თიკო ოსმანოვა 20.07.2015
ერთადერთი დოკუმენტი, რომელითაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, შესაძლოა, აღარ ამოქმედდეს. საუბარია საქართველო-რუსეთის საზღვრებზე ტვირთის ბრუნვის მინიტორინგთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც 2011 წელს რუსეთის მსო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ მოსკოვმა შესასრულებელ ვალდებულებად აიღო.
|
თაია არდოტელი 20.07.2015
საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ, განახლებული გამოძიების ფარგლებში, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტზე თვითმკვლელობის მუხლით წარმოებული საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
|
ია აბულაშვილი 20.07.2015
არასდროს ირანის პოლიტიკურ სარბიელზე ისეთი დიდი რაოდენობით არ მოღვაწეობდნენ ქართველები, როგორც შაჰ-აბას პირველის მმართველობის ხანაში.
|
ლიკა ამირაშვილი 18.07.2015
სტიქიის შემდეგ ზოოპარკის გადატანის აუცილებლობაზე ყველა საუბრობს. ახალი ზოოპარკის სავარაუდო ადგილი შერჩეულია - ის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. სპეციალისტების ნაწილი ზოოპარკის გადატანის იდეას ეთანხმება, თუმცა შერჩეულ ადგილს იდეალურ ვარიანტად არ მიიჩნევენ.
|
ეკატერინე ბასილაია 18.07.2015
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ე.წ. ბორდერიზაცია გრძელდება და რუსების მიერ სოფელ წითელუბანთან აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შემდეგ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული სხვა ქართული სოფლების მიწებსაც ემუქრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენა.
|
თაია არდოტელი 18.07.2015
"ამ პროვოკაციით შესაძლოა, ომი დაწყებულიყო. ამიტომ ხელისუფლება სწორია, რომ ამ პროვოკაციას არ წამოეგო," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
|
თიკო ოსმანოვა 18.07.2015
"ხელისუფლებაში არ უნდა იყოს არცერთი ადამიანი, რომელიც სიმპათიით არის გამსჭვალული რუსეთისადმი," - აცხადებს "რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე კი ამბობს, რომ რუსეთის განსაკუთრებული გააქტიურება ევროკავშირთან ასოცირების გაფორმების შემდეგ შეიმჩნევა. "ეროვნული პლატფორმის" თავმჯდომარე ლაშა ტუღუში კი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო არხების ტრანსლირების შეზღუდვას ითხოვს.
|
ელზა პაპოშვილი 18.07.2015
სოფელ ხურვალეთთან ვითარება კვლავ დაძაბულია. მედიის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ქართულ საგუშაგოსთანაც აღარ უშვებენ. როგორც სამართალდამცავები "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციაა, რომლის ნიშნებიც უკვე გამოიკვეთა, რადგანაც ოკუპანტებმა მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყეს.
|
ია აბულაშვილი 18.07.2015
საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 20 ივლისს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
|
ია აბულაშვილი 18.07.2015
"ყველაზე მეტად ადამიანი საკუთარ უმწეობას და უსუსურობას სტიქიური უბედურების დროს გრძნობს. ამ დროს მნიშვნელობა აღარ აქვს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ თუ რიგითი მოქალაქე. სტიქიის წინაშე ყველა თანაბრად უძლურია" - ამბობს საქართველოს ცეკას ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი და "რეზონანსთან" საბჭოთა პერიოდში მომხდარ ჩერნობილისა და სპიტაკის ტრაგედიებს იხსენებს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 17.07.2015
"რუსეთთან პირდაპირი დიალოგი არავითარ შედეგს არ მოიტანს. მას უნდა ვესაუბროთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით. პირდაპირი საუბრისას ძალიან სუსტი პოზიცია გვაქვს, რადგანაც რუსეთის ფედერაცია ხშირად არღვევს ხოლმე მიღწეულ ორმხრივ შეთანხმებებს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორი დავით ზალკალიანი.
|
იაგო ნაცვლიშვილი 16.07.2015
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მოსკოვიდან მნიშვნელოვანი გზავნილებით ჩამოვიდა. ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ჩვენს ხელისუფლებას ესაუბროს. ახლა ბურჯანაძე პასუხს ქართული მხარისგან ელოდება.
|