თაკო მათეშვილი
20.04.2015

 ბალტიის ქვეყნები, შავიზღვისპირეთის სახელმწიფოები და სსრკ-ს ყოფილი წევრები - ეს იმ სახელმწიფოთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს გადმოსცემენ იმის მიუხედავად, რომ "ინტერპოლმა" მისი ძებნა ოფიციალურად შეწყვიტა. როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს სამართლებრივი დახმარების იმ ორმხრივი ხელშკრულების საფუძველზე მოხდება, რომელიც რიგ ქვეყნებთან გვაქვს გაფორმებული.

თიკო ოსმანოვა
20.04.2015

თუ როდის შედგება პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, ოთხი თვის შემდეგაც გაურკვეველია. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ვიზიტი ძალაში რჩება და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. ქართველ პოლიტოლოგთა ნაწილი კი უკრაინაში ღარიბაშვილის არჩასვლას ოფიციალური თბილისის ერთგვარ ბოიკოტად მიიჩნევს. მათი აზრით, სანამ უკრაინაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობები საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს უჭირავთ, დღეს მოქმედი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში ვიზიტისაგან თავს იკავებენ.

ვახტანგ შამუგია
20.04.2015

 რუსეთის ფედერაცია ირანის ისლამური რესპუბლიკისათვის "ს-300" ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მიწოდებაზე დაწესებულ აკრძალვას აუქმებს. ამ ინფორმაციამ დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. თავიანთი უკიდურესი აღშფოთება დააფიქსირეს თეთრ სახლსა და ბრიუსელში, ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ისრაელიც, რომელსაც ირანი ნომერ პირველ მოწინააღმდეგედ განიხილავს.

იაგო ნაცვლიშვილი
20.04.2015

პარასკევს გლდანში ტრაგედია მოხდა. 47 წლის მამაკაცი ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. რამ მიიყვანა მამაკაცი ამ უმძიმეს გადაწყვეტილებამდე, არავინ იცის, თუმცა, არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილს ვალი ჰქონდა. არსებობს კიდევ ერთი ვერსია - დიდი რაოდენობით წაგებული ფული. როგორც "მთელ კვირასთან" საუბრისას თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი სახურავზე ათიოდე წუთი იდგა და ორჭოფობდა გადმომხტარიყო თუ არა.

ია აბულაშვილი
20.04.2015

 ერევანში სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. მსხვერპლთა სხოვნის დღედ 24 აპრილია დაწესებული. ამ დღეს ერევანში ეწყობა ტრადიციული მსვლელობა და როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ასევე დიასპორა ყვავილებითა და ანთებული სანთლებით პატივს მიაგებენ გენოციდის მსხვერპლთ.

ეკატერინე ბასილაია
18.04.2015

 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში ეთიკური სომხების მასობრივი დახოცვის ფაქტი გენოციდად აღიარებული არ არის, 22-24 აპრილს ერევანში, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის აღნიშნავად, საქართველოდან დელეგაციის ჩასვლა იგეგმება. თუმცა, ჯერ გარკვეული არ არის ვინ იქნება ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი. გარკვეულია მხოლოდ ის, რომ არც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და არც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სომხეთში არ გაემგზავრებიან, ხოლო პრემიერ-მინისტრი წავა თუ არა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

მაკა ხარაზიშვილი
18.04.2015

 იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობა აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამოსახლების შეჩერებას სთხოვს და პერმანენტული აქციებით იმუქრება. პროცესში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ პარლამენტს სურს კანონმდებლობის შეცვლა, მაგრამ მათ ინიციატივას მთავრობა ბლოკავს. გამოსახლების წინაშე ამ მომენტისთვის დაახლოებით 80 ათასი ოჯახი დგას.

ია აბულაშვილი
18.04.2015

 მომავალ კვირას ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. საქართველოს ბიზნესდელეგაციასთან ერთად ეწვევა ბათუმს - ეს არის მწირი ინფორმაცია, რომელიც გაცხადდა საგარეო უწყების მიერ.

თიკო ოსმანოვა
18.04.2015

მძიმე დიაგნოზის დასმის შედეგად ვადაზე ადრე პატიმრობიდან გათავისუფლებული ბათუმელი მსჯავრდებული მევლუდ დიასამიძე მეორე დღესვე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახი სასჯელაღსრულების სამინისტროს და ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. დიასამიძის შვილის თქმით, პატიმარმა სათანადო სამედიცინო მომსახურებით დროულად ვერ ისარგებლა, დაგვიანებულმა მკურნალობამ კი საბოლოოდ მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ელზა პაპოშვილი
18.04.2015

 შალვა აბულაძე პოლიციელების თავდასხმასა და მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის კატეგორიულად უარყოფს "გლოკის" სისტემის იარაღის ქონას, საიდანაც ორი პოლიციელი იქნა მოკლული.

მარიამ აფციაური
18.04.2015

დედაქალაქის მობინადრეთა უმეტესობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობით უკმაყოფილოა. ისინი ამხანაგობებს "თაღლითობაში" ადანაშაულებენ. განსაკუთრებით პრობლემებია ახალაშენებულ ბინებში, სადაც მოსაწესრიგებელი ბევრია, ხოლო ვითარება - დაურეგულირებელი. ამიტომ თბილისის მერიას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობის გაკონტროლებას სთხოვენ.

თიკო ოსმანოვა
17.04.2015

 მაისში მთავრობაში, შესაძლოა, მორიგი საკადრო ცვლილებები განხორციელდეს და რამდენიმე მინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწიოს. "ოცნებაში" მინისტრების პასუხისმგებლობაზე უკვე ალაპარაკდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს გამორიცხავს, თუმცა მინისტრების მუშაობით უკმაყოფილებას არ მალავს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×