თაკო მათეშვილი 24.04.2015
პუტინის გზავნილების გადმოცემა, ევრაზიულ კავშირში შესვლაზე დაყოლიება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება თუ უბრალოდ ვიზიტი ვიზიტისათვის - ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში სტუმრობას პოლიტოლოგები სხვადასხვა მიზნით ხსნიან და გამოთქვამენ ვარაუდს, თუ რის ჩამოსატანად და რის წასაღებად ჩამოვიდა იგი.
|
თაია არდოტელი 24.04.2015
"ძირითადი პრობლემები, რაც ელჩთან შეხვედრისას გამოიკვეთა, შემოწმების ვადები, ჩინოვნიკსა და მეწარმეს შორის არსებული ურთიერთობის, კომუნიკაციის ფორმაა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გიგლა აგულაშვილმა შვეიცარიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.
|
ელზა პაპოშვილი 24.04.2015
"აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტზე ევროკავშირი გეგმავს პროგრამის წევრ ქვეყნებთან უფრო დაახლოებას. თუმცა ჩვენ უნდა შევახსენოთ, რომ უფრო მეტი მათზეა დამოკიდებული", - განაცხადა მოლდოვაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ რიგის სამიტთან დაკავშირებით, რასაც ქართველი ექსპერტები დადებითად აფასებენ, თუმცა ევროკავშირის მხრიდან რამე განსაკუთრებულ ახლო და მჭიდრო ურთიერთობას არ ელიან.
|
თიკო ოსმანოვა 24.04.2015
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. მისი უფროსი შვილი პირველი ქორწინებიდან - მიხეილ ხარძიანი მამის მკველობაში დედინაცვალს, ხარძიანის მეორე მეუღლეს, ეკა ნონიკაშვილს ადანაშაულებს. თავად ნონიკაშვილი და გარდაცვლილის და - მაია ხარძიანი ბრალდებით გაოგნებულები არიან, თუმცა კომენტარისგან ჯერჯერბით თავს იკავებენ. პროკურატურაში კი მიხეილ ხარძიანის და მისი დედის დაკითხვას ადასტურებენ, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.
|
ია აბულაშვილი 24.04.2015
საყოველთაოდ ცნობილი ფრანგი პოეტის, ექიმის, ასტროლოგის და წინასწარმეტყველის, ნოსტრადამუსის შესახებ საუკუნეებია ადამიანები მსჯელობენ, ბევრს მიაჩნია, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინასწარმეტყველია, არსებობენ ისეთებიც, ვინც მისი სიტყვების ჭეშმარიტებას ეჭვის ქვეშ აყენებს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 23.04.2015
"ამ ცვლილებებით გაანადგურებენ ადვოკატთა ინსტიტუტს და კანონპროექტის კანონად მიღების შემთხვევაში ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ხელს შეუშლიან," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ.
|
თაია არდოტელი 23.04.2015
პრორუსული ჯგუფების შესამჩნევი გააქტიურების ფონზე შეიცვალა თუ არა ხალხის განწყობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კუთხით? ამ კითხვით "რეზონანსმა" მიმართა პოლიტოლოგსა და სოციოლოგს, რომლებსაც, მართალია, დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკების მიმართ გააჩნიათ სიმპათია, მაგრამ მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ბევრი ობიექტური ფაქტორისა, საქართველოში საგარეო პოლიტიკის კუთხით მოსახლეობის განწყობა არ შეცვლილა, ყოველ შემთხვევაში არ არსებობს ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველი.
|
თიკო ოსმანოვა 23.04.2015
"სპეცოპერაციის კანონიერების დადგენის მიზნით აფრასიძეების საქმის გამოძიება ინტესიურად მიმდინარეობს, თუმცა როდის დასრულდება, არ ვიცი ჯერ კიდევ ბევრი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი", - ამის შესახებ "რეზონანსს" აფრასიძეების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა. პროკურატურა კი ჯერჯერობით იმდროინდელი შს მინისტრის, გია ბარამიძის დაკითხვის საჭიროებას ვერ ხედავს, რომელსაც აფრასიძეების გადარჩენილი ოჯახის წევრები სპეცოპერაციის უკანონოდ ჩატარებაში ადანაშაულებენ და მის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. თავად ბარამიძე გამოძიების განახლებას "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მზადაა ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 23.04.2015
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო, შესაძლოა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, მოგესაჯოთ. შესაბამისი ცვლილება სს კოდექსში იგეგმება, რომლის მიხედვითაც ძალადობრივი მოწოდება სს დასჯადი ქმედება ხდება. თუმცა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, ეს არ შეეხება ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რეალურ ქმედებას არ ითვალისწინებს. მათი თქმით, ამ ცვლილების მიზანია სოცქსელებში პოლიტიკური ექსტრემიზმის იდეების პროპაგანდის თავიდან აცილება.
|
ელზა წიკლაური 23.04.2015
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიებიდან სახელმწიფო სტრუქტურებში 38 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის 6 მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია.
|
იაგო ნაცვლიშვილი 23.04.2015
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალია აღმოჩენილი. როგორც მისი ძმა ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს, გამოძიებამ ამოიღო ვიდეომასალა, რომლის გაშიფვრის შედეგად რამდენიმე საინტერესო პერსონა გამოიკვეთა. მისი თქმით, გამოძიება სატელეფონო ზარების ამოღებასა და გაშიფვრასაც იწყებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 23.04.2015
"ახალგაზრდა ადვოკატები" თბილისის მერიას დაპირების შესრულებასა და "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების გადახედვას სთხოვენ. "რეზონანსი" უკვე წერდა, რომ 2014 წლის ბოლოს თბილისის მერიამ "სითი პარკის" ხელშეკრულების შესაფასებლად ცნობილი აუდიტორული კომპანია "ერნსტ ენდიანგი" დაიქირავა. ახლა მუშაობა უკვე დასრულდა, მაგრამ დიდი ინტერესის მიუხედავად, საზოგადოებისთვის დასკვნის შინაარსი უცნობია.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|