მოსაზრება
06.07.2015

ვერეს ხეობაში სულ ახლახანს მომხდარი დამანგრეველი სტიქიის შემდეგ, თბილისის ამ მნიშვნელოვანი ტერიტორიის მიმართ საზოგადოების ინტერესი ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე გამოითქმის უამრავი მოსაზრება ვერეს ხეობის შემადგენელი ზონების ზოოპარკისა და მზიურის უახლოესი და პერსპექტიული განვითარების თაობაზე.

მოსაზრება
06.07.2015

13 ივნისის მოვლენების დროს ფსიქოლოგების ჩარევა გარდაუვალი გახდა. 110 დაზარალებული და გადაადგილებული ოჯახების წევრებიდან თითქმის ყველამ თავად მოითხოვა ფსიქოსოციალური დახმარება.

მოსაზრება
04.07.2015

გურამ ცინცაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

ჰიდროლოგიის თვალსაზრისით მდინარე ვერე ძნელად პროგნოზირებადი მდინარეა. 1987 წ წყლის სახელმწიფო კადასტრის მონაცემების თანახმად მდ. ვერეს საშუალო წლიური ხარჯია ღ!1,17 კბ/მ წამში, დაფიქსირებული მაქსიმალური ხარჯი ღ!57,6 კბ/მ წამში, მინიმალური ღ!0,06 კბ/მ წამში. წყალშემკრები აუზის ფართი 190,1 კვ/კმ-ია, მდინარის სიგრძე 38,5 კმ, ჩამონადენის საშუალო მოდული 7 ლიტრი კვ/კმ. ბეთანიას და ბაგებს შორის მდინარის საშუალო ქანობია შ!0,0158. 13 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მდ. ვერეს წყალსაზომ პოსტზე წყლის ხარჯი, სავარაუდოდ, ღ!500 კბ/მ წამში იყო, რამაც დიდი მსხვერპლი და მატერიალური ზარალი მიაყენა თბილისს სვანიძის ქუჩიდან მტკვრის სანაპირომდე.

მოსაზრება
01.07.2015

პაატა კოღუაშვილი პროფესორი

ანზორ მესხიშვილი ეკონომიკის დოქტორი

ბოლო დროს აშკარა და თვალნათელი გახდა, რომ მიწის კანონებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია გასატარებელი. ამ პროცესის დაწყება საჩქარო და აუცილებელია. ამიტომაც საზოგადოებას ვთავაზობთ კონკრეტულ ნაბიჯებს საკანონმდებლო ბაზის მოსაწესრიგებლად.

მოსაზრება
29.06.2015

ნოდარ ნათაძე

რუსეთის იმპერიაში ყოფნის მთელი 190 წლის მანძილზე საქართველო მასში შემავალ ქვეყანათა შორის განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქართველებისა და მათი ქვეყნის ფეხზე დაყენება რომ იმპერიის გეგმებში არ შედიოდა, ეს მაშინვე გამოჩნდა. სათანადო პოლიტიკა, სხვა მრავალ პარამეტრთა შორის, მოიცავდა საქართველოს ტერიტორიაზე არა ერთი და არა ორი არაქართველი ეთნოსის გამრავლება-მოშენება-აყვავებასაც ქართველების პოზიციების ხარჯზე.

მოსაზრება
27.06.2015

ავთანდილ კახნიაშვილი

სამართლის დოქტორი

"რევოლუციური" საქართველო კვლავ მსოფლიოს ყურადღების ცენტში აღმოჩნდა. ის, რომ ამომრჩეველთა ზუსტი რიცხვი დღემდე ვერ დაგვიდგენია და ე.წ. მკდარი სულებით არის სავსე, ყველამ იცის. ისიც ფაქტია, საყოველთაოდ აღიარებული "სამართლიანი კონკურენციის პრინციპის" დაცვით, ვერც არჩევნებს ვატარებთ და ვერც კონკურსებს. ამასთან, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმებიც არ გაგვაჩნია და "სამართლინობის აღდგენაშიც" სერიოზულად მოვიკოჭლებთ.

მოსაზრება
26.06.2015

"დამღალა მონებზე ბატონობამ"

ფრიდრიხ ||

თამაზ აქუბარდია

მიმდინარე წელს ლართან დაკავშირებული პერიპეტიები ნათლად გვიჩვენებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ იქ, სადაც ეს შესაძლებელია, დოლარი ლარმა ჩაანაცვლოს. ცხადია, ეს ჩანაცვლება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით უნდა მოხდეს და აქ ხელისუფლებას შეუძლია თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას.

მოსაზრება
24.06.2015

რამაზ გახოკიძე

საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი,

ტექნიკური პროგრესი სულ უფრო მეტ ახალ მიღწევას სთავაზობს კაცობრიობას, რაც ერთი შეხედვით კეთილი მიზნით ხდება - გააიოლოს და უფრო კომფორტული გახადოს ჩვენი ცხოვრება. ადამიანი ცხოვრების საკმაო ნაწილს სამზარეულოში ატარებს, რომელიც მავნე ფაქტორების ზემოქმედების ერთობლიობით მავნე წარმოებას შეიძლება შევადაროთ. სამზარეულო ყველაზე საშიში ადგილია სახლში. სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება არა საკვებით, არამედ ჭურჭლით და სამზარეულო ნივთებით, რომელთა უმრავლესობა სულაც არ არის უსაფრთხო.

მოსაზრება
22.06.2015

მიმდინარე წელს ლართან დაკავშირებული პერიპეტიები ნათლად გვიჩვენებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ, იქ სადაც ეს შესაძლებელია, დოლარი ლარმა "ჩაანაცვლოს". ცხადია, ეს ჩანაცვლება მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით უნდა მოხდეს და აქ, ხელისუფლებას შეუძლია თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას.

წერილი
20.06.2015

 ცხრილში მოცემულია ყველაზე მავნე საკვებდანამატები. საკვებდანამატის გასწვრივ მითითებულია მისი მავნე ზემოქმედება.

მოსაზრება
15.06.2015

ხედავთ, ელვის მაუწყებელი ვარ და ღრუბლის მძიმე წვეთი: ხოლო სახელი ამა ელვისა - ზეკაცი.

ფრიდრიხ ნიცშე

თამაზ აქუბარდია

ერთ-ერთ წერილში ჩვენ გამოვთქვით მოსაზრება იმის შესახებ, რომ ადამიანში იმანენტურად დევს "სხვა ადამიანზე ბატონობის საკრალური სურვილი". აქვე უნდა დავამატოთ, რომ ჩვენი აზრით, ეს, ადამიანში, როგორც სოციალურ არსებაში, ჩამოკრისტალდა როგორც შეძენილი მანკიერება, თუმცა პირველსაწყისი ფორმით ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია მრავალი ბიოლოგიური არსებისათვის, როგორიცაა, მაგალითად, ფუტკარი, ჭიანჭველა, რომლებიც ორგანიზაციის საკმაოდ მაღალი ფორმებით გამოირჩევიან.

მოსაზრება
13.06.2015

1995 წელია. ბ-ნ ლევან გოთუას 90 შეუსრულდებოდა. მძიმე დრო იყო. იუბილეებისათვის არავის ეცალა. იმ დღეს ბატონ ოტია იოსელიანს შინ ვეწვიე, წყალტუბოში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×