სალომე სარიშვილი
07.12.2015

 შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, პარტნიორ სამინისტროებთან ერთად, შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა დაამუშავა. შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა მიზნად მძღოლების, ქვეითებისა და მგზავრების უსაფრთხოების დონის ამაღლებას, გზებზე სიკვდილიანობისა და ტრავმატიზმის შემცირებას ისახავს.

ვახტანგ შამუგია
07.12.2015

 30 ნოემბერს სოხუმში რუსეთის წარმომადგენლებსა და სეპარატისტულ ხელისუფლებას შორის ხელი მოეწერა "დოკუმენტს", რომლის თანახმადაც აფხაზეთში ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა იგეგმება. მის შემადგენლობაში აფხაზური "არმიისა" და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რუსეთის არმიის ნაწილები შევლენ.

თიკო ოსმანოვა
07.12.2015

 საქართველოს ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ, თუმცა განსხვავებული მეთოდებით. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ბრძოლის ეფექტურ მექანიზმად რუსულენოვანი საინფორმაციო ტელევიზიის არსებობა მიაჩნია მიზანშეწონილად. საზოგადოება "ივერია" კი საქართველოში რუსული საინფორმაციო არხების აკრძალვას ითხოვს და ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში შეაქვს სარჩელი.

თაკო მათეშვილი
07.12.2015

 ქართული პროკურატურის საშინელი მარცხი - ასე აფასებენ იურისტები დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის შემდეგ ინტერპოლით ძებნილთა სიიდან ერეკლე კოდუას ამოღებას და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს უტეხს სახელს, არამედ ზოგადად ქვეყანას.

ელზა პაპოშვილი
07.12.2015

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად გააქტიურდება და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი იქნება. თუმცა, ეს მხარდაჭერა როგორი ფორმით იქნება, ამას თავად ივანიშვილი გადაწყვეტს.

ნინო ქეთელაური
07.12.2015

 ბათუმის 22-ე სკოლის პედაგოგი მოსწავლის ცემის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა და საქმე მოსწავლის მშობლის განცხადების საფუძველზე აღიძრა, რომელიც ამტკიცებდა, რომ პედაგოგი მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

ია აბულაშვილი
07.12.2015

"თბილისში მოღვაწე უცხოელ მისიონრებს თავიანთი ქვეყნებიდან გაზეთები მოსდიოდათ და მათით ქართველებიც ინტერესდებოდნენ. მაშინდელი ბატონიშვილებიც ხშირად მოგზაურობდნენ რუსეთში და რუსულ გაზეთებს ეცნობოდნენ. განსაკუთრებით იმათ, რომელშიც საქართველოზე მასალები იბეჭდებოდა. ასე რომ, გასაკვირი არ არის თბილისშიც ყოფილიყო ნაბეჭდი გამოცემა (და არა გაზეთი). თითქოს დაიწყეს კიდეც 1787 წელს გაზეთის მსგავსი ფურცლების ბეჭდვა, რომელსაც "ლეპორტი" ერქვა.

ეკატერინე ბასილაია
05.12.2015

 უკვე გადაწყვეტილია, რომ ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება. მან თავად განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში უფრო აქტიურად იქნება ჩართული, ვიდრე 2012 წელს იყო. თუმცა რაში გამოიხატება "უფრო აქტიური ჩართვა", ეს ჯერ არ გაცხადებულა. გაცხადდა ის, რომ მისი სიის სათავეში ჩაწერა ან ისევ პრემიერად მოსვლა არ იგეგემება.

ელზა პაპოშვილი
05.12.2015

 ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ქვეყნის პირველი პირის ბრძანებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სალომე სარიშვილი
05.12.2015

 თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, არჩევნებში ჯარის მონაწილეობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო საარჩევნო რეფორმის საკუთარ ვარიანტზე მუშაობს. მინისტრის აზრით, 2016 წელს საარჩევნო პროცესი სპეცუბნებისგან თავისუფალი უნდა იყოს.

თიკო ოსმანოვა
05.12.2015

 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მიკერძოებულობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და მართლმსაჯულებაში რეფორმების გატარებას აანონსებს. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე მერაბ ტურავა, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს შეირჩა, ზოგადად რეფორმას მიესალმება, ბრალდებებთან დაკავშირებით კი მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ვერ საუბრობს.

თაკო მათეშვილი
05.12.2015

 ხელისუფლებაშიც და პოლიტოლოგთა წრეებშიც დარწმუნებულები არიან, რომ სულ რაღაც ათიოდ დღეში საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს. შეფასება, რომელიც ევროკომისიამ 15 დეკემბერს უნდა დადოს, მათი აზრით, დადებითი იქნება, ვინაიდან ქვეყანამ ყველა ის ვალდებულება შეასრულა, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×