თაია არდოტელი 04.07.2015
2008 წლის ომის შემდეგ დევნილები შიდა ქართლის სხვადასხვა ახლადაშენებულ დასახლებებში დიდი ზარ-ზეიმით შეასახლეს. დღეს ამ სახლების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე საცხოვრებლად გამოუსადეგარია, რადგან თავის დროზე უხარისხოდ აშენდა.
|
თიკო ოსმანოვა 04.07.2015
"მთიანი ტერიტორიების ეკოლოგიური უსაფრთხოება, გლობალური კლიმატური ცვლილებები და მათი გავლენა კავკასიის მთიან ტერიტორიებზე", - ამ საკითხებზე გუშინ სასატუმრო "ძველ თბილისში" რუსულ-ქართულ რიგით მესამე ფორუმზე, ორი ქვეყნის არასამთავრობოებმა იმსჯელეს. შეხვედრაზე მხარეებმა დეკლარაციაც შეიმუშავეს და პარიზის სამიტზე გააგზავნეს.
|
თიკო ოსმანოვა 03.07.2015
ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის თქმით, მისი შენაერთი ფრონტის ყველაზე ცხელ ხაზზე იბრძვის და სეპარატისტები მთავარ შეტევებს ხშირად წორედ მათ წინააღმდეგ ახორციელებენ.
|
ეკატერინე ბასილაია 03.07.2015
 თურქმენეთის ექსტრავაგანტული პრეზიდენტი გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი, რომელმაც აშხაბადში საკუთარ თავს მოოქროვილი ძეგლიც კი დაუდგა, 2-დღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. მისი მასპინძელი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილია. ვიზიტის ფარგლებში ბევრ სხვა საკითხთან ერთად უმთავრესი სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ენერგეტიკის სფეროში ერთობლივი გეოსტრატეგიულ პროექტებსა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე მსჯელობა იყო.
|
თაკო მათეშვილი 03.07.2015
პოლიტოლოგი გია ნოდია ალექსანდრე კვიტაშვილის უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომას არ გაუოცებია და ამბობს, რომ ამის პროგნოზირება თავიდანვე შესაძლებელი იყო.
|
ელზა პაპოშვილი 03.07.2015
"თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ "რეზონანსთან" ინტერვიუში ლანჩხუთის საკრებულოს წევრის, ელგუჯა ჩხაიძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ჩხაიძემ თავისი გადაწყვეტილება, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ, სახელწოდებით "ლანჩხუთი - ევროატლანტიკური მომავლისათვის", პარტიის წევრებთან არ გაახმოვანა და დამოუკიდებლად იმოქმედა, რასაც მისი პარტიიდან გარიცხვა მოჰყვა.
|
ია აბულაშვილი 03.07.2015
"თბილისში 13-14 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ქალაქის მერი თონეში თავჩაკიდებულივით შრომობდა და მას მრჩეველთა საბჭოს მოწვევის დრო არ რჩებოდა. თუმცა წუხს იმაზე, რომ ბევრი საკითხი დაგროვდა მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განსახილველი. ამ უახლოეს ორ კვირაში ალბათ შედგება სხდომა და გაძლევთ პირობას, რომ მისი დღის წესრიგისა და შედეგების შესახებ პირველი თქვენს გაზეთს შევატყობინებ," - განაცხადა ქალაქის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მწერალმა რევაზ მიშველაძემ, რომელსაც "რეზონანსი" მრჩეველთა საბჭოს უახლოეს გეგმებზე ესაუბრა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 03.07.2015
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი სს პასუხისგებაში კიდევ ერთ საქმეზე მისცეს. ამის შესახებ ბრიფინგი მთავარ პროკურატურაში გაიმართა. მას ბრალად ედება ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძისთვის ქონების ჩამორთმევა, რომელიც ფოთის პორტთან არის დაკავშირებული.
|
თაკო მათეშვილი 02.07.2015
ასოცირებით გათვალისწინებული რეფორმების დიდი ნაწილი 3-4 წელიწადში დასრულდება, 5 წელიწადში კი საქართველო უფრო ევროპული იქნება, ვიდრე დღესაა, ამბობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელზე საუბრისას და დასძენს, რომ "არასწორი მოლოდინი" იმედგაცრუების მთავარი მიზეზია.
|
იაგო ნაცვლიშვილი 02.07.2015
სუპერთასის ფინალური მატჩის ბილეთების გაყიდვისას არსებულ ტექნიკურ გაუმართაობაზე პასუხისმგებლობას ბილეთები.გე მთლიანად საკუთარ თავზე იღებს, - ამის შესახებ საიტის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.
|
ეკატერინე ბასილაია 02.07.2015
უკრაინაში ე.წ. ქართველი "ნაციონალ-რეფორმატორების" წარმატების მიმართ არსებულმა მითებმა 7 თვეში რყევა დაიწყო - სუსტი რგოლი ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი აღმოჩნდა. მას გადადგომისაკენ პარლამენტარების შემდეგ თვით გუნდის ლიდერმა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩეველმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა და მიზეზად ნაკლებად აგრესიულობის გამო რეფორმების ვერგატარება დაასახელა.
|
თაია არდოტელი 02.07.2015
დევნილების გაყალბებული საბუთები, სახელმწიფოსგან კანონდარღვევით მიღებული ერთჯერადი კომპენსაცია თუ საცხოვრებელი ფართი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 79 მოქალაქის საქმეს შემდეგი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაუგზავნის. ამ საქმის დეტალებზე ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა "რეზონანსსთან" ისაუბრა.
|