ელზა პაპოშვილი
16.12.2015

 უფლებადამცველი და ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება სხვა არფერია, თუ არა ახალი პოლიტიკური ძალის გამომზეურება. ხოლო ამ თამაშში, კაკაბაძის აზრით, საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობს.

სალომე სარიშვილი
16.12.2015

თბილისში საქართველოს უროლოგთა ასოციაციის ყოველწლიური კონგრესი გაიხსნა, რომელსაც წელს რამდენიმე ქვეყნის უცხოელი მეცნიერი და საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი უროლოგები სტუმრობენ. ორდღიანი ღონისძიება მიზნად უროლოგიურ-ონკოლოგიურ დაავადებათა მიმართულებით არსებული აქტუალური თემების განხილვას, აზრთა გაცვლასა და უცხოელი ექიმების გამოცდილების გაზიარებას ისახავს. ყოველწლიური კონგრესი ოფიციალურად 16 დეკემბერს დაიხურება.

ზვიად მახარაძე (ბრიუსელი)
15.12.2015

 საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში დღეს აღარ გამოქვეყნდება. ამის შესახებ გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი. თუმცა რამდენადაა ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება საბჭოზე გამოხატული წევრი ქვეყნების პოზიციასთან, ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული.

თიკო ოსმანოვა
15.12.2015

 შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით, პატიმრების შეწყალების თხოვნით მასაც მიმართავდნენ როგორც საჯარო მოხელეები, დეპუტატები, ასევე ადვოკატები და თავად პატიმრებიც. რაც შეეხება პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებაზე თანხის მოთხოვნას, ამის შესახებ თევდორაძესაც სმენია.

თაკო მათეშვილი
15.12.2015

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, შეეძლება თუ არა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა. პროგნოზები ოპტიმისტურია, მოლოდინი კი არაერთგვაროვანი - მოსახლეობის ნაწილის აზრით, ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, ნაწილი კი ამბობს, რომ უბრალო მოქალაქეებისათვის მოგზაურობა პრიორიტეტი არაა.

სალომე სარიშვილი
15.12.2015

 შეწყალების კომისიის ირგვლივ ატეხილი სკანდალის გამო მთავარი პროკურატურის კითხვებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ და ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ უპასუხეს. გუშინვე საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათს გრძელდებოდა კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის დაკითხვაც, რომლის თქმითაც, მან პროკურატურას მაღალჩინოსნების მხრიდან მიღებული და მათ შორის მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები წარუდგინა.

ლიკა ამირაშვილი
14.12.2015

 "ჩვენ პარლამენტში 9 კაცით შევედით და ახლა 10 ვართ. რამდენი ვიქნებით, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. თუმცა, კოალიციაში პარტნიორებთან საუბარი არა მარტო ადგილების რაოდენობის შესახებ იქნება, არამედ სხვა საკითხებზეც", - ამის შესახებ რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა "მთელ კვირასთან" საუბრისას განაცხადა.

თაკო მათეშვილი
14.12.2015

 დაჩეხილი საქართველო - ასე უწოდებს ოპოზიცია საარჩევნო ოლქების ახლებურად დაყოფის წესს, რომელიც უკვე დამტკიცდა. 73 მაჟორიტარული ოლქიდან ცვლილება 60-ს შეეხო და, შესაბამისად, მათ ახალი საზღვრები აქვთ, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვრებს არ ემთხვევა. ზოგიერთი რაიონი ერთმანეთს მიუერთდა და მათ პარლამენტში საერთო წარმომადგენელი ეყოლებათ, ზოგი კი პირიქით - დაიყო და 3-4 მაჟორიტარის არჩევა მოუწევთ.

ეკატერინე ბასილაია
14.12.2015

არსებობს თუ არა საფრთხეების მოლოდინი რუსეთისაგან, თუკი ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს და როგორც მენავთობეები პროგნოზირებენ, შესაძლოა, ის 30 დოლარამდეც გაუფასურდეს? ანალიტიკოსების თქმით, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება პურის არარსებობას პოლიტიკური სანახაობით ანაცვლებს და რუსეთიც შიმშილის გადაფარვას მტრის ხატის პროპაგანდითა და კონფლიქტებით შეეცდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ რუსეთი თურქეთთან ცივი ომის პირობებში იმყოფება და რადგანაც ამ ორ ქვეყანას ინტერესთა კვეთა, სამწუხაროდ, საქართველოში და აზერბაიჯანშიც აქვს, დიდი ალბათობაა, ჩვენზე წნეხი გაიზარდოს.

სალომე სარიშვილი
14.12.2015

 შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, კონკრეტულ მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან არაჯანსაღი ინტერესი დღესაც არსებობს. მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, ქორიძემ განაცხადა, რომ გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია პარლამენტისა და საჯარო პირების, ასევე ადვოკატების შესახებ მიაწოდა.

თიკო ოსმანოვა
14.12.2015

 თირი, იკორთი, გომართი და ე.წ კაპტინი - ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე ქართულ კულტურულ ძეგლებს განადგურება ემუქრება. აფხაზეთის შემდეგ ქართული ეკლესია-მონასტრების "რესტავრაცია" ცხინვალშიც დაიწყეს.

ვახტანგ შამუგია
14.12.2015

 რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ თავის სამხედრო ბაზებს აძლიერებს. გასულ კვირას ცხინვალის მახლობლად მდებარე რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე 150 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების თანამედროვე სამხედრო ტექნიკა შევიდა. სხვადასხვა წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია "ტ-72" ტიპის მოდერნიზებულ ტანკებზე, "ლერ-3" ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებზე, რადიო-ელექტრონული ტალღების ჩამხშობ ულტრათანამედროვე დანადგარ "ბორისოპოლ-2"-ზე, რეაქტიული ზალპური საარტილერიო დანადგარ "გრად"-ზე, "სტრელა-10" სისტემის მობილურ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, ქვეითთა ახალ ჯავშანმანქანებზე და რაც ყველაზე მთავარი და სახიფათოა, რამდენიმე ერთეულ ოპერატიულ-ტაქტიკურ კომპლექს "ისკანდერზე". აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×