თაკო მათეშვილი
27.07.2015

გარდაბნის რაიონის სოფელ კარათაკლიას მცხოვრები ტავთიხ გარიბოვი "მთელ კვირას" სკანდალურ ინტერვიუს აძლევს და იმ უკანონობაზე საუბრობს, რაც მისი თქმით, გარდაბანში ხდება. ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ რაიონში არაფერი შეცვლილა, მმართველობაში ისევ ძველი კადრები არიან. მეტიც, ისინი, ვინც არჩევნებამდე ხალხს "ქართული ოცნების" მხარდაჭერის გამო ავიწროებდა, დაწინაურდნენ კიდეც.

თიკო ოსმანოვა
27.07.2015

პრევენცია თუ სადამსჯელო ღონისძიება სახელმწიფო ობიექტებში შეჭრილი ადამიანებისთვის? - ა/ო "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მთავრობის 2013 წლის დადგენილებას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით აღარ განიხილავს იმ უსახლკარო ოჯახების განცხადებებს, რომელთაც უკანონოდ აქვთ დაკავებული სახელმწიფო ობიექტები. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონში აღნიშნული ცვლილება არასასურველი მოვლენის თავიდან ასაცილებლად გაკეთდა.

ელზა პაპოშვილი
25.07.2015

 შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ "რეზონანსთან" ინტერვიუში პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც მან უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის ძმის, ლევან ბობოხიძის ამნისტიის შესახებ მიიღო. როგორც ქორიძე ამბობს, პრეზიდენტს ამის თაობაზე რეკომენდაცია შეწყალების კომისიამ გაუგზავნა, რის შემდეგაც ინდივიდუალური გადაწყვეტილება თავად მან მიიღო.

თაკო მათეშვილი
25.07.2015

 მმართველი გუნდი პრეზიდენტთან დაპირისპირებას აღარ მალავს და დიპლომატიური ენით გამოთქმული შენიშვნებიდან მწვავე კრიტიკაზე გადადის. უმრავლესობაში აღარც იმას უარყოფენ, რომ მათი და გიორგი მარგველაშვილის ხედვა, მოსაზრებები თუ ქმედებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება და პრეზიდენტს "არაადეკვატურსა" და "ნაციონალურსაც" კი უწოდებენ. მათი ნაწილის აზრით, პრეზიდენტის ქმედება ვიწრო პოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს უფრო ასახავს, ვიდრე ქვეყნისას.

ია აბულაშვილი
25.07.2015

 "ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტი" - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის შეწყალების აქტს.

ლიკა ამირაშვილი
25.07.2015

 "როდესაც დარბაზში ზიხარ, პარლამენტის წევრი ხარ და მთელი ქვეყანა გიყურებს, პირველ რიგში საკუთარ თავს არ უნდა აკადრო, რომ უხამსი სიტყვებით გაჯერებული განცხადება გააკეთო", - ასე გამოეხმაურა სოსო ჯაჭვლიანის მიერ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან ("იბიარდი") დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის პრესსპიკერი მანანა კობახიძე.

იაგო ნაცვლიშვილი
25.07.2015

 თუ პრეზიდენტი პროკურატურის შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ეს გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხე ვეტო იქნება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, დაადებს თუ არა მარგველაშვილი ამ კანონპროექტს ვეტოს, თუმცა ხაზგასმით ამბობენ, რომ შემოთავაზებულ მოდელზე ბევრად უკეთესი იყო ის, რაც "ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში ეწერა.

თიკო ოსმანოვა
24.07.2015

 "ვსაუბრობთ ისე, როგორც თქვენ გესაუბრებით. წივილ-კივილი ასეთ შეხვედრებზე არ მოსულა. მე ახლა მსოფლიო დიპლომატიის წესებს ვერ გამოვიგონებ, თუმცა ვიმეორებ - ყველაფერი, რაც სათქმელი იყო, შესაბამისი სიმკაცრით, პრინციპულობით დაისვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით იმედის მომცემი ჯერჯერობით არაფერი ჩანს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინთან მორიგი შეხვედრა გამართა.

ლიკა ამირაშვილი
24.07.2015

 "რამდენიმე დღეა, თაღლითების რაოდენობა გაორმაგდა ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პრემიერმა განაცხადა, რომ თბილისის ზღვაზე ბინების მნიშვნელოვანი რაოდენობა დევნილებს გადაეცემათ. მე ყველა მოქალაქეს მივმართავ - ნურავის ნუ ენდობიან, ვერავინ ვერ დაეხმარება, ვერავინ ვერაფერს ვერ გაუკეთებს. ერთადეთი, რისი საშუალებითაც ბინას მიიღებენ, ის საბუთებია, რასაც კომისიას გადასცემენ", - განაცხადა "რეზონანსთან" ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, რომელსაც თბილისში და რეგიონებში დევნილებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.

თიკო ოსმანოვა
24.07.2015

 პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გუშინ უნდა დაესახელებინა, თუმცა კანდიდატურის დასახელება ორშაბათისათვის გადაიდო. ამის მიზეზი, ერთი ვერსიით, მმართველი კოალიციის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური "ვაჭრობაა", მეორე ვერსიით კი, "ქართული ოცნებისათვის" სასურველი კანდიდატი - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე მინისტრის თანამდებობაზე უარს ამბობს.

თაკო მათეშვილი
24.07.2015

 "ეროვნული ბანკის შესახებ" პრეზიდენტის მიერ დაწუნებულ კანონპროექტს მარგველაშვილისეული შენიშვნებით პარლამენტში ათ დღეში ელოდებიან. დეპუტატები ამბობენ, რომ ცვლილებებს განიხილავენ და გადაწყვეტილებას-დაუჭერენ თუ არა მას მხარს, მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ.

იაგო ნაცვლიშვილი
24.07.2015

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები შემოდგომით საპროტესტო აქციებს აანონსებენ. თუმცა, პრაქტიკულად, ყველა მათგანი, საპარლამენტოცა და არასაპარლამენტოც, აქციების გამართვას ცალ-ცალკე აპირებს. მათი მოთხოვნა კი პრაქტიკულად ერთნაირია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×