მარი ჩიტაია 15.04.2015
საქართველოში ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა. 2014 წლის მდგომარეობით, მათი რიცხვი 960 000-ს შეადგენდა. გამოდის, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს მანქანა ჰყავს და 1 ოჯახში მინიმუმ 1 მანქანა მაინც არის.
|
თაკო მათეშვილი 15.04.2015
"ვისურვებდი, მომავალ არჩევნებზე სხვა ტიპის კოალიცია გვეხილა. ის უკვე ერთიანი ფასეულობების პლატფორმაზე უნდა დაფუძნდეს - ერთიანი ხედვითა და პროგრამით," - ამბობს პოლიტოლოგი, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებებლი გია ხუხაშვილი საშინაო პოლიტიკასა და კოალიციაში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას და დასძენს, რომ ისეთი გაერთიანება, როგორიც "ქართული ოცნებაა", მხოლოდ ნეგატიური მიზნით - ვიღაცის დასამარცხებლად გამოიყენება, ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვას კი რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 15.04.2015
რიგის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოში ჩამოსულმა დანიის, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ ეს მეტწილად საქართველოზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად შეასრულებს ევროკავშირის მხრიდან დაკისრებულ ვალდებულებებს. მინისტრების განცხადებით, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, ხაზი გაუსვეს სასამართლო სისტემის რეფორმას და მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
|
ეკატერინე ბასილაია 15.04.2015
ის გეგმა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი 1 სექტემბრიდან გალის ქართულ სკოლებში ქართული ენის სწავლების რუსულით ჩანაცვლებას აპირებს, ერთი თვის წინ თავად დე ფაქტო პრეზიდენტის მიერ გალის მოსახლეობასთან შეხვედრისას საჯაროდ გაცხადდა, თუმცა საქართველოს ხელსუფლების მხრიდან რატომღაც დღემდე ამ საკითხზე რეაგირება არ მომხდარა. გუშინ კი განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადეს, რომ რისკი არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე გალში ქართული სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დასტურდება.
|
სალომე სარიშვილი 15.04.2015
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილისა და საყდრისის სხვა აქტიური დამცველების კერძო საჩივარი, რომლის თანახმადაც ისინი ძეგლზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების შეჩერებას ითხოვნდნენ, ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და საქალაქო სასამართლოს საკითხზე თავიდან მსჯელობა დაავალა, რომელსაც საამისოდ საქმის დაბრუნებიდან 24 საათიანი ვადა აქვს.
|
თაკო მათეშვილი 15.04.2015
რიგის სამიტზე საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლაზე მწვანე შუქის ანთების შანსზე საუბრისას ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ სამოქმედო გეგმა შესრულებულია, თუმცა, გარე ფაქტორების გათვალისწინებით, ევროპაში საზღვრების კიდევ უფრო გახსნას არ მიესალმებიან.
|
იაგო ნაცვლიშვილი 15.04.2015
კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ინტერპოლმა, ზურაბ ადეიშვილზე ძებნა შეწყვიტა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან ამოიღო - ორგანიზაციის საიტზე, ბაზაში ადეიშვილის გვარი აღარ იძებნება. ინტერპოლმა მასზე ძებნა გასულ წელს დაიწყო. მასთან ერთად წითელი ცირკულარით იძებნებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილიც. კეზერაშვილი, ადეიშვილისგან განსხვავებით, კვლავ ძებნილთა სიაშია.
|
თიკო ოსმანოვა 14.04.2015
საქართველოს თავდაცვის ყოფილი და ამჟამინდელი მინისტრების, ირაკლი ალასანიასა და მინდია ჯანელიძის დაპირისპირების შემდეგ ქართულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაფართოების კუთხით საფრანგეთთან არსებული მოლაპარაკებები.
|
თაკო მათეშვილი 14.04.2015
"მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო გზებისა და წყალგაყვანილობის გამო ბევრი კორპუსი ავარიულ მდგომარეობაშია. ჩვენ კი მათ გასამაგრებლად უზარმაზარი თანხების გაღება გვიხდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, გონივრულია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მეტი ყურადღება დაეთმოს", - ამბობს საკრებულოს უმრავლესობის წევრი, "რესპუბლიკელი" გულიკო ზუმბაძე დედაქალაქში არსებული პრობლემების შეფასებისას.
|
თეა ბეჟიტაშვილი 14.04.2015
"რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულმა სანქციებმა დიდი დარტყმა მიაყენა ამ ქვეყნის ფინანსურ ბაზარს და განსაკუთებით იმ ოლიგარქიულ წრეებს, რომლებიც პუტინის ხელისუფლებასთან და რეჟიმთან პირდაპირ დაკავშირებულები არიან ", - ამბობს "რეზონანსთან საუბრისას კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციების რეალური შედეგის შეფასებისას.
|
ლიკა ამირაშვილი 14.04.2015
"დარჩენილ პერიოდში ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით თუკი ხელისუფლების მხრიდან სერიოზული ნაბიჯები არ გადაიდგა, გარკვეული საფრთხე შეიძლება არსებობდეს, რომ რიგის სამიტზე ადეკვატური შეფასება არ მოხდეს," - ასე აფასებს რიგის სამიტის შესაძლო შედეგებს "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზალკალიანი.
|
ელზა წიკლაური 14.04.2015
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმური ოპერაციების დაფინანსება იგვიანებს. როგორც "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას რიგითი მოქალაქეები აცხადებენ, მოცდის პერიოდი ზოგჯერ 2 თვესაც აჭარბებს. ჯანდაცვის სამინისტროში კი მოცდის პერიოდის გახანგრძლივებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება იმის მიხედვით მიიღება, თუ რა სიმძიმისაა პაციენტის მდგომარეობა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, არანაირი საფრთხე იმისა, რომ 2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ფული არ ეყოფა, არ არსებობს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|