თიკო ოსმანოვა 17.12.2015
"ცოტაღა მაკლია, დავრწმუნდე, რომ პროკურატურა საქმის "ჩაფარცხვას" ცდილობს. მერე კი ყველაფერს ვიტყვი. სავარაუდოდ, ეს რამდენიმე დღეში მოხდება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი და პირობას დებს, რომ საჯაროდ იმ "არც ისე მაღალჩინოსნის" სახელსა და გვარსაც იტყვის, რომელიც მასზე პატიმრის შეწყალებისთვის ზეწოლას ახდენდა.
|
ლიკა ამირაშვილი 17.12.2015
საფრანგეთის სასაზღვრო პოლიციამ მოლდოვის დროშით მცურავი გემი "სფკში ზფდქ" ("კარიბის პალმა") დააკავა, რომელზეც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის - 2,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების დაკავება უპრეცედენტო მოვლენაა საფრანგეთის ისტორიაში.
|
სალომე სარიშვილი 17.12.2015
შეწყალების კომისიის ირგვლივ შექმნილ სკანდალურ თემას ყოველდღიურად ახალი დეტალები ემატება. გარდა იმისა, რომ ამ თემაზე გამოძიებამ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და დეპუტატი ეკა ბესელია უკვე დაკითხა, მედიაში ამ პროცესში შესაძლო მონაწილე სხვა პოლიტიკოსთა გვარებიც აქტიურად ვრცელდება, რომლებიც დღემდე მმართველი გუნდის შემადგენლობაში არიან.
|
ეკატერინე ბასილაია 17.12.2015
რამდენი საეჭვო პირი მოხვდა პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიაში და ვინ ლობირებდა მათ - ამ თემაზე მწვავე კამათი ამ ადამიანთა გათავისუფლებიდან 3 წლის შემდეგ დაიწყო. საეჭვოდ მოხვედრილთა ათამდე გვარი სხვადასხვა პირების მიერ უკვე დასახელდა. პროგნოზი კეთდება, რომ ეს საეჭვოთა სია კიდევ გაიზრდება, რადგან თავად პოლიტპატიმრის სტატუსის მქონეების ნაწილის თქმით, სიის ნახევრაზე მათი მხრიდანაც არსებობს ეჭვი.
|
ლიკა ამირაშვილი 17.12.2015
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, შეწყალების სახელმწიფო კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ალეკო ელისაშვილმა გამოძიებას თავისი ტელეფონი გადასცა, სადაც, მისი თქმით, მაღალჩინოსნები "ისტერიულ მესიჯებს" წერდნენ. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მიტანილ მობილურ ტელეფონში იმ მაღალჩინოსნების მესიჯები არ აღმოჩნდა, რომლებსაც ის ასახელებს. მისივე თქმით, მობილურ ტელეფონს ელისაშვილის სურვილის შესაბამისად ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში.
|
ნინო ქეთელაური 17.12.2015
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პოლიტიკურ პარტიებს, შესაძლოა, საკანონმდებლო დონეზე დაუწესდეთ პროპორციულ სიებში ქალების მინიმალური რაოდენობა. შესაბამისი კანონის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში ახლა მიმდინარეობს, თუმცა, ამ საკითხზე დეპუტატების აზრი გაყოფილია და ძნელია თქმა, შეძლებს თუ არა ეს საკანონმდებლო ინიციატივა საჭირო 76 ხმის მოგროვებას. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა კანონპროექტი მოიწონა, ხოლო იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა - დაიწუნა. მეტიც, თავად პარლამენტარ ქალებს შორის ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა.
|
ელზა პაპოშვილი 17.12.2015
სამშაბათს დედაქალაქის ცენტრში მკვლელობა მოხდა. ვაჟა-ფშაველას გამზირზე 36 წლის ხათუნა ბ-მ შუახნის მამაკაცს, პაატა ხ-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ქალის მეზობლები "რეზონანსთან" საუბარში ყვებიან, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთოთახიან ბინაში ქირით ცხოვრობდა.
|
ია აბულაშვილი 17.12.2015
1936 წლის ნოემბერში ნეაპოლის "ინსტიტუტო ორიეტალიში" გრაფ ბერნარდო ბარბიელინის ინიციატივით დაარსდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, რომელმაც 1943 წლამდე იარსება. ამ კათედრაზე მოღვაწეობდნენ იტალიელი დეპუტატი კოლოტტო, პროფესიით ვექილი; ცნობილი მკვლევარი სპატარო, სენატორი ჩიამპიტი და ეპისკოპოსი ემპენიო ჯიანნიკო, რომლებიც დიდ ინტერესს იჩენდნენ საქართველოსა და ქართული ენისადმი.
|
თიკო ოსმანოვა 16.12.2015
შეწყალების სკანდალური საქმე სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს და ახალ-ახალი დეტალებით მდიდრდება. საქმეზე მოწმის სახით რამდენიმე დღეში უკვე 30-მდე ადამიანია დაკითხული, ძირითადად ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები. ასევე ახლო მომავალში პროკურატურამ, შესაძლოა, პრეზიდენტიც დაკითხოს.
|
თაკო მათეშვილი 16.12.2015
ე.წ. შეწყალების საქმეზე მალე შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტი დაიკითხოს. პროკურატურა ამას არ გამორიცხავს. პრობლემას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ თუკი ამის საჭიროება დადგება, გიორგი მარგველაშვილი დაკითხვაზე მივა, რომ იგი მზადაა გამოძიებას ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს და უკვე ეხმარება კიდეც.
|
სალომე სარიშვილი 16.12.2015
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანი მიროტაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ გუშინდელ უმრავლესობის სხდომაზე, რომელსაც ურავლესობის წევრებთან ერთად, ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდნენ, მსჯელობა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იყო.
|
ია აბულაშვილი 16.12.2015
"ეს არის ტექნიკური და არა არსობრივი შეფერხება. თუ ჩვენ გვინდა კოლექტიური სისტემის წევრი ვიყოთ, ანგარიში უნდა გავუწიოთ მათი მუშაობის პერიპეტიებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|