ლიკა ამირაშვილი 10.12.2015
ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურების სახელზე მომზადებული დოკუმენტი გუშინ პარლამენტში განხილვის თემად იქცა. "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტში აბზაცის ჩამატებას ითხოვს, რაც მთავრობის მხრიდან კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვას გულისხმობს. ამას უმრავლესობა და პროექტის ავტორები არ ეთანხმებიან.
|
ელზა პაპოშვილი 10.12.2015
 თბილისის მერმა განაცხადა, რომ დედაქალაქში უკვე ნახევარ მილიონამდე ხე დაირგო, რაშიც ოპოზიციას ეჭვი ეპარება. როგორც პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, ასეთ შემთხვევაში მერიას დღეში 1000 ხე უნდა დაერგო.
|
ია აბულაშვილი 10.12.2015
"ყოველ განათლებულ ეროვნებისთვის, რომელსაც თვითშემეცნება მოეპოვება, აუცილებლად საჭიროა იცოდეს თავისი წარსული საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორია, უნდა იცოდეს, რასაკვირველია უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული, ყალბი...
|
ლიკა ამირაშვილი 10.12.2015
ყოველწლიურად უმაღლესი სასწავლებლების პირველ საფეხურზე, ბაკალავრიატში, საშუალოდ 20-27 ათასი აბიტურიენტი აბარებს. თუმცა წლის ბოლოს ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტების რიცხვი 10-16 ათასს შეადგენს-ხოლმე.
|
თაკო მათეშვილი 09.12.2015
პიარსპეციალისტი არჩილ გამზარდია პოლიტიურ დევნაზე საუბრობს და ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტიდან მას განსხვავებული პოზიციისა და გადაცემა "2030"-ში მუშაობის გამო ათავისუფლებენ. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რომელიც გამზარდიასთან 9 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა, მომავალი სემესტრისათვის ლექტორს ხელშეკრულებას აღარ უფორმებს.
|
ეკატერინე ბასილაია 09.12.2015
სხვადასხვა საკითხებში ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, არის თემები, რომლის გარშემოც ერთიანები უნდა ვიყოთ და ერთ-ერთი ასეთი საკითხი ვიზალიბერალიზაციაა, - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე. ამბობს, რომ ევროსტრუქტურებმა საქართველოს მხარდამჭერი მიმართვა შეიმუშავეს, რომელსაც მხარი "ნაციონალური მოძრაობის" გარდა ყველა საპარლამენტო პოლიტიკურმა ძალამ დაუჭირა.
|
თიკო ოსმანოვა 09.12.2015
"დაჩეხილი საქართველო" - ოპოზიცია ხელისუფლების მიერ მომზადებულ საარჩევნო სისტემის პროექტს კიდევ ერთხელ იწუნებს. მოთხოვნა უცვლელია, მაჟორატირული სისტემის გაუქმება. კომპრომისზე წასვლასა და 50%-იან ბარიერზე დათანხმებას არ აპირებენ. ამბობენ, რომ ამით ხელისუფლება ხმების მოპარვას იკანონებს და რეალურად არაფერი შეიცვლება. "ახალი მემარჯვენების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა კაციტაძის თქმით, საარჩევო ოლქების გათანაბრება არის ხელოვნური ჭრა-კერვა, რომლითაც კოალიციის გადარჩენას ცდილობენ.
|
ლიკა ამირაშვილი 09.12.2015
თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი ნინო გოცაძე მერიის მაღალჩინოსნებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, თბილისის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ბოტანიკური ბაღის, დენდროლოგიური პარკისა და ვერეს ხეობის გაერთიანება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც ბაღის განადგურებას გამოიწვევს. გოცაძის თქმით, მისი გათავისუფლება უკანონოდ მოხდა.
|
ვახტანგ შამუგია 09.12.2015
საქართველო მოუთმენლად ელის ნატო-ს სამიტს, რომელიც მომდევნო წლის 8-9 ივლისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართება. ამის მიზეზია საქართველოსთვის მაპ-ის (ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) მინიჭება-არმინიჭების საკითხი. პოლიტოლოგების განცხადებით, თუ ვარშავაში მაპ-ზე უარს გვეტყვიან, ეს ბოლო დროს გააქტიურებულ პრორუსულ ძალებს ხელში კიდევ ერთ კოზირს მისცემს.
|
ია აბულაშვილი 09.12.2015
"მიხაკო წერეთელმა "ქართლის ცხოვრების" ტექსტზე და "ვეფხისტყაოსანზე" ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წინ დაიწყო მუშაობა, როდესაც იგი ბერლინის უნივერსიტეტში ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის პროფესორი იყო. 1942 წელს ბერლინიდან ქალაქ კვედლინბურგში გადასახლდა მეგობრებთან და თან წაიღო მთელი ნაწერები, რაც კი ბერლინის დაბომბვას გადაურჩა. აქ დაიღუპა მისი დიდი ნაწილი შუმერული ნაწერებისა, რაც გადარჩა ჩვენ გამოვაქვეყნეთ "ბედი ქართლისაში" გერმანულად," - ეს არის ნინო სალიას სიტყვები, 1977 წელს პარიზში გამოცემული "ვეფხისტყაოსნის" მიხაკო წერეთლის მიერ აღდგენილი ტექსტისთვის წამძღვარებული წინასიტყვაობიდან.
|
თაკო მათეშვილი 08.12.2015
თურქეთში მომუშავე ქართველების სამშობლოში დაბრუნებას, იქ არსებული მდგომარეობის გამო, ჯერ არ ელიან, თუმცა, თუკი სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, მათ საქართველოში დაბრუნება, ან სამუშაოდ სხვა ქვეყანაში გადასვლა აუცილებლად მოუწევთ.
|
თიკო ოსმანოვა 08.12.2015
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას "ქართული ოცნების" მიერ დადგმულ პოლიტიკურ თამაშს უწოდებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლებას პრობლემები აქვს, ამიტომ ამაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჩათრევას ცდილობენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|