თაკო მათეშვილი
17.04.2015

 პანკისში მიმდინარე პროცესები რიგის სამიტსა და უვიზო რეჟიმის მიღების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს - ასე პასუხობენ სკეპტიკოსებს ხელისუფლებაში და ამტკიცებენ, რომ ეს ორი თემა ერთმანეთისაგან გამიჯნულია.

იაგო ნაცვლიშვილი
17.04.2015

 ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა, უნდა აწარმოონ აქტიური კომუნიკაცია ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებთან, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს მომავალს, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი.

ელზა პაპოშვილი
17.04.2015

საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით ბოლო 2 წელიწადში ძირითადად უკრაინიდან, ერაყსა და სირიიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა მიმართეს. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი კოკაიას განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით ამ ქვეყნებიდან სულ 2014-მდე ადამიანმა მიმართა.

ია აბულაშვილი
17.04.2015

 "სააკაშვილს იმ მტკიცებულებების მეათედიც რომ ჰქონოდა, რაც "ოცნებას" ხელთ აქვს, ყველაფერს ისე გააკეთებდა, რომ ვერავინ გაბედავდა ეთქვა, სააკაშვილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეწეოდაო.

ია აბულაშვილი
17.04.2015

ქართულ-ებრაული ურთიერთობის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია მეორე მსოფლიო ომის პერიოდს, როდესაც ორივე ერის წარმომადგენლები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაციაში მყოფი ქართველობა თავად განსაცდელში იმყოფებოდა, მისმა არაერთმა წარმომადგენელმა თავდადებული მოქმედებით დაღუპვას გადაარჩინა არა მხოლოდ ქართველი ებრაელები, არამედ ისინი, ვინც წარმოშობით საქართველოდან არ ყოფილა.

იაგო ნაცვლიშვილი
16.04.2015

 დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას გაუჩინარების საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომან შამათავას ამ მკვლელობაში გიორგი ჩიქოვანი, იგივე "მაიმუნა" ადანაშაულებს, რომელიც ამბობს, რომ მკვლელობის დროს ის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. ამტკიცებს, რომ თავად არ იცოდა თუ შამათავა დატყვევებული პირების მოკვლას და შემდეგ ზღვაში ჩაგდებას აპირებდა. "მაიმუნამ" სასამართლოს ჩვენება ინგლისიდან "სკაიპის" საშუალებით მისცა.

თაკო მათეშვილი
16.04.2015

 მოუწესრიგებელი, უადგილო და უსისტემო მშენებლობები - დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, რომლის მოგვარების გზების ძიებაშიც მოჯადოებულ წრეში აღმოჩნდებით. ქალაქის დღევანდელი მთავრობა ხელს "ნაციონალური მოძრაობისაკენ" იშვერს და ამბობს, რომ ყველა იმ მშენებლობაზე, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, მოძრაობას აფერხებს, ანაგვიანებს ან სხვა რაიმე პრობლემას ქმნის, ნებართვა ქალაქის წინა მთავრობის პირობებშია გაცემული.

ეკატერინე ბასილაია
16.04.2015

 დღეს სირიიდან საქართველოში დაბრუნებული "ისლამური ხალიფატის" მებრძოლების მიმართ სისხლის სამართლის წესით არანაირი სასჯელი არ ვრცელდება. თუმცა სულ მალე, ახალი კანონის მიხედვით, არა მარტო ტერორისტული ორანიზაციის წევრობა, არამედ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირების წევრობა თუ წევრის სტატუსგარეშე მონაწილეობა, წვრთნა, პროპაგანდის გაწევა, მოწოდება და გადაბირება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ისევე როგორც უკანონო ფორმირებაში გაწევრიანებისათვის საზღვრის გადაკვეთის მცდელობაც.

თიკო ოსმანოვა
16.04.2015

24 აპრილს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი სამველ პეტროსიანი გენოციდის აღიარებისა და დაგმობის მოწოდებით გამოდის, რასაც მისი კოლეგების მხრიდან სიტყვიერი დაპირისპირება უკვე მოჰყვა. პეტროსიანის საპასუხოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელმა დეპუტატმა, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აზერ სულეიმანოვმა განაცხდა, რომ "იყო არა გენოციდი, არამედ - სამოქალაქო ომი" და კოლეგას საქართველოს პრობლემებით დაკავებისკენ მოუწოდა.

თაია არდოტელი
16.04.2015

 "კონკრეტული ჯგუფები რეგიონებში ძალიან აქტიურად ეწევიან ანტიევროკავშირულ და ანტინატოურ პროპაგანდას. ხვდებიან მოსახლეობას, ბეჭდავენ ბუკლეტებს, სადაც შერჩეული სამიზნე ჯგუფებისთვის კონკრეტული გზავნილებია იმ უარყოფით შედეგებზე, რასაც რეგიონის მოსახლეობას, ასოცირებისა თუ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეუქმნის," - აცხადებს "რეზონანსთან" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, რომელიც სამშაბათს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, სხვა საკითხებთან ერთად, სწორედ ამ თემაზეც ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
16.04.2015

"კავკასიიდან ახალგაზრდების სირიაში და ერაყში გაყვანის მთავარი კორდინატორი ჩვენთვის კარგად ცნობილი ჩეჩენი "ბოევიკი" ახმედ ჩატაევია, რომელიც საქართველოში, პანკისის ხეობაში ცხოვრობს. ის მერაბიშვილის მოთხოვნით უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს მხარეს 2010 წელს გადასცა.

სალომე სარიშვილი
16.04.2015

 კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ სირიაში საბრძოლველად ახალგაზრდების გადაბირების თვალსაზრისით, პანკისის ხეობასთან ერთად, ჩართულია ქვემო ქართლი და აჭარა, ამიტომ ფიქრობს, რომ ახლა ეს რეგიონები პრიორიტეტულია. მისივე თქმით, პროცესი, რომელიც 20 წლის წინათ დაიწყო, უკვე ძალიან ღრმადაა წასული, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია. ამბობს, რომ ამ პრობლემის გადაჭრაში ყველა უწყება უნდა ჩაერთოს, რომელსაც ახალგაზრდებთან უშუალო შეხება აქვს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×