას გამოყენებული. შინაგანი მოხმარების გარდა, ძველბერძენი მკურნალი რეკომენდაციას იძლეოდა ღვინო გამოყენებული ყოფილიყო კომპრესებისთვის, ჭრილობის სამკურნალოდ, ასევე რევმატული ტკივილების დროს. ძველმა ბერძნებმა შემოიღეს ტერმინი: "სამედიცინო ღვინოები". ღვინის სამკურნალო თვისებებზე წერდნენ: გალენი, ავიცენა, პარაცელსი და სხვები. "ღვინო ყველაზე ჯანმრთელი და ჰიგიენური სასმელია", - აღნიშნავდა ლუი პასტერი.
|
მოსაზრება 23.11.2015
თამაზ აქუბარდია
რომაელთა ეს შეგონება, თუ არისტოტელეს შეხედულებებს მევახშეთა მიმართ გავიზიარებთ, ყველაზე ზედმიწევნით ბანკებს შეეფერება, - ო, ღმერთო, მიხსენი ლომის ხახისგან! და მართლაც, ბანკები საერთოდ, და, განსაკუთრებით ჩვენთან, ბიზნესის კეთების ყველაზე წარმატებულ საქმიანობად იქცა, რადგანაც ისინი, სულ უკანასკნელ პერიოდამდე, საბანკო მომსახურების გარდა, სულ ცოტა 65 სახეობის ბიზნეს-საქმიანობას ეწეოდნენ, რომელთა უმრავლესობა ძალიან შორს არის საბანკო საქმიანობისაგან.
|
მოსაზრება 23.11.2015
ბადრი რამიშვილი პროფესორი ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა იმ ვითარებამ რაც სადღეისოდ მსოფლიოში სუფევს და რომელიც გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ეგზისტენციალურ საფრთხეებს უქმნის ჩვენს სამშობლოს. საფრთხეების ფონზე საქართველოს მთავრობამ გულდასმით უნდა გაანალიზონ ის მოვლენები, რაც კალეიდოსკოპური რეჟიმით ცვლის მსოფლიო გეოპოლიტკურ ლანდშაფტს. ქვემოთ ქრონოლოგიური მიმდევრობით ჩამოვთვლი იმ ფაქტებს, რაც ამ ბოლო ხანებში მსოფლიოში მოხდა და რაც ჩემი აზრით რადიკალურად (შეიძლება ფატალურადაც კი) შეცვლის იმ ცივილიზაციურ კლიშეს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრდა.
|
ღია წერილი 16.11.2015
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს,
ბატონ ივანე კიღურაძეს
ღია წერილი
მოგმართავთ ქვემოთ ხელმომწერი ავტორიზებული კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწსებულებები და გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ პრობლემებზე, რომელიც წლების განმავლობაში დგას პროფესიული განათლების წინაშე და, სამწუხაროდ, ბოლო 2 წელია, კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით იჩინა თავი.
|
|