მოსაზრება 23.09.2015
ანზორ საკანდელიძე
თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე
1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელზედაც მეც მაქვს ხელი მოწერილი. ამ დღიდან შეიცვალა რა პოლიტიკური წყობილება, საქართველოში დაიწყო დამოუკიდებელი ქვეყნის შესაბამისი ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები. ეკონომიკური რეფორმების ჩატარება მუდმივი პროცესია და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა. ეკონომიკური სტაბილიზაციისა და მოსახლეობის დასაქმების გარანტი კი სამრეწველო მეწარმეობა, განსაკუთრებით კი მცირე სამრეწველო მეწარმეობაა, რადგან მსოფლიო სტატისტიკით, სამრეწველო ბიზნესში 1 სამუშაო ადგილის შექმნით ავტომატურად არასამრეწველო ბიზნესში დამატებით იქმნება 4 სამუშაო ადგილი, ზოგიერთი მონაცემებით კი 5-6 სამუშაო ადგილი!
|
მოსაზრება 16.09.2015
რამაზ გახოკიძე
მუსიკას შეუძლია გავლენა მოახდინოს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ახალი მიმართულებაა ბიომუსიკოლოგია, რომელიც ავლენს, თუ როგორ ზემოქმედებს ბგერები ცოცხალ ორგანიზმზე. მუსიკა, როგორც ბგერების მწყობრი და ჰარმონიული შეხამება, უნივერსალური და ყოვლისმომცველი ენაა. მუსიკა სიცოცხლის ხმაა. ცნობილია, რომ სხვადასხვა სიხშირის ბგერა განსხვავებულად ზემოქმედებს ადამიანზე. ეს პირდაპირ დაკავშირებულია თავის ტვინის რიტმებთან. სმენის ორგანოებით მიღებულ აუდიოინფორმაციას აანალიზებს ტვინი და აჯერებს საკუთარ რიტმებთან. მუსიკალური ზემოქმედება შეიძლება ასე აიხსნას. მუსიკა ვიბრაციაა, მხოლოდ მოწესრიგებული, გარკვეული წესით სინქრონიზებული, რომელსაც შემოაქვს წესრიგი ჩვენს სისტემაში და რეზონანსში მოჰყავს ჩვენს შინაგან მუსიკასთან.
|
მოსაზრება 14.09.2015
თამაზ აქუბარდია
ლარის, როგორც ერთიანი ეროვნული ვალუტის, 20-წლიანი არსებობის მანძილზე, 2015 წელი ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე დრამატული, ქვეყნის განვითარების ყველაზე უპერსპექტივო და იმედების მსხვრევის წელი. არადა, ამ შეფასებების მთელი დრამატულობის მიუხედავად, სიტუაცია გაცილებით ნაკლებ დრამატული იქნებოდა ანტიმონოპოლიურ სამსახურს მეტი უფლებები რომ ჰქონდეს და პოლიტიკური კონიუნქტურის გამო იძულებული არ იყოს, თვალი დახუჭოს ისეთ რამეებზე, რაც თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივია.
|
ღია წერილი 14.09.2015
ბატონო გიორგი,
მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: "ალბათ, არსებობს სამყაროში "რაღაცა", რის წარმოჩენას განსაკუთრებული ენა სჭირდება. ეს განსაკუთრებული ენა არის მეტაფიზიკა ან ფილოსოფია, რაც ამ შემთხვევაში ერთი და იგივეა." ამ მოსაზრებით, პროფესიულად, მე და თქვენ ერთ სიბრტყეში ვიმყოფებით: მე, როგორც ფიზიკოსი, თქვენ - როგორც ფილოსოფოსი.
|
მოსაზრება 07.09.2015
კაცობრიობას ორი მსოფლიო ომი და მილიონობით ადამიანის მსხვერპლი დასჭირდა, რომ დაფიქრებულიყო და ეთქვა: "ჩვენ, გაერთიანებული ერების ხალხებმა, მტკიცედ გადავწყვიტეთ, თავიდან ავაცილოთ მომავალ თაობებს ომის საშინელი შედეგები, რომლებმაც ჩვენი სიცოცხლის მანძილზე ორჯერ მოუტანეს კაცობრიობას ენით აუწერელი მწუხარება და კვლავ დავამკვიდროთ რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისა, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ფასეულობისა, მამაკაცთა და ქალთა თანასწორობისა და დიდი და პატარა ერების თანაბარი უფლებებისა".
|
მოსაზრება 07.09.2015
გულბათ ტორაძე
23 აგვისტოს 90 წელი შეუსრულდებოდა გამოჩენილ კომპოზიტორსა და საზოგადო მოღვაწეს, სსრკ და საქართველოს სახალხო არტისტს, ზ.ფალიაშვილის, შ.რუსთაველის სახელობისა და სსრკ სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, სულხან ცინცაძეს (1925/1991).
|
მოსაზრება 05.09.2015
ვახტანგ ასლანიკაშვილი
სოფლის მეურნეობის გავნვითარებისათვის ჯერ კიდევ პირველყოფილმა ადამიანებმა დაიწყეს ზრუნვა. იმ დღიდან მოყოლებული ეძებენ სიახლეებს სოფლის განვითარებისათვის, დაინერგა მეცნიერული მიღწევები, ახალი ტექნოლოგიები, მექანიზაცია, მაგრამ სოფლის მეურნეობის სრულყოფილად წარმართვა, ჯერ კიდევ მეტ სიახლეს მოითხოვს. რაც მთავარია და აუცილებელია ეს არის ორგანიზაციული საკითხის სწორად მართვა, რაც ჯერჯერობით მტკივნეულად მიმდინარეობს და უარყოფითად აისახება ეროვნული ნაწარმის წილზე საერთო მოხმარებულ პროდუქციაში.
|
მოსაზრება 31.08.2015
ნატალია ზუბალოვა ბოლო დღეებია არ წყდება ვნებათა ღელვა საამილახვროს გარშემო. ერთი მხრივ, სოფელ ქვემო ჭალას მაცხოვრებლები და კულტურის სამინისტრო ითხოვს მის სახელმწიფოსთვის გადაცემას, მეორე მხრივ კი ამჟამინდელი მფლობელები ამტკიცებენ საკუთარი უფლებების კანონიერებას.
|
მოსაზრება 28.08.2015
ცნობილი გამოთქმაა: არ არის კაცი, არ არის პრობლემა. სააკაშვილის ხელისუფლებაში დაქირავებული თუ დაუქირავებელი მკვლელების ხელით ამ პრინციპმა ბევრი შეიწირა, როგორც ფიზიკური პირი, ისე სახელმწიფო უწყება. ძირითადად კი ისეთი უწყებები ეწირებოდა, რომელთა პრობლემებს ხელისუფლება ვერ აგვარებდა. მაგალითად, ვერ მოაგვარეს მცირე მეწარმეობის პრობლემა და ეკონომიკური მკვლელის, ნოღაიდელის ხელით 2006 წელს გააუქმეს რა ჩვენი დიდი ძალისხმევით 1999 წელს მიღებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი კანონი, მოკლეს ამ კანონთან მიბმული მცირე მეწარმეთა ერთადერთი სახელმწიფო უწყება, "მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი."
|
მოსაზრება 21.08.2015
ნელი ვერულავა ცენტრი ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვა" დირექტორი; "ინოვერ ისტის" კოორდინატორი საქართველოში წინამდებარე სტატიის მიზანია, ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ევროკავშირის ახალი უნიკალური პროექტის "ინოვერ-ისტი"-ს (შტტწმუკ-უფთე) შესახებ, რომლის დევიზია: ავაშენოთ უფრო ეფექტური სავალი გზები კვლევებსა და ინოვაციებს, მკვლევარებსა და ბიზნესმენებს, ევროგაერთიანებასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შერჩეულ ხუთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და უკრაინა) შორის ინოვაციური ეკოსისტემების ფორმირებით, მეცნიერული ცოდნისა და ინოვაციური ტექნოლოგიების ბიზნესთან კავშირით, ენერგოეფქტურობაზე და განახლებადი ენერგიების გამოყენებაზე ყურადღების გამახვილებით, ინვესტიციების მოზიდვით.
|
მოსაზრება 20.08.2015
გოჩა ჭანიშვილი
დამოუკიდებელი ჟურნალისტი
თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ძნელია სხვა პრობლემის წამოჭრა, რადგან საზოგადოება დაძაბულია და სტიქიური უბედურებისაგან მიყენებული ტკივილი დიდხანს გაჰყვება. თუმცა, არამარტო დედაქალაქში, რეგიონებში არსებულ მოსალოდნელ საფრთხეებზე დიდი ხანია საუბრობს მოსახლეობა და მედია, მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ საფრთხე არ არსებობს და საგანგაშო არაფერია.
|
მოსაზრება 17.08.2015
When all are one and one is all,
To be a rock and not to roll!
Led Zeppelin, Stairway to Heaven
თამაზ აქუბარდია
ათასჯერ, - არა, - ათი ათასჯერ დაგვისვავმს თითოეულ ჩვენგანს კითხვა საკუთარი თავისთვის, - ვინ არის ის "მე", რომელსაც მე ამ წუთას ველაპარაკები? ის "მე" სხვა "მე"-ა, რომელიც იმ ხორციელ სხეულთან ერთად, რომელიც იმ სხვა "მე"-სთან ერთად, ერთ მთლიანს ქმნის და, რომელსაც პიროვნება ეწოდება (ამიტომაც, უფრო მეტი, ვიდრე ინდივიდი), თუ ის "მე"-ც "მე" ვარ და ეს ორივე "მე", რომელიც თავისი ფორმით არამატერიალური სუბსტანციაა, გეომეტრიულად თავის ტვინშია მოთავსებული და, შეუძლია ის მატერიალური სუბსტანცია "განაგოს", რომელსაც სხეული ეწოდება და მას გარს შემოწყობია?
|
|