სალომე სარიშვილი
16.07.2015

 "ქართულ-რუსული ფორუმის" დამფუძნებელი, უფლებადამცველი რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადიდან თემურ ქობალია აცხადებს, რომ რუსეთში დარეგისტრირებული მისი არასამთავრობო ორგანიზაცია წნეხის ქვეშაა იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლება "ფორუმს" მისი პროტეჟე ორგანიზაციების კონკურენტად მიიჩნევს.

ეკატერინე ბასილაია
16.07.2015

 მცოცავი ოკუპაციის ფონზე გაძლიერებული კრიტიკის მიუხედავად, გუშინ პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი 3-საათიანი შეხვედრა მაინც შედგა. "ამ შეხვედრებზე რამდენჯერმე ითქვა, რომ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დამთავრებულია," - განაცხადა მისი დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძემ.

ელზა პაპოშვილი
16.07.2015

 პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე "რეზონანსთან" საუბრისას რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსიის მორიგ გამოვლინებაზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთს ამ ქმედებით საქართველოს საერთაშორისო ფუნქციის დაკნინება სურს და ცდილობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მეშვეობით საერთაშორისო სუბიექტად წარმოაჩინოს.

თიკო ოსმანოვა
16.07.2015

 თაია არდოტელი

არა რუსეთს! არა მცოცავ ოკუპაციას! - შაბათს, 18 ივლისს, მთავრობის კანცელარიასთან აქციის გამართვა იგეგმება, რომლის მთავარი მოთხოვნაა, რომ აბაშიძემ კარასინთან პირისპირ საუბარი შეწყვიტოს, მოსკოვთან ყველა მოლაპარაკება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით წარიმართოს და პარლამენტმა კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ კანონი მიიღოს. აქციის საფუძველი 10 ივლისს, ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფლების - ორჭოსანისა და წითელუბნის - მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის ახლოს, ე.წ. საზღვრის გადმოწევა გახდა, რის შედეგადაც სოფელ წითელუბნის 20-25 ოჯახის სახნავ-სათესი მიწა და ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ მხარეს მოექცა.

მალხაზ გაგუა
15.07.2015

 საქართველოს ევროკავშირი იმედის თვალით უყურებს, ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, რამხელა შანსი მიიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, აცხადებს გერნოტ ერლერი, გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.

იაგო ნაცვლიშვილი
15.07.2015

 2011 წელს საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლე ნანა თეთრაძე გუშინ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს შეხვდა. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, მთავარ პროკურორს სასამართლო პროცესის მიმდინარეობაზე ესაუბრა და იმაზე, რომ მას პროცესის მიმდინარეობისას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე დაემუქრა. მისი ცნობით, პროკურატურა ამ საქმესაც გამოიძიებს.

თაია არდოტელი
15.07.2015

ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში სხვადასხვა სფეროში ელექტრონული რეგისტრაციის დანერგვა აქტიურად მიმდინარეობს. თუმცა ძალიან ხშირად ეს წარუმატებლად მთავრდება. ავიღოთ თუნდაც ბილეთები.გე-სთან დაკავშირებული პრობლემები. დაახლოებით მსგავსი პრობლემები იწვევს ხალხის უკმაყოფილებას პირველკლასელთა და საბავშვო ბაღებში რეგისტრაციისა თუ ეროვნული გამოცდების საიტის ფუნქციონირებისას. რა იწვევს ელექტრონული რეგისტრაციისას ასეთი გადაულახავი ხარვეზების წარმოქმნას, ამის შესახებ "რეზონანსი" კიბერ-უსაფრთხოების სპეციალისტ ბექა ბერიძეს ესაუბრა.

თაკო მათეშვილი
15.07.2015

 ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს. სასამართლო სხდომებზე როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხრიდან სკანდალური განცხადებები კეთდება. პრემიერის დაცვის წევრების განცხადებას იმის თაობაზე, რომ მათ ჟვანია უსუპოვთან ერთად შიშვლები იპოვეს, გარდაცვლილის მეუღლემ გუშინდელ სხდომაზე სიცრუე უწოდა და ამის დასადასტურებლად არგუმენტებიც მოიშველია.

ია აბულაშვილი
15.07.2015

"ახალი ხელისუფლება ახალ გზას ვერ პოულობს, თითქმის ინერციით მიდის 9-წლიანი ჯოჯოხეთის პოლიტიკური გამოცდილების გზა-შარაზე. არ იცვლება მიდგომები, არ ხდება ქართული ღირებულებების პოპულარიზაცია, არ მუშავდება ქართული იდეოლოგია, რომელზეც ქართული სახელმწიფო უნდა აშენდეს," - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" თავმჯდომარემ, მწერალმა მერაბ შათირიშვილმა, რომელსაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

ელზა წიკლაური
14.07.2015

 საქართველოში 20 ათასზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. 3,7-მილიონიან ქვეყანაში ასეთი რაოდენობით არასამთავრობოების არსებობა ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, თუმცა მათი შექმნა არც ადრე და არც ახლა არ შეჩერებულა. მეტიც, თითქმის ყოველთვიურად რამდენიმე ახალი ა/ო-ს ფუძნდება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მარტო 2015 წლის 6 თვეში 752 არაკომერციული იურიდიული პირი დარეგისტრირდა.

თაკო მათეშვილი
14.07.2015

 ბაქო-სუფსის მილსადენის ბედი რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ქართველი პოლიტოლოგები ახლა იმასღა იმედოვნებენ, რომ რუსეთი მის დაზიანებას არ მოისურვებს. თუმცა ამის გარანტია არ არსებობს. იმ შემთხვევაში კი, თუ მათი იმედი არ გამართლდა, ამბობენ, რომ მილსადენის უსაფრთხოების დაცვა, რაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება, ვერ მოხერხდება.

იაგო ნაცვლიშვილი
14.07.2015

 "ძალიან ცუდია, რომ რუსები აგრძელებენ იმ პოლიტიკას, რაც მიზნად ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ისახავს. ჩვენი ერთადერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობასთან აპელირებაა. როგორც ჩანს, ჩვენი ნაბიჯები ამ მიმართულებით უფრო აქტიური და მომთხოვნი უნდა გახდეს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×