ია აბულაშვილი 14.12.2015
პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა დიდმა სახელმწიფოებმა (დიდი ბრიტანეთი, აშშ) გადაწყვიტეს პარიზში საზავო კონფერენციის მოწვევა, რათა შეემუშავებინათ ომში დამარცხებული გერმანიის ბლოკის სახელმწიფოებთან ზავის დადების პირობები. საქართველოს მთავრობამ გადაუდებელ საქმედ მიიჩნია პარიზს თავისი წარმომადგენლების დაუყოვნებლივ გაგზავნა.
|
ია აბულაშვილი 14.12.2015
"დიდად გამახარა თქვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა, ეს არის პირველი დარაზმულობა ქართველი ემიგრაციისა დამოუკიდებელი სამშობლოს აღსადგენად. საჭიროა ამ ნიადაგზე შეერთდეს მთელი ჩვენი ემიგრაცია... საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, ევროპაში მყოფ ქართველთა ემიგრაცია ჯგუფობრივ დაქსაქსული და დანაწილებულია. შეიძლება თქვენ ითაოდ ამ დაბნეული ხალხის თავის მოყრა და გაერთიანება. მიზანი ერთია, დროშა საერთოა. იმედია თვენს სასიქადულო მაგალითს გააგებინებთ ჩვენს ემიგრაციას და მოუწოდებთ შემოკრებას მის ირგვლივ. გისურვებთ გამარჯვებულ დაბრუნებას ტანჯულ სამშობლოში.
|
ეკატერინე ბასილაია 12.12.2015
თინა ხიდაშელის განცხადებას რუსები ძაღლებისა და კატების ჭამას მიჩვეული არიანო, რუსების შემდეგ თავად მმართველი კოალიციის ზოგიერთი წევრი და პოლიტოლოგიც აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს არის "ზედმეტი ბაქი-ბუქი", "ცეცხლზე ნავთის დასხმა", "არაკორექტული", "მოუღებელი" და "ზღვარს გადაცილებული" განცხადება. ზოგმა პარალელი ექს-თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ 2006 წელს გაკეთებულ განცხადებასთანაც გაავლო, როდესაც ოქრუაშვილმა თქვა, რომ რუსეთში ფეკალიებიც კი გაიყიდებაო.
|
თიკო ოსმანოვა 12.12.2015
"თუ განცხადების გადაგზავნა დეპუტატის მხრიდან და რეაგირების მოხდენა პატიმრის მიერ შემოტანილ საჩივარზე არის ვინმეზე ზეწოლა, მაშინ გეტყვით, რომ 104-ჯერ მაქვს ეს ზეწოლა განხორციელებული, არ ვიცი, ელისაშვილზე, თუ ზვიად ქორიძეზე. პრეზიდენტზეც განმიხორციელებია ზეწოლა, რადგან მარგველაშვილის სახელზეც მაქვს განცხადებები გაგზავნილი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე, რომელსაც ორი დღის წინ ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ვესუბრე.
|
თიკო ოსმანოვა 12.12.2015
ბოლო 6 თვეში სამართალდარღვევათა კოდექსში კომპანია "სითი პარკის" მიერ მანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის შესაზღუდად რიგით მეორე ცვლილება შედის. დეპუტატის, სოსო ჯაჭვლიანის თქმით, 15 ივნისს კოდექსში შეტანილ ცვლილებებს შედეგი არ მოჰყოლია, ამიტომ დეპუტატებს ახალი კანონპროექტი შესთავაზა, რომლის ავტორები ისევ ზვიად ტომარაძე და როინ მიგრიაული არიან.
|
ლიკა ამირაშვილი 12.12.2015
მომავალი წლის ზაფხულიდან დედაქალაქში "სიენჯი", ანუ თხევად გაზზე მომუშავე ავტობუსები ივლიან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ("იბიარდი") გამოყოფილი 30 მილიონი ევროთი თბილისის მერია 150 ასეთი ავტობუსის შეძენას გეგმავს. ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
|
თაკო მათეშვილი 11.12.2015
თავდაცვის მინისტრის მტკიცების მიუხედავად, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე კარგადაა დაცული, რუსულმა ვერტმფრენმა იგი ორი დღის განმავლობაში 2-ჯერ დაარღვია. სპეციალისტები ამ ყველაფერს საქართველოს ცის დაუცველობის დამადასტურებელ საბუთს უწოდებენ და ამბობენ, რომ აღშფოთების გარდა ვერაფერს გავხდებით, რადგან მისი ჩამოგდებით უფრო მეტ პრობლემას გავიჩენთ.
|
თიკო ოსმანოვა 11.12.2015
"რუსეთი საქართველოს მოიაზრებს თავის უკანა ეზოდ. მოსკოვის ხელისუფლებას აქვს ფიქრები და ნატვრა, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი.
|
ლიკა ამირაშვილი 11.12.2015
ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესის საბოლოო შეფასებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პარლამენტი ევროპულ სტრუქტურებს მიმართავს და იმედს გამოთქვამს, რომ გაზაფხულზე საქართველოს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლა ექნება.
|
ია აბულაშვილი 11.12.2015
"დედექალაქში, სადაც ჩვენი ერის მაჯა სცემს, სადაც სძგერს მისი გული, სადაც წარსულის ჩვენი დიდების ნეშთი სხვაც ბევრი გვაქვს - არ გაგვაჩნია ჩვენდა შესაფერისი პანთეონი ან მამა - დავითისა და ან დიდუბის ეკლესიის ზღუდეთა შორის. ნუთუ სასარგებლო არ იქნება მშვენიერი ქანდაკებებით მორთული სამშობლო მოღვაწეთა სასაფლაო ყოველთვის თვალწინ გვქონდეს სამაგალითოდ ჩვენ და ჩვენს შემდეგ თაობას" - წერდა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტი კოტე მესხი.
|
ეკატერინე ბასილაია 10.12.2015
"ქართულ პასპორტს ყოველწლიურად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები 400-მდე მოქალაქე იღებს, უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან ერთად კი ქართული პასპორტების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება," - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
|
სალომე სარიშვილი 10.12.2015
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მის მიერ პატიმრების შეწყალების თაობაზე გაკეთებული განცხადებების გამო გუშინ მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. დაკითხვის შემდეგ ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი პირველი რიგის ამოცანაა, "დაისაჯონ ის ბინძური პოლიტიკოსები, რომლებიც პატიმრების გათავისუფლებით ცდილობდნენ ფული ეშოვათ."
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|